პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკურსი კომპანიებისთვის ,,HR ტურისტი” დაიწყო
კონკურსი კომპანიებისთვის ,,HR ტურისტი” დაიწყო

ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად, HR hub-ის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ორ­გა­ნი­ზე­ბით, პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი­სა და Teamboat-ის პარტნი­ო­რო­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა კონ­კურ­სი, გუნ­დუ­რი თა­მა­ში "HR ტუ­რის­ტი“ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის უც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის HR მე­ნე­ჯე­რი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნია, HR მე­ნე­ჯე­რე­ბი­სა და მათი გუნ­დე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში ახა­ლი ად­გი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და შემ­დეგ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა. ამა­ვე დროს რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა.

რე­გი­ო­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე Teamboat-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტრე­ნე­რი, კონ­სულ­ტან­ტი პა­ა­ტა პა­პა­ვა კონ­კურ­სის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, ტრე­ნინგს ჩა­უ­ტა­რებს ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ კვლე­ვა­ზე: თუ რო­გორ აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და შე­ვის­წავ­ლოთ ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი. რო­გორ მო­ვი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია მოკ­ლე დრო­ში და გა­და­ვი­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ე­ბი.

ტრე­ნინგზე გუნ­დე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, ლო­ტოტ­რო­ნის პრინ­ცი­პით გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან (აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო). შემ­დეგ კი, სა­სურ­ველ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას თა­ვად შე­არ­ჩე­ვენ, სა­დაც 2-3 დღით დარ­ჩე­ბი­ან.

გუნ­დებს სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­უძ­ლი­ათ ად­გი­ლობ­რი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ონ სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად წიგ­ნე­ბით და­ეხ­მა­რონ ბიბ­ლი­ო­თე­კებს, ჩა­უ­ტა­რონ ტრე­ნინ­გი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გესთ ჰა­უ­სებს და­ეხ­მა­რონ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ში და ა.შ

"HR ტუ­რისტს“ ეყო­ლე­ბა 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი, რო­მელ­საც წი­ნას­წარ და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი შე­არ­ჩევს. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დი, რე­გი­ო­ნის სა­პა­ტიო ელ­ჩის სტა­ტუსს მი­ი­ღებს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან სა­მახ­სოვ­რო პრი­ზე­ბით.

შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბი (ად­გი­ლი, ის­ტო­რია, ადა­მი­ა­ნე­ბი, კულ­ტუ­რა და სხვა);

ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წარ­მო­ჩე­ნა;

სა­სარ­გებ­ლო CSR აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

ზა­ფხუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია. კონ­კურ­სის შე­დე­გად, უფრო მეტი ად­გი­ლი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი, გუ­გლს კი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის შე­სა­ხებ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს კი­დევ უფრო მეტ ინ­ტე­რესს გა­უ­ჩენს ქვეყ­ნის მი­მართ.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და­რე­გის­ტრირ­დით 10 აგ­ვის­ტომ­დე.

სა­რე­გის­ტრა­ციო ლინ­კი და დე­ტა­ლე­ბი იხი­ლეთ აქ: HR ტუ­რის­ტი.

ავტორი:

კონკურსი კომპანიებისთვის ,,HR ტურისტი” დაიწყო

კონკურსი კომპანიებისთვის ,,HR ტურისტი” დაიწყო

ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით, პალიტრა მედია ჰოლდინგისა და Teamboat-ის პარტნიორობით, ჩატარდება კონკურსი, გუნდური თამაში "HR ტურისტი“ საქართველოს რეგიონების უცნობი ადგილების აღმოსაჩენად, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერი და თანამშრომლები მიიღებენ.

კონკურსის მიზანია, HR მენეჯერებისა და მათი გუნდების მიერ საქართველოს რეგიონებში ახალი ადგილების აღმოჩენა, უცნობი ფაქტების შეგროვება და შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელება. ამავე დროს რეგიონული ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.

რეგიონებში გამგზავრებამდე Teamboat-ის დამფუძნებელი და ტრენერი, კონსულტანტი პაატა პაპავა კონკურსის ყველა მონაწილეს, ტრენინგს ჩაუტარებს ეთნოგრაფიულ კვლევაზე: თუ როგორ აღმოვაჩინოთ და შევისწავლოთ ტურისტული ადგილები. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია მოკლე დროში და გადავიღოთ შესაბამისი ფოტოები.

ტრენინგზე გუნდები რეგიონებში, ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდებიან (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო). შემდეგ კი, სასურველ ადგილმდებარეობას თავად შეარჩევენ, სადაც 2-3 დღით დარჩებიან.

გუნდებს სურვილისამებრ შეუძლიათ ადგილობრივად განახორციელეონ სოციალური აქტივობები. მაგალითად წიგნებით დაეხმარონ ბიბლიოთეკებს, ჩაუტარონ ტრენინგი ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით, გესთ ჰაუსებს დაეხმარონ ცნობადობის გაზრდაში და ა.შ

"HR ტურისტს“ ეყოლება 3 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც წინასწარ დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს. პირველ ადგილზე გასული გუნდი, რეგიონის საპატიო ელჩის სტატუსს მიიღებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

შეფასების კრიტერიუმები:

საინტერესო აღმოჩენები (ადგილი, ისტორია, ადამიანები, კულტურა და სხვა);

ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა;

სასარგებლო CSR აქტივობები.

ზაფხული აღმოჩენებისთვის საუკეთესო პერიოდია. კონკურსის შედეგად, უფრო მეტი ადგილი გახდება ცნობილი და ტურისტულად მიმზიდველი, გუგლს კი საქართველოს რეგიონების შესახებ მეტ ინფორმაციას მივაწვდით, რაც საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ ტურისტებს კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს ქვეყნის მიმართ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით 10 აგვისტომდე.

სარეგისტრაციო ლინკი და დეტალები იხილეთ აქ: HR ტურისტი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი