მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო პუტინის განცხადებას ეხმაურება
საპატრიარქო პუტინის განცხადებას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას უწყობს ხელს.

„ა.წ. 9 ივ­ლისს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ბა­ტონ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით არც თუ ისე შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის არას­წორ­მა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ამ ჩვენს ხალ­ხში მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ამ­გვა­რი და­მა­ხინ­ჯე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა, არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას უწყობს ხელს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ერ­თგვარ გა­მოწ­ვე­ვად უნდა იქ­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის და გან­ხორ­ცი­ელ­დეს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, რათა, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ზო­გა­დი ის­ტო­რი­ის, ისე მისი ცალ­კე­უ­ლი ეტა­პე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით და­წე­რი­ლი მა­სა­ლაც მსოფ­ლი­ო­ში გა­სავ­რცე­ლებ­ლად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ირ­ჩეს და დრო­უ­ლად ითარ­გმნოს ინ­გლი­სურ, რუ­სულ და სხვა უცხო ენებ­ზე.

ამ პრო­ცეს­ში კი ყვე­ლას შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან დის­კუ­სი­ე­ბი პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო მზად არის, ის­ტო­რი­ულ რე­ა­ლო­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის მო­წყო­ბა­ში ყვე­ლა მხა­რეს შე­უ­წყოს ხელი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

საპატრიარქო პუტინის განცხადებას ეხმაურება

საპატრიარქო პუტინის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისტორიული ფაქტების დამახინჯება კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

„ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.

ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე.

საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ