პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!
15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!

ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ტან­საც­მელს აფუ­ჭებს ხში­რი რე­ცხვა, თუმ­ცა ტან­საც­მელს ისე ვე­რა­ფე­რი აფუ­ჭებს, რო­გორც მისი არას­წო­რი რე­ცხვა. რე­ცხვის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო ზი­ან­დე­ბა არა მხო­ლოდ ტა­ნი­სა­მო­სი, არა­მედ სა­რე­ცხი მან­ქა­ნაც.

გთა­ვა­ზობთ 12 ძი­რი­თად წესს, რო­მელ­თა დაც­ვაც თა­ვი­დან აგა­რი­დებთ რე­ცხვის დროს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მებს და თქვენს ტან­საც­მელ­სა თუ სა­რე­ცხ მან­ქა­ნას ხა­რისხს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს:

1. არ და­გა­ვი­წყდეთ სა­რე­ცხი მან­ქა­ნის გა­სუფ­თა­ვე­ბა. რე­ცხვის შემ­დეგ გა­რე­ცხეთ ფხვნი­ლის ჩა­საყ­რე­ლი უჯრა, გა­ა­სუფ­თა­ვეთ მან­ქა­ნის კარი და და­ტო­ვეთ ღია, რათა შიგ­ნით ჰა­ე­რი არ ჩა­ი­ხუ­თოს. მან­ქა­ნის ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლია ფილტრი, რო­მე­ლიც ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­სუფ­თავ­დეს არა­ნაკ­ლებ 3 თვე­ში ერთხელ. წე­ლი­წად­ში ერთხელ კი კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცა­რი­ელ მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხამთ ნა­ხე­ვარ ლირტ ძმარს და ჩარ­თავთ ცხე­ლი წყლის ციკლზე. ამით მოხ­დე­ბა მან­ქა­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის გაწ­მენ­და.

2. ნუ გა­რე­ცხავთ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხს ერთ ჯერ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­ქა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­ტი­ოს. ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თვის გამო, მან­ქა­ნა შე­იძ­ლე­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს.

3. პირ­სა­ხო­ცე­ბის რე­ცხვი­სას ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ კონ­დი­ცი­ო­ნერს. აღ­მოჩ­ნდა, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი აქ­ვე­ი­თებს ქსო­ვი­ლის მიერ წყლის შე­წო­ვის უნარს. ამი­ტომ თქვე­ნი პირ­სა­ხო­ცე­ბის­თვის ეს კარ­გი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა.

4. წინ­დე­ბი გა­რე­ცხეთ ცალ­კე ბა­დე­ში. ან სა­ერ­თოდ ცალ­კე რე­ჟი­მით გა­რე­ცხეთ, რათა სხვა სა­რე­ცხში არ და­ი­კარ­გოს.

5. ბა­ლი­შე­ბი და საბ­ნე­ბი ორ­ჯერ უნდა გა­ი­რე­ცხოს. პირ­ველ ჯერ­ზე - ფხვნი­ლით, მე­ო­რე ჯერ­ზე - ფხვნი­ლის გა­რე­შე. ბუმ­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რი ბამ­ბა ად­ვი­ლად იღებს სუნს, ამი­ტომ სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის მძაფ­რი სურ­ნე­ლის მო­სა­შო­რე­ლად, მე­ო­რედ გა­რე­ცხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

6. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქლო­რი. მო­იხ­მა­რეთ იგი მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ქლო­რი ქსო­ვილს აფუ­ჭებს.

7. არ გა­რე­ცხოთ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი მან­ქა­ნა­ში. სპან­დექ­სი­სა და ელას­ტა­ნის­გან შექ­მნი­ლი სა­მო­სი სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ში რე­ცხვის შე­დე­გად იწე­ლე­ბა. ისი­ნი უნდა გა­ი­რე­ცხოს ხე­ლით, გრილ წყალ­ში.

8. გა­რე­ცხვამ­დე ტან­საც­მელ­ზე ღი­ლე­ბი გახ­სე­ნით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა რე­ცხვის დროს მო­წყდეს.

9. გა­რე­ცხვამ­დე შარ­ვალ­ზე ელვა-შე­საკ­რა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად შე­კა­რით! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საკ­რა­ვის კბი­ლა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა სხვა ტან­საც­მე­ლი და­ზი­ან­დეს.

10. მან­ქა­ნით რე­ცხვი­სას არ ჩა­ყა­როთ ზედ­მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით სა­რე­ცხი ფხვნი­ლი. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფხვნი­ლი ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქაფს წარ­მოქ­მნის, რო­მე­ლიც ჯდე­ბა ქსო­ვილ­ზე და ისევ აჭუ­ჭყი­ა­ნებს მას.

11. არ გა­ხე­ხოთ და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. ასე ქსო­ვილს და­ა­ზი­ა­ნებთ. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლა­ქე­ბის ამომ­ყვა­ნი, გა­მო­ი­ყე­ნეთ თეთ­რი ქსო­ვი­ლის ხელ­სა­ხო­ცი და ფრთხლად გა­უს­ვით და­ლა­ქა­ვე­ბულ ად­გილს.

12. სწო­რად და­ა­ხა­რის­ხეთ. ეს ყვე­ლა დი­ა­სახ­ლი­სის­თვის ცნო­ბი­ლია. პირ­ველ რიგ­ში, არ გა­რე­ცხოთ თეთ­რი ფე­რის ქსო­ვი­ლი სხვა ფე­რის ქსო­ვი­ლებ­თან ერ­თად. ასე­ვე არ გა­რე­ცხოთ შა­ლის ტან­საც­მე­ლი სხვებ­თან ერ­თად. არც პირ­სა­ხო­ცე­ბი გა­რე­ცხოთ სინ­თე­ტი­კურ ქსო­ვი­ლებ­თან ერ­თად. ცალ­კე უნდა გა­ი­რე­ცხოს ე.წ. ფლი­სის სა­მო­სიც.

13. სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს 40-60 გრა­დუ­სი. ეს ის ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რო­მე­ლიც სპობს თეთ­რე­ულ­სა და ტან­საც­მელ­ზე არ­სე­ბულ ბაქ­ტე­რი­ებს. ცივი წყლის ნა­კა­დი ვერ სპობს მტვერს, ტკი­პებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს, ძა­ლი­ან ცხე­ლი წყა­ლი კი აფუ­ჭებს ქსო­ვილს.

14. ხში­რად ვი­ყე­ნებთ ტან­საც­მელს რე­ცხვის დროს კონ­დი­ცი­რე­ბის ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, თუმ­ცა კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­მო­ი­ყე­ნებთ თეთრ ძმარს. თქვე­ნი პირ­სა­ხო­ცე­ბი და თეთ­რე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც რე­ცხვის შემ­დეგ უხე­ში ხდე­ბა, ძმ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით რბი­ლი გახ­დე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ 100 მლ თეთ­რი ძმა­რი და­მარ­ბი­ლებ­ლად.

15. ექ­სპერ­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ სა­რე­ცხი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაშ­როთ ჰა­ერ­ზე, თუ მზის სხი­ვი იქ­ნე­ბა, კი­დევ უკე­თე­სი. თუ სა­რე­ცხის გაშ­რო­ბა საშ­რობ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე სახ­ლში გი­წევთ, რე­ცხვის დროს სა­რე­ცხთან ერ­თად შე­აგ­დეთ ჩოგ­ბურ­თის ბურ­თი. ის ტენს შე­ი­წოვს და სა­რე­ცხი უფრო ფუმ­ფუ­ლა გახ­დე­ბა.

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ლა­ქებს?

და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი ტან­საც­მლი­დან ლაქა სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში რე­ცხვის შემ­დეგ ხში­რად არ ამო­დის. ამი­ტომ გე­ტყვით ხუთ მარ­ტივ ხრიკს, რო­მე­ლიც თქვენს ტან­საც­მელს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს ძველ იერს.

● ცხი­მი­ან ლა­ქას (ახალს) და­ა­ყა­რეთ შაქ­რის შემ­ცვლე­ლი ან სა­ხა­მე­ბე­ლი (კრახ­მა­ლი), შემ­დეგ კი გა­რე­ცხეთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში.

● ტო­მა­ტი­სა და სო­უ­სის კვალს ად­ვი­ლად ამო­ა­ცი­ლებს პრე­პა­რა­ტი WD-40. გა­ა­ჩე­რეთ 5-10 წუთი, ამის შემ­დეგ კი თუნ­დაც ცივი წყლით გა­რე­ცხეთ.

● იღ­ლი­ის არე­ში თეთ­რი ტან­საც­მე­ლი­დან ყვი­თე­ლი ლა­ქე­ბის ამო­სა­ღე­ბად გა­რე­ცხეთ ის ფხვნი­ლის გარ­და მა­თეთ­რე­ბელ­თან ერ­თად 40 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე.

● თუ ერთი სა­ა­თით მა­რი­ლი­ან წყალ­ში ჩა­ალ­ბობთ ტან­საც­მელს (კომ­ბი­ნა­ცია - 1 ლიტრ წყალ­თან 1 სუფ­რის კოვ­ზი მა­რი­ლი), ის ად­ვი­ლად ამო­ი­ღებს ყა­ვი­სა და ღვი­ნის ლა­ქებს.

● სოდა და­ეხ­მა­რე­ბა თეთრ ტან­საც­მელს სიყ­ვით­ლის მო­ცი­ლე­ბა­ში, ასე­ვე მო­ა­ცი­ლებს ტან­საც­მელს უსი­ა­მოვ­ნო სუნს. ნა­ხე­ვა­რი ჭიქა სოდა ჩა­ა­მა­ტეთ ფხვნილ­თან ან სა­რე­ცხის სა­პონ­თან ერ­თად და გა­რე­ცხეთ ცხე­ლი წყლით.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუმა
0

კონდიციონერი ჩემს ლჯ ს არ ააქვს ამიტომ კარებს ვტოვებთ ღირს...

ია
5

რაც შეეხება საცურაო კოსტუმებს, დღეში ერთხელ მაინც სამ კოსტუმს ვრეცხავ სარეცხ მანქანაში , ხან 30, ხანაც 50 გრადუსზე და სამი წელია არც ფორმა შეუცვლია და არც ფერი😶ახალის ყიდვის საშუალებას არ ნაძლევენ😁

ავტორი:

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს ხშირი რეცხვა, თუმცა ტანსაცმელს ისე ვერაფერი აფუჭებს, როგორც მისი არასწორი რეცხვა. რეცხვის დროს დაშვებული შეცდომების გამო ზიანდება არა მხოლოდ ტანისამოსი, არამედ სარეცხი მანქანაც.

გთავაზობთ 12 ძირითად წესს, რომელთა დაცვაც თავიდან აგარიდებთ რეცხვის დროს საბედისწერო შეცდომებს და თქვენს ტანსაცმელსა თუ სარეცხ მანქანას ხარისხს შეუნარჩუნებს:

1. არ დაგავიწყდეთ სარეცხი მანქანის გასუფთავება. რეცხვის შემდეგ გარეცხეთ ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა, გაასუფთავეთ მანქანის კარი და დატოვეთ ღია, რათა შიგნით ჰაერი არ ჩაიხუთოს. მანქანის ქვეშ მოთავსებულია ფილტრი, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა გასუფთავდეს არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. წელიწადში ერთხელ კი კარგი იქნება, თუ ცარიელ მანქანაში ჩავსხამთ ნახევარ ლირტ ძმარს და ჩართავთ ცხელი წყლის ციკლზე. ამით მოხდება მანქანის გამათბობელი ელემენტების გაწმენდა.

2. ნუ გარეცხავთ ძალიან ბევრი რაოდენობით სარეცხს ერთ ჯერზე, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში შეიძლება ჩაეტიოს. ზედმეტი გადატვირთვის გამო, მანქანა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.

3. პირსახოცების რეცხვისას ნუ გამოიყენებთ კონდიციონერს. აღმოჩნდა, რომ კონდიციონერი აქვეითებს ქსოვილის მიერ წყლის შეწოვის უნარს. ამიტომ თქვენი პირსახოცებისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება.

4. წინდები გარეცხეთ ცალკე ბადეში. ან საერთოდ ცალკე რეჟიმით გარეცხეთ, რათა სხვა სარეცხში არ დაიკარგოს.

5. ბალიშები და საბნები ორჯერ უნდა გაირეცხოს. პირველ ჯერზე - ფხვნილით, მეორე ჯერზე - ფხვნილის გარეშე. ბუმბული და ხელოვნური ბამბა ადვილად იღებს სუნს, ამიტომ სარეცხი საშუალების მძაფრი სურნელის მოსაშორელად, მეორედ გარეცხვა აუცილებელია.

6. არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით ქლორი. მოიხმარეთ იგი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ქლორი ქსოვილს აფუჭებს.

7. არ გარეცხოთ საცურაო კოსტიუმები მანქანაში. სპანდექსისა და ელასტანისგან შექმნილი სამოსი სარეცხ მანქანაში რეცხვის შედეგად იწელება. ისინი უნდა გაირეცხოს ხელით, გრილ წყალში.

8. გარეცხვამდე ტანსაცმელზე ღილები გახსენით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რეცხვის დროს მოწყდეს.

9. გარეცხვამდე შარვალზე ელვა-შესაკრავი აუცილებლად შეკარით! წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაკრავის კბილანებით შეიძლება სხვა ტანსაცმელი დაზიანდეს.

10. მანქანით რეცხვისას არ ჩაყაროთ ზედმეტი რაოდენობით სარეცხი ფხვნილი. დიდი რაოდენობით ფხვნილი ასევე დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის, რომელიც ჯდება ქსოვილზე და ისევ აჭუჭყიანებს მას.

11. არ გახეხოთ დალაქავებული ადგილები. ასე ქსოვილს დააზიანებთ. თუ აუცილებელია ლაქების ამომყვანი, გამოიყენეთ თეთრი ქსოვილის ხელსახოცი და ფრთხლად გაუსვით დალაქავებულ ადგილს.

12. სწორად დაახარისხეთ. ეს ყველა დიასახლისისთვის ცნობილია. პირველ რიგში, არ გარეცხოთ თეთრი ფერის ქსოვილი სხვა ფერის ქსოვილებთან ერთად. ასევე არ გარეცხოთ შალის ტანსაცმელი სხვებთან ერთად. არც პირსახოცები გარეცხოთ სინთეტიკურ ქსოვილებთან ერთად. ცალკე უნდა გაირეცხოს ე.წ. ფლისის სამოსიც.

13. სარეცხის მანქანაში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 40-60 გრადუსი. ეს ის ტემპერატურაა, რომელიც სპობს თეთრეულსა და ტანსაცმელზე არსებულ ბაქტერიებს. ცივი წყლის ნაკადი ვერ სპობს მტვერს, ტკიპებსა და ბაქტერიებს, ძალიან ცხელი წყალი კი აფუჭებს ქსოვილს.

14. ხშირად ვიყენებთ ტანსაცმელს რეცხვის დროს კონდიცირების ქიმიურ საშუალებებს, თუმცა კარგი იქნება თუ გამოიყენებთ თეთრ ძმარს. თქვენი პირსახოცები და თეთრეული, რომლებიც რეცხვის შემდეგ უხეში ხდება, ძმრის გამოყენებით რბილი გახდება. გამოიყენეთ 100 მლ თეთრი ძმარი დამარბილებლად.

15. ექსპერტები გვირჩევენ, რომ სარეცხი აუცილებლად გავაშროთ ჰაერზე, თუ მზის სხივი იქნება, კიდევ უკეთესი. თუ სარეცხის გაშრობა საშრობ მოწყობილობაზე სახლში გიწევთ, რეცხვის დროს სარეცხთან ერთად შეაგდეთ ჩოგბურთის ბურთი. ის ტენს შეიწოვს და სარეცხი უფრო ფუმფულა გახდება.

როგორ ვებრძოლოთ ლაქებს?

დალაქავებული ტანსაცმლიდან ლაქა სარეცხის მანქანაში რეცხვის შემდეგ ხშირად არ ამოდის. ამიტომ გეტყვით ხუთ მარტივ ხრიკს, რომელიც თქვენს ტანსაცმელს შეუნარჩუნებს ძველ იერს.

● ცხიმიან ლაქას (ახალს) დააყარეთ შაქრის შემცვლელი ან სახამებელი (კრახმალი), შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.

● ტომატისა და სოუსის კვალს ადვილად ამოაცილებს პრეპარატი WD-40. გააჩერეთ 5-10 წუთი, ამის შემდეგ კი თუნდაც ცივი წყლით გარეცხეთ.

● იღლიის არეში თეთრი ტანსაცმელიდან ყვითელი ლაქების ამოსაღებად გარეცხეთ ის ფხვნილის გარდა მათეთრებელთან ერთად 40 გრადუს ტემპერატურაზე.

● თუ ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბობთ ტანსაცმელს (კომბინაცია - 1 ლიტრ წყალთან 1 სუფრის კოვზი მარილი), ის ადვილად ამოიღებს ყავისა და ღვინის ლაქებს.

● სოდა დაეხმარება თეთრ ტანსაცმელს სიყვითლის მოცილებაში, ასევე მოაცილებს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნს. ნახევარი ჭიქა სოდა ჩაამატეთ ფხვნილთან ან სარეცხის საპონთან ერთად და გარეცხეთ ცხელი წყლით.