საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაშა ბანკი" მხარს უჭერს საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში
"პაშა ბანკი" მხარს უჭერს საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში

"პაშა ბან­კმა" პარტნი­ო­რე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ხე­ლით, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლო“ აუ­ტიზ­მის ცენ­ტრის და დღის ცენ­ტრის კო­ტე­ჯე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 5 000 ლარი გა­და­უ­რი­ცხა.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლო“ - 1998 წელს და­არ­სდა და მისი მი­ზა­ნია ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

პაშა ბან­კის და ფონ­დის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პირ­ვე­ლად 2015 წელს შედ­გა. ბან­კმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ახა­ლი წელი გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­უ­ლო­ცა და სა­ჩუქ­რად რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის ნა­ხა­ტი „არ­ჩე­ვა­ნი“ (2015, შე­რე­უ­ლი ტექ­ნი­კა, აბ­რე­შუ­მი, 50*50სმ) გა­დას­ცა, მისი პირ­და­პი­რი ან აუქ­ცი­ო­ნის გზით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბით. ამა­ვე წელს, აღ­დგო­მის მი­სა­ლო­ცად, პაშა ბან­კმა ფონდს, თა­ვი­სი პარტნი­ო­რე­ბის სა­ხე­ლით, 10 000 ლარი გა­და­უ­რი­ცხა.

2018 წელს "პაშა ბან­კმა" „პირ­ველ ნა­ბიჯ სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­დგო­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბით მი­უ­ლო­ცა. ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, ბან­კმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეზო­ში კავ­კა­სი­უ­რი სო­ჭის ოც­და­ა­თი ძირი ხე დარ­გო.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი 21 წე­ლია ზრუ­ნავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე. აუ­ტიზ­მის ცენ­ტრი 2002 წელს აშენ­და და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ცენ­ტრის რე­მონ­ტი კი მხო­ლოდ ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით. პაშა ბან­კი ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ყო­ველ­თვის მზად არის და­ეხ­მა­როს მათ ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა. „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ და პაშა ბან­კის მე­გობ­რო­ბა უკვე 7 წე­ლია გრძელ­დე­ბა და სექ­ტემ­ბერ­ში ბავ­შვე­ბი მათი დახ­მა­რე­ბით სუფ­თა და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში მი­ი­ღე­ბენ მათ­თვის ასე სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბებს“. - გა­ნა­ცხა­და „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტორ­მა, თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვილ­მა.

„პაშა ბან­კი" გა­ნაგ­რძობს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი, ფონდთან „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლო“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სე­ბენ. რო­გორც მა­ღა­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქონ­დე კომ­პა­ნია, ვი­ზი­ა­რებთ ფონ­დის ხედ­ვას და მად­ლო­ბას ვუხ­დით მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის. იმე­დი გვაქვს, ჩვე­ნი მცი­რე­დი წვლი­ლით და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით, კი­დევ ერთ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამთ, ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის უკე­თე­სი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად" - გა­ნა­ცხა­და პაშა ბან­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ანა­ნო ქორ­ქი­ამ.

"პაშა ბან­კი" ბა­ქო­ში სა­თა­ვო ოფი­სის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. პაშა ბან­კი მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის სა­წარ­მო­ებს სთა­ვა­ზობს კორ­პო­რა­ცი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ავტორი:

"პაშა ბანკი" მხარს უჭერს საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში

"პაშა ბანკი" მხარს უჭერს საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში

"პაშა ბანკმა" პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, საქველმოქმედო ორგანიზაციას „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აუტიზმის ცენტრის და დღის ცენტრის კოტეჯების მშენებლობისთვის 5 000 ლარი გადაურიცხა.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ - 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

პაშა ბანკის და ფონდის თანამშრომლობა პირველად 2015 წელს შედგა. ბანკმა ორგანიზაციას ახალი წელი გამორჩეულად მიულოცა და საჩუქრად რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი „არჩევანი“ (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50*50სმ) გადასცა, მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით. ამავე წელს, აღდგომის მისალოცად, პაშა ბანკმა ფონდს, თავისი პარტნიორების სახელით, 10 000 ლარი გადაურიცხა.

2018 წელს "პაშა ბანკმა" „პირველ ნაბიჯ საქართველოს“ აღდგომა ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ბანკმა ორგანიზაციის ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ძირი ხე დარგო.

„პირველი ნაბიჯი 21 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე. აუტიზმის ცენტრი 2002 წელს აშენდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცენტრის რემონტი კი მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით. პაშა ბანკი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „პირველი ნაბიჯის“ და პაშა ბანკის მეგობრობა უკვე 7 წელია გრძელდება და სექტემბერში ბავშვები მათი დახმარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ მათთვის ასე საჭირო მომსახურებებს“. - განაცხადა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.

„პაშა ბანკი" განაგრძობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები, ფონდთან „პირველი ნაბიჯი საქართველო“ თანამშრომლობას დადებითად შეაფასებენ. როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონდე კომპანია, ვიზიარებთ ფონდის ხედვას და მადლობას ვუხდით მათ განხორციელებული პროექტებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი მცირედი წვლილით და ერთობლივი ძალებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ფონდის ბენეფიციარებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად" - განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

"პაშა ბანკი" ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი