პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება" - მოიმატა თუ არა საქართველოში რადიაციის დონემ რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ
"საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება" - მოიმატა თუ არა საქართველოში რადიაციის დონემ რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ

რუ­სეთ­ში, არ­ხან­გელსკის ოლ­ქის ქა­ლაქ სე­ვე­როდ­ვინ­სკში სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ქა­ლა­ქებ­ში - დუბ­ნა­სა და კი­როვ­ში მდე­ბა­რე რა­დი­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სად­გუ­რე­ბი (ოთხი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლის სის­ტე­მა) მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და.

ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თა­ვად გა­თი­შა და ამის მი­ზე­ზად ინ­ტერ­ნე­ტის შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, მათ შო­რის Новая газета წერს, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას ბირ­თვუ­ლი ცდე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ლე­სინ ზარ­ბოს გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ზარ­ბოს თქმით, სად­გუ­რებ­მა მუ­შა­ო­ბა აფეთ­ქე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ შე­ა­ჩე­რეს.

მან ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მის­წე­რა რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, თუმ­ცა, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზო­გა­დი პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გლა: "შე­ფერ­ხე­ბა ქსელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ტექ­ნი­კურ­მა პრობ­ლე­მებ­მა გა­მო­იწ­ვია" - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

თუ რამ გა­მო­იწ­ვია აფეთ­ქე­ბა 8 აგ­ვის­ტოს, შემ­თხვე­ვი­დან თით­ქმის ორი კვი­რის შემ­დეგ, ჯერ კი­დევ არ არის ცნო­ბი­ლი.

"Росатом-ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ხუთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მათ შო­რის, ორი სამ­ხედ­რო პირი და­ი­ღუ­პა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აფეთ­ქე­ბის დე­ტა­ლე­ბი არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა და რა­დი­ა­ცი­ის­გან და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მოს­კოვ­ში ისე გა­და­იყ­ვა­ნა, რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი არ გა­უფრ­თხი­ლე­ბი­ათ თუ რას­თან ჰქონ­დათ საქ­მე" - Новая газета-ს ჟურ­ნა­ლის­ტი წერს და დას­ძენს, რომ იმ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც და­შა­ვე­ბუ­ლებ­თან მუ­შა­ობ­დნენ, ФСБ-მ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­უთ­ქმე­ლო­ბის პი­რო­ბა ჩა­მო­არ­თვა.

"Росатом"-ის მტკი­ცე­ბით, აფეთ­ქე­ბა რე­აქ­ტი­ულ და­ნად­გარ­თან მუ­შა­ო­ბის დროს მოხ­და. რუ­სე­თის ჰიდ­რო­მე­ტე­ორ­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ აფეთ­ქე­ბის დროს, სე­ვე­როდ­ვინ­სკსა და მის შე­მო­გა­რენ­ში რა­დი­ა­ცი­ის დო­ნემ ნორ­მას 16-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა, რაც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, არა­სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­აა. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­კე­ტა "ბუ­რე­ვეს­ტნი­კის" გა­მოც­დის დროს მოხ­და, რო­მე­ლიც ბირ­თვუ­ლი და­ნად­გა­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

რა საფრ­თხეს შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა - ამ კი­თხვით AMBEBI.GE-მ ექ­სპერ­ტებს მი­მარ­თა.

ვა­სილ გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ბირ­თვუ­ლი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი:

- გარ­და იმი­სა, რაც რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა, სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს აფეთ­ქე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნამ­დე ვერ მო­აღ­წევს, რად­გან საკ­მა­ოდ შო­რია.

ჩვენ გვაქვს გა­რე­მოს მო­ნი­ტო­რინ­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი სად­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან ერ­თად, რა­დი­ა­ცი­ულ ფონ­საც ზო­მავს და მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­კონ­ტრო­ლებთ ფონს. ბოლო დღე­ებ­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა.

- სხვა ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და რა­ი­მე სა­ხის ცვლი­ლე­ბა?

- ნორ­ვე­გი­ის რა­დი­ა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტომ, რო­მე­ლიც ბევ­რად ახ­ლო­საა ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­თან, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო, მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბით იო­დის მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და, რაც სხვა დრო­საც ყო­ფი­ლა...

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ “არ­სე­ნა­ლის” მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აფეთ­ქე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის, თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არ პა­სუ­ხობს და ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავს:

- ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხე, რო­მე­ლიც რა­დი­ა­ცი­ულ და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს იქ­ნე­ბა ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებ­თან თუ შე­ი­ა­რა­ღე­ბის გარ­შე­მო, სა­ში­შია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­მე­ლი ტი­პის რა­დი­ო­ი­ზო­ტო­პე­ბის აფეთ­ქე­ბა მოხ­და და რა­ო­დე­ნო­ბით და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და ქარი. ეს აჩ­ვე­ნა თუნ­დაც ჩერ­ნო­ბი­ლი­სა და ფუ­კუ­სი­მას ტრა­გე­დი­ებ­მა.

არ­ხან­გელსკის ბა­ზა­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა სა­ში­ში შე­დე­გე­ბით ჩერ­ნო­ბილს ვერ გა­უ­ტოლ­დე­ბა, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლი და და­უდ­გე­ნე­ლია - არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, ეს ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და რა­დი­ო­ი­ზო­ტო­პურ წყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი სად­გუ­რის გარ­შე­მო.

- შე­ი­ცავს თუ არა ეს აფეთ­ქე­ბა საფრ­თხეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის?

- აფეთ­ქე­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მოხ­და, მით უმე­ტეს კავ­კა­სი­ის ქე­დის ფაქ­ტო­რის გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­შიშ­რო­ე­ბა ამ მხრივ არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ეს რა­დი­ო­ი­ზო­ტე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ზე კი არა, მთლი­ა­ნად ბუ­ნე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა - აუ­ცი­ლებ­ლად იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად თევზზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მოხ­ვდე­ბა.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ატ­მოს­ფე­რო­ში რა რა­ო­დე­ნო­ბით გა­იბ­ნა ეს რა­დი­ო­ი­ზო­ტო­პე­ბი, ნა­ხევ­რად დაშ­ლის პე­რი­ო­დი რამ­დე­ნია - ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მა­შინ­ვე იშ­ლე­ბა, ზოგ­საც შე­იძ­ლე­ბა ათე­უ­ლო­ბით წლე­ბი დას­ჭირ­დეს. ამი­ტო­მაც იყო იმ სო­ფელ­სა და რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის იქით მდე­ბა­რე ქა­ლაქ ჩე­ლი­ანსკში, ჩერ­ნო­ბი­ლის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბით, იო­დის შე­ძე­ნა და­ი­წყეს, რა­მაც დე­ფი­ცი­ტი შექ­მნა.

ავტორი:

"საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება" - მოიმატა თუ არა საქართველოში რადიაციის დონემ რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ

"საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება" - მოიმატა თუ არა საქართველოში რადიაციის დონემ რუსეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ

რუსეთში, არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქალაქებში - დუბნასა და კიროვში მდებარე რადიაციის მონიტორინგის სადგურები (ოთხი მაკონტროლებელის სისტემა) მწყობრიდან გამოვიდა.

ერთი ვერსიით, ისინი რუსეთის ხელმძღვანელობამ თავად გათიშა და ამის მიზეზად ინტერნეტის შეფერხებით მუშაობა დაასახელა.

ამის შესახებ კრემლის მიერ არაკონტროლირებადი რუსული გამოცემები, მათ შორის Новая газета წერს, რომელიც ინფორმაციას ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ლესინ ზარბოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ზარბოს თქმით, სადგურებმა მუშაობა აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ შეაჩერეს.

მან ფოსტის საშუალებით მისწერა რუს მაღალჩინოსნებს, თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ზოგადი პასუხით შემოიფარგლა: "შეფერხება ქსელთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია" - ნათქვამია წერილში.

თუ რამ გამოიწვია აფეთქება 8 აგვისტოს, შემთხვევიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

"Росатом-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ხუთი თანამშრომელი, მათ შორის, ორი სამხედრო პირი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფეთქების დეტალები არ გაასაჯაროვა და რადიაციისგან დაშავებული პირები მოსკოვში ისე გადაიყვანა, რადიაციული დაბინძურების შესახებ ადგილობრივი ექიმები არ გაუფრთხილებიათ თუ რასთან ჰქონდათ საქმე" - Новая газета-ს ჟურნალისტი წერს და დასძენს, რომ იმ ექიმებს, რომლებიც დაშავებულებთან მუშაობდნენ, ФСБ-მ ინფორმაციის გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა.

"Росатом"-ის მტკიცებით, აფეთქება რეაქტიულ დანადგართან მუშაობის დროს მოხდა. რუსეთის ჰიდრომეტეორლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქების დროს, სევეროდვინსკსა და მის შემოგარენში რადიაციის დონემ ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა, რაც რუსული მედიის ცნობით, არასანდო ინფორმაციაა. რუსეთის სამხედრო პოლიგონზე აფეთქება სავარაუდოდ, რაკეტა "ბურევესტნიკის" გამოცდის დროს მოხდა, რომელიც ბირთვული დანადგარითაა აღჭურვილი.

რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს საქართველოსთვის რუსეთში მომხდარი აფეთქება - ამ კითხვით AMBEBI.GE-მ ექსპერტებს მიმართა.

ვასილ გედევანიშვილი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი:

- გარდა იმისა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს აფეთქებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს აფეთქება საქართველოზე, საბედნიეროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწევს, რადგან საკმაოდ შორია.

ჩვენ გვაქვს გარემოს მონიტორინგის სპეციალური სადგურები, რომლებიც სხვადასხვა მაჩვენებლებთან ერთად, რადიაციულ ფონსაც ზომავს და მათი საშუალებით ვაკონტროლებთ ფონს. ბოლო დღეებში არანაირი ცვლილება არ ყოფილა.

- სხვა ქვეყანაში დაფიქსირდა რაიმე სახის ცვლილება?

- ნორვეგიის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, რომელიც ბევრად ახლოსაა ინციდენტის ადგილთან, ვიდრე საქართველო, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ უმნიშვნელო რაოდენობით იოდის მატება დაფიქსირდა, რაც სხვა დროსაც ყოფილა...

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, აფეთქება კონკრეტულად საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა, არსებობს კითხვები, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელობა არ პასუხობს და ინფორმაციას მალავს:

- ნებისმიერი საფრთხე, რომელიც რადიაციულ დაბინძურებასთან არის დაკავშირებული, ეს იქნება ატომურ ელექტროსადგურებთან თუ შეიარაღების გარშემო, საშიშია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რომელი ტიპის რადიოიზოტოპების აფეთქება მოხდა და რაოდენობით და ასევე, მნიშვნელოვანია იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რა მიმართულებით მოძრაობდა ქარი. ეს აჩვენა თუნდაც ჩერნობილისა და ფუკუსიმას ტრაგედიებმა.

არხანგელსკის ბაზაზე მომხდარი აფეთქება საშიში შედეგებით ჩერნობილს ვერ გაუტოლდება, თუმცა, ფაქტია, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველი და დაუდგენელია - არ არსებობს ინფორმაცია, ეს ინციდენტი მოხდა რადიოიზოტოპურ წყაროსთან დაკავშირებით, თუ მინიატურული სადგურის გარშემო.

- შეიცავს თუ არა ეს აფეთქება საფრთხეს საქართველოსთვის?

- აფეთქება რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით მოხდა, მით უმეტეს კავკასიის ქედის ფაქტორის გავითვალისწინებთ, საშიშროება ამ მხრივ არ არსებობს. თუმცა, ეს რადიოიზოტები მხოლოდ საქართველოზე კი არა, მთლიანად ბუნებაზე აისახება - აუცილებლად იქონიებს გავლენას წყლის დაბინძურებაზე, შესაბამისად თევზზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოხვდება.

ასევე მნიშვნელოვანია, ატმოსფეროში რა რაოდენობით გაიბნა ეს რადიოიზოტოპები, ნახევრად დაშლის პერიოდი რამდენია - ზოგიერთი მათგანი მაშინვე იშლება, ზოგსაც შეიძლება ათეულობით წლები დასჭირდეს. ამიტომაც იყო იმ სოფელსა და რამდენიმე კილომეტრის იქით მდებარე ქალაქ ჩელიანსკში, ჩერნობილის მწარე გამოცდილებით, იოდის შეძენა დაიწყეს, რამაც დეფიციტი შექმნა.

Pfizer-ის ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - "65 წელს გადაცილებულ ადამიანებში პრეპარატის ეფექტურობა 94% -ს აჭარბებს"

ბრედ პიტის ამაღელვებელი საქციელი - ჰოლივუდის ვარსკვლავმა მანქანიდან საკვებით სავსე ყუთები თავად ჩამოტვირთა და გაჭირვებულებს საკუთარი ხელით დაურიგა

"პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ათასობით ადამიანმა თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო" - უცხოური მედია საქართველოში პომპეოს ვიზიტზე