პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ხორცი გაძვირდა - რა პროგნოზი აქვთ ფერმერებს
საქართველოში ხორცი გაძვირდა - რა პროგნოზი აქვთ ფერმერებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქონ­ლის ხორ­ცი 2 ლა­რით გაძ­ვირ­და.

თბი­ლი­სის აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში თუ ერთი თვის წინ ერთი კი­ლოგ­რა­მი სა­ქონ­ლის ხორ­ცის ყიდ­ვა 18 ლა­რად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ახლა 20 ლარი ღირს. უფრო ძვი­რი ღირს ხორ­ცი უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 21 ლარი. ფერ­მე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­სის ზრდა სა­ქონ­ლის ხორ­ცის დე­ფი­ციტ­მა გა­მო­იწ­ვია. დე­ფი­ცი­ტის მი­ზე­ზად კი ცო­ცხა­ლი სა­ქონ­ლის ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნას ასა­ხე­ლე­ბენ.

სა­ქონ­ლის ხორ­ცის კი­დევ უფრო გაძ­ვი­რე­ბას ვა­რა­უ­დობს ფერ­მე­რი ბექა გო­ნაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, პრობ­ლე­მას ქმნის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის არ­ქო­ნა, რაც მო­მა­ვალ­შიც ხორ­ცზე ფა­სის ზრდის მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა.

„აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­მა­ტებს ფასი. სექ­ტემ­ბერ­ში და ოქ­ტომ­ბერ­ში ფას­მა წე­სით არ უნდა მო­ი­მა­ტოს იმი­ტომ, რომ ის სუ­ლა­დო­ბე­ბი, რაც ხალ­ხმა მთა­ში აი­ყა­ვა­ნა, ბუ­ნებ­რივ სა­ძოვ­რებ­ზე, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­მოვ­ლენ და ამ პე­რი­ოდ­ში შე­და­რე­ბით ჭარ­ბი სუ­ლა­დო­ბა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, ნო­ემ­ბრი­დან ისევ ცო­ცხა­ლი სა­ქონ­ლის დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ისევ აუ­ცი­ლე­ბად გა­იზ­რდე­ბა ხორ­ცის ფასი.

VIDEO: რამ­დე­ნი ლა­რით გაძ­ვირ­და ხორ­ცი? - პრო­დუქტზე ფა­სის კი­დევ უფრო ზრდას ვა­რა­უ­დო­ბენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ბო­ჩო­ლის დაკ­ვლის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა. სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­დის სა­ქონ­ლის ძა­ლი­ან და­ბა­ლი წო­ნე­ბი ექ­სპორტზე, მა­გა­ლი­თად, 120, 130, მაქ­სი­მუმ 140 კი­ლოგ­რა­მი. ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა უკვე დე­ფი­ცი­ტში გვაქვს. არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არ ყი­დის ამ წო­ნის სა­ქო­ნელს. რე­ლუ­რად 250 – 300 კი­ლოგ­რამ­ზე ნაკ­ლებს არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არ ყი­დის.

ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ის არის, რომ წარ­მო­ე­ბა არ გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში, რაც ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა წა­ა­ხა­ლი­სოს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

საქართველოში ხორცი გაძვირდა - რა პროგნოზი აქვთ ფერმერებს

საქართველოში ხორცი გაძვირდა - რა პროგნოზი აქვთ ფერმერებს

საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა.

თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. უფრო ძვირი ღირს ხორცი უბნის მაღაზიებში, დაახლოებით 21 ლარი. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ.

საქონლის ხორცის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობს ფერმერი ბექა გონაშვილი. მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ადგილობრივი წარმოების არქონა, რაც მომავალშიც ხორცზე ფასის ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი იქნება.

„აუცილებლად მოიმატებს ფასი. სექტემბერში და ოქტომბერში ფასმა წესით არ უნდა მოიმატოს იმიტომ, რომ ის სულადობები, რაც ხალხმა მთაში აიყავანა, ბუნებრივ საძოვრებზე, სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოვლენ და ამ პერიოდში შედარებით ჭარბი სულადობა იქნება, მაგრამ, ნოემბრიდან ისევ ცოცხალი საქონლის დეფიციტი იქნება ქვეყანაში და ისევ აუცილებად გაიზრდება ხორცის ფასი.

VIDEO: რამდენი ლარით გაძვირდა ხორცი? - პროდუქტზე ფასის კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ

საქართველოში ძალიან მოიმატა ბოჩოლის დაკვლის მაჩვენებელმა. საქართველოდან გადის საქონლის ძალიან დაბალი წონები ექსპორტზე, მაგალითად, 120, 130, მაქსიმუმ 140 კილოგრამი. ადგილობრივი წარმოება უკვე დეფიციტში გვაქვს. არცერთი ქვეყანა არ ყიდის ამ წონის საქონელს. რელურად 250 – 300 კილოგრამზე ნაკლებს არცერთი ქვეყანა არ ყიდის.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ წარმოება არ გვაქვს ქვეყანაში, რაც ალბათ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს. წაიკითხეთ სრულად

საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 1 თვით გახანგრძლივდა

წლის ბოლომდე გვექნება 3 მლრდ აშშ დოლარის დახმარება, არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს - პრემიერი

მაისის ბოლომდე საქართველო ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მლნ პირბადეს შეიძენს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"