პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ვერსია, ვინ შეიძლება იყიდოს "რუსთავი 2"
ორი ვერსია, ვინ შეიძლება იყიდოს "რუსთავი 2"

ვა­რა­უ­დი, რომ ქი­ბარ ხალ­ვა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ყიდ­და, გა­მარ­თლდა. ბიზ­ნეს­მენ­მა დღეს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­ი­და­ნაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის "რუს­თა­ვი 2"-ის გა­ყიდ­ვას გამჭვირ­ვა­ლე კონ­კურ­სის წე­სით აპი­რებს, ამის მი­ზე­ზად კი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მძი­მე ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხე­ლებს.

"დღეს შე­მიძ­ლია სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2", ნიკა გვა­რა­მი­ას რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ზრუნ­ვი­სა და ლო­ლი­ა­ვის შე­დე­გად, კა­ტას­ტრო­ფის­წი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. მისი კრე­დი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 70.000.000 ლარს უახ­ლოვ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მი­მართ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 27.000.000 ლარს შე­ად­გენს.

"რუს­თა­ვი 2"-ს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლას ვალი აქვს - წყლის მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვა­ლის დიდი ნა­წი­ლი დაგ­რო­ვი­ლია ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, რაც დავა და­ვი­წყე და ცხა­დია, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და...

... დღეს ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბო­ბის იმი­სათ­ვის, რომ და­ი­წყოს კომ­პა­ნი­ის გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მის წარ­მო­ე­ბა", - წერს ხალ­ვა­ში.

ამ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თან­ვე, გაჩ­ნდა კი­თხვა, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყი­დოს ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია?!

კი­თხვა­ზე ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "რუს­თა­ვი 2"-ს არა­ვინ იყი­დის.

"თუ ვინ­მე მყიდ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდა, რა­შიც მე ეჭვი მე­პა­რე­ბა, ეს იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რი­გე­ბა და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამას კო­მერ­ცი­ულ ლო­გი­კას­თან არ ექ­ნე­ბა", - ამ­ბობს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რი­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვინ იქ­ნე­ბა კან­დი­და­ტი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს "რუს­თა­ვი 2", ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ის გა­ნი­ხი­ლავს, არის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ფუძ­ნე­ბა სურს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ის, ვინ "რუს­თა­ვი 2"-ს იყი­დის:

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ახა­ლი მფლო­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ღია კავ­ში­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მას არ ექ­ნე­ბა. ზო­გა­დი თვალ­თა­ხედ­ვით გა­მო­ვა, რომ ეს იქ­ნე­ბა ნე­იტ­რა­ლუ­რი პირი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ იქ­ნე­ბა მოქ­ცე­უ­ლი.

თუ პირ­და­პირ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყი­დის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, ეს ჩემ­თვის კი­დევ ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იქ­ნე­ბა. რა­ტომ ან რაში უნდა დას­ჭირ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ასე­თი ტე­ლე­ვი­ზი­ის ყიდ­ვა? ლო­გი­კუ­რად რაში უნდა წა­ად­გეს ? თუ მივ­ყვე­ბით იმ ლო­გი­კას, რომ ეს იყო გა­წე­რი­ლი სცე­ნა­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მო­ძებ­ნი­ლიც ეყო­ლე­ბათ ისე­თი პირი, ვინც „რუს­თა­ვი 2“-ს იყი­დის. ახა­ლი მე­პატ­რო­ნე იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან და მას ვერ ეტყვი, რომ იყი­და ტე­ლე­ვი­ზია იმის­თვის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი აზრი ჩა­ახ­შოს.

თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყი­დის არხს, გა­მო­დის, რომ ის პირ­და­პირ­ვე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ხდე­ბა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამით რას მო­ი­გებს? თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა არ უნდა მათ და, ჩემი აზ­რით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სწო­რედ ამი­ტო­მაც არ იყი­დის“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ორი ვერსია, ვინ შეიძლება იყიდოს "რუსთავი 2"

ორი ვერსია, ვინ შეიძლება იყიდოს "რუსთავი 2"

ვარაუდი, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გაყიდდა, გამართლდა. ბიზნესმენმა დღეს გაავრცელა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ის "რუსთავი 2"-ის გაყიდვას გამჭვირვალე კონკურსის წესით აპირებს, ამის მიზეზად კი ტელეკომპანიის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.

"დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს.

"რუსთავი 2"-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა...

... დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება", - წერს ხალვაში.

ამ განცხადების გავრცელებისთანვე, გაჩნდა კითხვა, ვინ შეიძლება იყიდოს ტელეკომპანია, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია?!

კითხვაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, "რუსთავი 2"-ს არავინ იყიდის.

"თუ ვინმე მყიდველი გამოჩნდა, რაშიც მე ეჭვი მეპარება, ეს იქნება აუცილებლად პოლიტიკური გარიგება და არანაირი კავშირი ამას კომერციულ ლოგიკასთან არ ექნება", - ამბობს ხუხაშვილი.

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, პოლიტიკური გარიგების შემთხვევაში, ვინ იქნება კანდიდატი, რომელმაც შეიძლება შეიძინოს "რუსთავი 2", ხუხაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, ვისაც ის განიხილავს, არის დავით კეზერაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის დაფუძნება სურს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რატომ არ იქნება ბიძინა ივანიშვილი ის, ვინ "რუსთავი 2"-ს იყიდის:

„დარწმუნებული ვარ, რომ სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ხელისუფლებასთან აფილირებული იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ღია კავშირები ხელისუფლებასთან მას არ ექნება. ზოგადი თვალთახედვით გამოვა, რომ ეს იქნება ნეიტრალური პირი, მაგრამ რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული.

თუ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი იყიდის ტელეკომპანიას, ეს ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელობა იქნება. რატომ ან რაში უნდა დასჭირდეს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ტელევიზიის ყიდვა? ლოგიკურად რაში უნდა წაადგეს ? თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რომ ეს იყო გაწერილი სცენარი, შესაბამისად, მათ მოძებნილიც ეყოლებათ ისეთი პირი, ვინც „რუსთავი 2“-ს იყიდის. ახალი მეპატრონე იქნება თავისუფალი ყველა ვალდებულებისაგან და მას ვერ ეტყვი, რომ იყიდა ტელევიზია იმისთვის, რომ ოპოზიციური აზრი ჩაახშოს.

თუ ბიძინა ივანიშვილი იყიდის არხს, გამოდის, რომ ის პირდაპირვე სახელისუფლებო ხდება და „ქართული ოცნება“ ამით რას მოიგებს? თვალსაჩინოება არ უნდა მათ და, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამიტომაც არ იყიდის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები