პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად იმყოფება იულია სუსლიაკი - ადვოკატისა და შსს-ს კომენტარები
სად იმყოფება იულია სუსლიაკი - ადვოკატისა და შსს-ს კომენტარები

იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუს­ლი­ა­კი სა­დახ­ლო­ზე ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი და მას სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. რო­გორც ზუ­რაბ თო­დუ­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის­კენ მი­დის, რათა გა­არ­კვი­ოს, თუ რა­ტომ არ უშ­ვე­ბენ სუს­ლი­აკს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ად­ვო­კა­ტი სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვეს.

უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე იუ­ლია სუს­ლი­ა­კი ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტ „ვახ­ტან­გი­სის“ გავ­ლით აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­აბ­რუ­ნეს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

„სუს­ლი­აკს, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლას ცდი­ლობ­და, სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას უარი ეთ­ქვა ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა­ზე უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ მქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის „დ“ და „ თ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც არა­საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის, სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვის არ­ქო­ნას გუ­ლის­ხმობს და ასე­ვე პირი არ იძ­ლე­ვა მგზავ­რო­ბის მიზ­ნის შე­სა­ხებ ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე იუ­ლია სუს­ლი­ა­კი ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქი „ვახ­ტან­გი­სის“ გავ­ლით გაბ­რუ­ნე­ბულ იქნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თლე­ბით“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუს­ლი­ა­კი ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბაქო-თბი­ლი­სის რე­ისს­ზე და­აკ­ვეს. ზუ­რაბ თო­დუ­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუს­ლი­ა­კი ხვალ ბრი­ფინგს გეგ­მავ­და და აპი­რებ­და ესა­უბ­რა, თუ რა სტრე­სი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და ვინ არ­ღვევ­და მის უფ­ლე­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

სად იმყოფება იულია სუსლიაკი - ადვოკატისა და შსს-ს კომენტარები

სად იმყოფება იულია სუსლიაკი - ადვოკატისა და შსს-ს კომენტარები

იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, სუსლიაკი სადახლოზე ჰყავთ დაკავებული და მას საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ. როგორც ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის სასაზღვრო პუნქტისკენ მიდის, რათა გაარკვიოს, თუ რატომ არ უშვებენ სუსლიაკს საქართველოში. ადვოკატი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავეს.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტ „ვახტანგისის“ გავლით აზერბაიჯანში გააბრუნეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

„სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს და ასევე პირი არ იძლევა მგზავრობის მიზნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისის“ გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართლებით“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა ბაქო-თბილისის რეისსზე დააკვეს. ზურაბ თოდუას ინფორმაციით, სუსლიაკი ხვალ ბრიფინგს გეგმავდა და აპირებდა ესაუბრა, თუ რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა სამი თვის განმავლობაში და ვინ არღვევდა მის უფლებებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს