პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება
"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება

უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლი­ვუ­დუ­რი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი თრი­ლე­რის - "ფორ­სა­ჟის" ეპი­ზოდს გა­და­ი­ღე­ბენ. რო­დის იწყე­ბა გა­და­ღე­ბე­ბი, რას მო­უ­ტანს ჩვენს ქვე­ყა­ნას მსოფ­ლიო კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თვა და რა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მის" ეთერ­ში სა­ა­გენ­ტოს - "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა ისა­უბ­რა.

ხი­დუ­რე­ლის თქმით, თრი­ლე­რის გა­და­ღე­ბე­ბი თბი­ლის­ში აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყე­ბა და ზა­ფხულ­ში­ვე დას­რულ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მის ბოლო ათ წუთს გა­და­ი­ღე­ბენ:

"გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში. ფილ­მი 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვა კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო, თბი­ლი­სი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მას­ში და მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზე ამას იხი­ლავს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. ეს ძა­ლი­ან დრო­უ­ლია ჩვენ­თვის, მა­შინ როცა ტუ­რიზ­მი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ასეთ ფილმში ქვეყ­ნის და ქა­ლა­ქის გა­მო­ჩე­ნა, არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი რეკ­ლა­მა" - აღ­ნიშ­ნა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მან­ვე ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი კონ­გლო­მე­რა­ტის NBC Universal-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი ფილ­მით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ამე­რი­კუ­ლი მხა­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მო­მა­ვალ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფილ­მის გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად იქ­ცეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა:

"რე­ა­ლუ­რად, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო მოგ­ვეხ­დი­ნა გარ­და­ტე­ხა - ასე ვთქვათ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ე­ღოთ ამ დიდ სტუ­დი­ებ­სა და ჰო­ლი­ვუდს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბა ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და გზა ხსნი­ლია სხვა სტუ­დი­ე­ბის­თვი­საც.

ჰო­ლი­ვუ­დი საკ­მა­ოდ და­ხუ­რუ­ლი და ვიწ­რო სივ­რცეა, თუ ჩვენ ამ ეტა­პამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ეფექ­ტუ­რად გა­ვუ­კე­თეთ მათ, ჰო­ლი­ვუდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან იმით, რო­გო­რი იყო გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში - რამ­დე­ნად დიდი მზა­ო­ბა იყო სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, დახ­მა­რე­ბის, იგი­ვე გზე­ბის გა­და­კეტვის, სი­მარ­ტი­ვის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია ისიც, რამ­დე­ნად იაფი დაჯ­და გა­და­ღე­ბა. ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რაც მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გებ­ში გვაქვს - ბიზ­ნე­სის სი­მარ­ტი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ და­ვა­ნა­ხეთ, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მოხ­და ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს ფილ­მი და პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი. ახლა არ შე­მიძ­ლია დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა უკვე მი­დის სა­უ­ბა­რი სხვა პრო­ექ­ტებ­ზეც და ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ იქეთ წელს შე­საძ­ლოა 2-3 ფილმზე იყოს ლა­პა­რა­კი, რაც ჩვე­ნი კი­ნო­ინ­დუსტრი­ი­სა და საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ერ­თის მხრივ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის ფული და მარ­კე­ტინ­გუ­ლად ჩვენს ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა და მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ქარ­თუ­ლი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი.

ფილ­მის პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტი 31 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. ამას და­ხარ­ჯავს ფილ­მი და სა­ხელ­მწი­ფო ამ თან­ხი­დან აუ­ნა­ზღა­უ­რებს 25%-ს, ე.წ "ქე­შ­ბექს". გათ­ვლაა იმა­ზე, რომ რაც მათ გა­და­სა­ხა­დებ­ში უნდა გა­და­ე­ხა­დათ, იმას იბ­რუ­ნე­ბენ უკან, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის 25 %, რა­საც ფილ­მის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი წა­ი­ღებს, რომ დავ­თვა­ლოთ რომ მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხარ­ჯია, ასეთ ფა­სად ასეთ რეკ­ლა­მას ვერ გა­ვა­კე­თებ­დით. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ეკ­რან­ზე მოხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც და­ე­წე­რე­ბა - "თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო" და ყვე­ლა ნა­ხავს, რომ არის ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა. ამ ფილ­მს კი ყავს უამ­რა­ვი ფანი, რო­მე­ლიც ფილ­მის შემ­დეგ და­დის და ათ­ვა­ლი­ე­რებს იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა "დღის თე­მის" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება

"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება

უკვე ოფიციალურად დადასტურდა - საქართველოში ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის - "ფორსაჟის" ეპიზოდს გადაიღებენ. როდის იწყება გადაღებები, რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოინდუსტრიაში ჩართვა და რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ მიმართულებით - "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა.

ხიდურელის თქმით, თრილერის გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება და ზაფხულშივე დასრულდება. აღსანიშნავია რომ, საქართველოში ფილმის ბოლო ათ წუთს გადაიღებენ:

"გადასაღები მოედანი იქნება თბილისში. ფილმი 2020 წლის სექტემბერში გამოვა კინოეკრანებზე. საქართველო, თბილისი იდენტიფიცირებული იქნება მასში და მსოფლიო ეკრანებზე ამას იხილავს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს ძალიან დროულია ჩვენთვის, მაშინ როცა ტურიზმი დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. ასეთ ფილმში ქვეყნის და ქალაქის გამოჩენა, არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული რეკლამა" - აღნიშნა "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა.

მანვე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკული კონგლომერატის NBC Universal-ის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ერთი ფილმით არ შემოიფარგლება ამერიკული მხარის დაინტერესება და მოსალოდნელია, მომავალში კიდევ რამდენიმე ფილმის გადასაღებ მოედნად იქცეს ჩვენი ქვეყანა:

"რეალურად, ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო მოგვეხდინა გარდატეხა - ასე ვთქვათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ამ დიდ სტუდიებსა და ჰოლივუდს ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. შესაბამისად, ამხელა პროექტის საქართველოში გადაღება ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გზა ხსნილია სხვა სტუდიებისთვისაც.

ჰოლივუდი საკმაოდ დახურული და ვიწრო სივრცეა, თუ ჩვენ ამ ეტაპამდე ყველაფერი ეფექტურად გავუკეთეთ მათ, ჰოლივუდში აუცილებლად დაინტერესდებიან იმით, როგორი იყო გადაღების პროცესი საქართველოში - რამდენად დიდი მზაობა იყო სახელმწიფოს მხრიდან, დახმარების, იგივე გზების გადაკეტვის, სიმარტივის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ფაქტორია ისიც, რამდენად იაფი დაჯდა გადაღება. ის მაჩვენებლები, რაც მსოფლიო რეიტინგებში გვაქვს - ბიზნესის სიმარტივის მიმართულებით, მათ დავანახეთ, რადგან რამდენიმე დღეში მოხდა ყველა პროცედურის გავლა.

შესაბამისად, ეს ფილმი და პროექტი იქნება პირველი. ახლა არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, თუმცა უკვე მიდის საუბარი სხვა პროექტებზეც და ეჭვი არ მეპარება, რომ იქეთ წელს შესაძლოა 2-3 ფილმზე იყოს ლაპარაკი, რაც ჩვენი კინოინდუსტრიისა და საპროდიუსერო კომპანიებისთვის იქნება ძალიან საინტერესო, ერთის მხრივ რომ საქართველოში შემოდის ფული და მარკეტინგულად ჩვენს ქვეყანას წაადგება და მეორე მხრივ, ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ქართული საპროდიუსერო კომპანიები.

ფილმის პროექტის ბიუჯეტი 31 მილიონი ლარია. ამას დახარჯავს ფილმი და სახელმწიფო ამ თანხიდან აუნაზღაურებს 25%-ს, ე.წ "ქეშბექს". გათვლაა იმაზე, რომ რაც მათ გადასახადებში უნდა გადაეხადათ, იმას იბრუნებენ უკან, თუმცა დანარჩენი თანხა რჩება საქართველოში. ის 25 %, რასაც ფილმის გადამღები ჯგუფი წაიღებს, რომ დავთვალოთ რომ მარკეტინგული ხარჯია, ასეთ ფასად ასეთ რეკლამას ვერ გავაკეთებდით. მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო, სადაც დაეწერება - "თბილისი, საქართველო" და ყველა ნახავს, რომ არის ახალი, საინტერესო ქვეყანა. ამ ფილმს კი ყავს უამრავი ფანი, რომელიც ფილმის შემდეგ დადის და ათვალიერებს იმ ქვეყნებს, სადაც ფილმია გადაღებული" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა "დღის თემის" ეთერში საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ