საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმი-ჩაქვის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია
ბათუმი-ჩაქვის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ბა­თუ­მის მთა­ვა­რი გა­სას­ვლე­ლი­დან ჩაქ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბას თით­ქმის 3 სა­ა­თია ვერ ახერ­ხე­ბენ.

მათი თქმით, სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე არ რე­გუ­ლირ­დე­ბა, რა­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

"სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის შემ­დეგ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე ვდგა­ვარ და ვერ ვა­ხერ­ხებ გა­და­ად­გი­ლე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბა­თუ­მი­დან ადა­მი­ანს გა­და­ად­გი­ლე­ბა რომ უნ­დო­დეს ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, ვერ გა­ივ­ლის. ბოლო დღე­ე­ბია სა­ცო­ბე­ბი ჩაქ­ვი-ბა­თუ­მის გზა­ზე ფიქ­სირ­დე­ბა.. უნდა მო­წეს­რიგ­დეს ეს მოძ­რა­ო­ბა. იქ­ნებ ავად­მყო­ფე­ბი არი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში და არ შე­იძ­ლე­ბა გზის პა­რა­ლი­ზე­ბა",- აცხა­დე­ბენ მძღო­ლე­ბი.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, აჭა­რა­ში სატ­რას­პორ­ტო ნა­კა­დი გა­ი­ზარ­და, რაც სა­ცობს იწ­ვევს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სატ­რან­სპორ­ტო მი­მოს­ვლას აწეს­რი­გე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ბათუმი-ჩაქვის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

ბათუმი-ჩაქვის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. როგორც ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, ბათუმის მთავარი გასასვლელიდან ჩაქვის მიმართულებით მოძრაობას თითქმის 3 საათია ვერ ახერხებენ.

მათი თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა ცენტრალურ გზაზე არ რეგულირდება, რასაც აპროტესტებენ.

"საღამოს 7 საათის შემდეგ ცენტრალურ გზაზე ვდგავარ და ვერ ვახერხებ გადაადგილებას, ფაქტობრივად, ბათუმიდან ადამიანს გადაადგილება რომ უნდოდეს ცენტრალურ გზაზე, ვერ გაივლის. ბოლო დღეებია საცობები ჩაქვი-ბათუმის გზაზე ფიქსირდება.. უნდა მოწესრიგდეს ეს მოძრაობა. იქნებ ავადმყოფები არიან ავტომობილებში და არ შეიძლება გზის პარალიზება",- აცხადებენ მძღოლები.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აჭარაში სატრასპორტო ნაკადი გაიზარდა, რაც საცობს იწვევს. უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული, რომლებიც სატრანსპორტო მიმოსვლას აწესრიგებენ.

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ორშაბათიდან თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის

კალაძე მძღოლებს მიმართავს: "თუ ზამთრის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან"