ავტორი:

„ჯანსაღი კვება, სხვადასხვა სახის დაავადებებს აგაცილებთ თავიდან“ - უტყუარი ფაქტები ჯანსაღ კვებაზე

„ჯანსაღი კვება, სხვადასხვა სახის დაავადებებს აგაცილებთ თავიდან“ - უტყუარი ფაქტები ჯანსაღ კვებაზე

არაჯანსაღი კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, დღეს, წამყვანი, გლობალური რისკ-ფაქტორებია ჯანმრთელობისთვის. ჯანსაღად კვება კი საკვები უკმარისობის და მისგან გამოწვეული სხვადასხვა პრობლემისგან გვიცავს.

ჯანსაღი კვება ცხოვრების ადრეულ ეტაპზე იწყება. ძუძუთი კვება ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. ლაქტაციას, ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი სარგებელიც მოაქვს. მომავალში თქვენს შვილს ჭარბწონიანობის და არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი უმცირდება.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჯანსაღი კვება გვეხმარება თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის: დიაბეტის, გულსისხძარღვთა დაავადებების, გულის შეტევის და სიმსივნის.

ჩვენს ორგანიზმს ენერგიის ბალანსი სჭირდება. ენერგიის მიღება (კალორიების სახით) ენერგიის ხარჯვის ადეკვატური უნდა იყოს. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ წონის არაჯანსაღი მატება მიღებული ცხიმის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 30% - ს. გაჯერებული ცხიმი 10% - ზე ნაკლები უნდა მივიღოთ, ტრანსცხიმები კი 1%-ზე ნაკლები. ეცადეთ ცხიმი თქვენი რაციონში უმეტესწილად ჯანსაღი იყოს. (მეტი ინფორმაციისა და კონკრეტული რცევებისთვის იხილეთ ჩვენი წინა თვის სტატია);

ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვისას, შაქარი თქვენი რაციონის 10%-ს უნდა შეადგენდეს. ჯანმრთელობისთვის დამატებითი სარგებლიანობისთვის შაქრის მოხმარება 5% - მდე შეამცირეთ, ხოლო, მარილის მოხმარება, დღეში, 5 გრამამდე უნდა შეზღუდოთ. ასე თავიდან აირიდებთ ჰიპერტენზიას და გულის დაავადებების განვითარების რისკს შეამცირებთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი