პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტიზის დასკვნა - წყნეთში 65 წლის მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილი შეურაცხადია
ექსპერტიზის დასკვნა - წყნეთში 65 წლის მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილი შეურაცხადია

წყნეთ­ში, 65 წლის გივი ცე­რე­ქაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­ლი, 37 წლის სოსო ცე­რე­ქაშ­ვი­ლი კომ­პლექ­სუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ შე­უ­რა­ცხა­დად იქნა ცნო­ბი­ლი.

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, სოსო ცე­რე­ქაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში შე­უ­რა­ცხა­დი იყო და მას არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი და მარ­თლწი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, თა­ვი­სი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, სოსო ცე­რე­ქაშ­ვილს არ შე­უძ­ლია ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს თავს, უხელ­მძღვა­ნე­ლოს მას, მის­ცეს ჩვე­ნე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო მოქ­მე­დე­ბებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ბრა­ლის გა­მომ­რი­ცხა­ვი ფაქ­ტო­რი და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვე­ლია.

სოსო ცე­რე­ქაშ­ვილს ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში 4-წლი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­ე­ნიშ­ნა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ცე­რე­ქაშ­ვი­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყნეთ­ში, 65 წლის გივი ცე­რე­ქაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შვილს, 37 წლის სოსო ცე­რე­ქაშ­ვილს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ექსპერტიზის დასკვნა - წყნეთში 65 წლის მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილი შეურაცხადია

ექსპერტიზის დასკვნა - წყნეთში 65 წლის მამის მკვლელობაში ბრალდებული შვილი შეურაცხადია

წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებული შვილი, 37 წლის სოსო ცერექაშვილი კომპლექსური, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეურაცხადად იქნა ცნობილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოსო ცერექაშვილი მკვლელობის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა. ექსპერტიზის დასკვნით, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, სოსო ცერექაშვილს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.

აღნიშნული გარემოება ბრალის გამომრიცხავი ფაქტორი და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია.

სოსო ცერექაშვილს ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში 4-წლიანი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, ცერექაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობდა.

შეგახსენებთ, რომ წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს