პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება
ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

10 აგ­ვის­ტოს 19:00 სა­ათ­ზე, ბა­თუ­მის „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ (მე­მედ აბა­ში­ძის #52) მკი­თხველს შეხ­ვდე­ბი­ან ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ალე­კო შუღ­ლა­ძე, ასე­ვე „და­მარ­ხუ­ლი ვა­ზის“ ავ­ტო­რე­ბი: მალ­ხაზ ჯა­ჯა­ნი­ძე და არ­ტურ იურ­კე­ვი­ჩი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წა­რად­გე­ნენ წიგ­ნებს: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე - „სიკ­ვდი­ლი პი­ცე­რი­ა­ში“, „გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი“; ალე­კო შუღ­ლა­ძე - „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“; მალ­ხაზ ჯა­ჯა­ნი­ძე, არ­ტურ იურ­კე­ვი­ჩი - „და­მარ­ხუ­ლი ვაზი“.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლი წე­რის მა­ნე­რი­თაა ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მკი­თხველ­მა დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. კე­კე­ლი­ძის იუ­მო­რი, წე­რის მარ­ტი­ვი სტი­ლი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია. გარ­და იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრო­ექ­ტის „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“ ფარ­გლებ­ში გა­მო­სუ­ლი „გუ­რუ­ლი დღი­ე­რე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა, მკი­თხვე­ლი ავ­ტო­რის ახალ წიგნს „სიკ­ვდი­ლი პი­ცე­რი­ა­ში“ გა­ეც­ნო­ბა.

ამ წიგ­ნის მკი­თხვე­ლი ხან შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის მოწ­მე გახ­დე­ბა, ხა­ნაც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, შე­ეც­დე­ბა, კვა­ლი არ და­კარ­გოს და, მსხვერ­პლი­ვით, გუ­ლუბ­რყვი­ლოდ არ გა­ე­ბას ინ­ტრი­გის ქსელ­ში.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ ლა­უ­რე­ა­ტი მწერ­ლის, ალე­კო შუღ­ლა­ძის ახა­ლი რო­მა­ნი „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“ კი მკი­თხველს მსუ­ბუ­ქი იუ­მო­რი­სა და ადა­მი­ა­ნური გრძნო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ღრმა და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე ფიქ­რს სთა­ვა­ზობს და უამ­რავ რა­მე­ზე უც­ვლის წარ­მოდ­გე­ნას.

ლატ­ვი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, არ­ტურ იურ­კე­ვი­ჩი­სა და მალ­ხაზ ჯა­ჯა­ნი­ძის წიგ­ნი „და­მარ­ხუ­ლი ვაზი“ კი აფხა­ზე­თის ომს სულ სხვა თვა­ლით და­გა­ნა­ხებთ. აქ ვერ იხი­ლავთ ვერც პო­ლი­ტი­კას, ვერც ჰე­რო­იზმს. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლით, ტკი­ვი­ლით, სი­ნა­ნუ­ლით, მო­ნატ­რე­ბით და­წე­რი­ლი წიგ­ნი.

მო­სულ სტუმ­რებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, და­უს­ვან ავ­ტო­რებს მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბი, აი­ღონ მათ­გან ავ­ტოგ­რა­ფე­ბი ფა გა­და­ი­ღონ ფო­ტო­ე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა.

გა­ი­გეთ მეტი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

10 აგვისტოს 19:00 საათზე, ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ (მემედ აბაშიძის #52) მკითხველს შეხვდებიან ქართველი მწერლები: გიორგი კეკელიძე, ალეკო შუღლაძე, ასევე „დამარხული ვაზის“ ავტორები: მალხაზ ჯაჯანიძე და არტურ იურკევიჩი.

ღონისძიებაზე წარადგენენ წიგნებს: გიორგი კეკელიძე - „სიკვდილი პიცერიაში“, „გურული დღიურები“; ალეკო შუღლაძე - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“; მალხაზ ჯაჯანიძე, არტურ იურკევიჩი - „დამარხული ვაზი“.

გიორგი კეკელიძე გამორჩეული წერის მანერითაა ცნობილი, რომელიც მკითხველმა დიდი ხანია შეიყვარა. კეკელიძის იუმორი, წერის მარტივი სტილი ყველასთვის მისაღებია. გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე პროექტის „იკითხე ქართული“ ფარგლებში გამოსული „გურული დღიერების“ წარდგენა გაიმართება, მკითხველი ავტორის ახალ წიგნს „სიკვდილი პიცერიაში“ გაეცნობა.

ამ წიგნის მკითხველი ხან შემზარავი დანაშაულის მოწმე გახდება, ხანაც გამომძიებელი, შეეცდება, კვალი არ დაკარგოს და, მსხვერპლივით, გულუბრყვილოდ არ გაებას ინტრიგის ქსელში.

ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი რომანი „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ კი მკითხველს მსუბუქი იუმორისა და ადამიანური გრძნობების პარალელურად, ძალიან ღრმა და ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრს სთავაზობს და უამრავ რამეზე უცვლის წარმოდგენას.

ლატვიელი ჟურნალისტის, არტურ იურკევიჩისა და მალხაზ ჯაჯანიძის წიგნი „დამარხული ვაზი“ კი აფხაზეთის ომს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს. ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი.

მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან ავტორებს მათთვის საინტერესო კითხვები, აიღონ მათგან ავტოგრაფები ფა გადაიღონ ფოტოები. ღონისძიების ფარგლებში ქართველი მწერლების წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს