პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუშეთში ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები ხვალამდე შეწყდა
თუშეთში ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები ხვალამდე შეწყდა

თუ­შე­თის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ხევ­ში გა­და­ვარ­დნი­ლე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა. ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­თე­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რუ­წლო­ვა­ნია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს, შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 3 მო­ქა­ლა­ქე ხე­ვი­დან უსაფრ­თხოდ ამო­იყ­ვა­ნეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ლისს, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, ფშა­ვე­ლი-ომა­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მე-20 კი­ლო­მეტრზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 3 მო­ქა­ლა­ქე ხე­ვი­დან უსაფრ­თხოდ ამო­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის სა­მი­ვე მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო სულ ხუთ­მა ადა­მი­ან­მა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რუ­წლო­ვა­ნია.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­თე­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი „კა­მა­ზის“ მარ­კის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა, გზი­დან გა­და­ვი­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­ნიშ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია“, - ნათ­ქვა­მია შს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლებს, ორი ადა­მი­ა­ნი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ექი­მის თქმით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ორი­ვე მათ­განს და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თუ­შეთ­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რა დრო­საც ომა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მელ­შიც 12 ადა­მი­ა­ნი იჯდა, ხევ­ში გა­და­ვარ­და.

სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. თბი­ლი­სი­დან, ასე­ვე გა­ემ­გზავრნენ და­მა­ტე­ბი­თი სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს გა­მო­უ­ცხა­და.

„უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ თუ­შეთ­ში დღეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ მძი­მე წუ­თებ­ში თა­ნად­გო­მას და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს, და­შა­ვე­ბუ­ლებს კი მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ“, - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თუშეთში ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები ხვალამდე შეწყდა

თუშეთში ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები ხვალამდე შეწყდა

თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია შს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულებს, ორი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანს დაჟეჟილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი, რომელშიც 12 ადამიანი იჯდა, ხევში გადავარდა.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს გამოუცხადა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"