საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიის გაკვეთილი ვლადიმერ პუტინისთვის - რეალურად, რა ხდებოდა საქართველოში 1918-20 წლებში
ისტორიის გაკვეთილი ვლადიმერ პუტინისთვის - რეალურად, რა ხდებოდა საქართველოში 1918-20 წლებში

ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ლი­დერ­მა გუ­შინ „სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­წყა­ლე­ბა მო­ი­ღო“. რო­გორც ჩანს, ეშხში შე­ვი­და და გარ­და იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ემ­ბარ­გოს და­წე­სე­ბა­ზე უარი "მო­სახ­ლე­ო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით" თქვა, გა­და­წყვი­ტა, ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა.

რაც ჩვენ ვი­ცით, ის არ არის რაც პუ­ტინს უნდა რომ ვი­ცო­დეთ. პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი ის­ტო­რია კი ასე­თია: 1774 წელს სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლომ აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცია გერ­მა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით მო­ახ­დი­ნა - მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სა­ქარ­თვე­ლო გე­ნო­ციდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მონ­სტრია, რუ­სე­თი კი პა­ტა­რა და უმ­წეო ერე­ბის მხსნე­ლი მე­სია.

პუ­ტი­ნის მიერ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის ზუს­ტი დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო, რა­ზეც ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად ვამ­ბობთ ხოლ­მე - 3 სი­ტყვა­ში 5 ტყუ­ი­ლი თქვაო. პუ­ტი­ნის ბნე­ლი ტყუ­ი­ლის­თვის ნა­თე­ლის მო­სა­ფე­ნად, AMBEBI.GE ის­ტო­რი­კო­სებს ესა­უბ­რა.

მო­დით, პუნ­ქტობ­რი­ვად გან­ვი­ხი­ლოთ პუ­ტი­ნის მი­თე­ბი და ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა.

  • "ოსე­თი შე­ვი­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 1774 წელს. შე­ვი­და მთლი­ა­ნად, რო­გორც სამ­ხრე­თი, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო" - ამ­ბობს პუ­ტი­ნი.

ის­ტო­რი­კოს დი­მიტ­რი სი­ლა­ქა­ძის თქმით, დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით სამ­ხრეთ ოსე­თი 1774 წელს არ არ­სე­ბობ­და, ის ტე­რი­ტო­რია კი, რო­მე­ლიც დღეს ე.წ სამ­ხრეთ ოსეთს უკა­ვია, მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და, იქამ­დე სა­ნამ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ 1801 წელს ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო არ და­ი­პყრო და გა­ა­უქ­მა.

ის­ტო­რი­კო­სის თქმით, 1774 წლის კონ­ტექ­სტში მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, რა­საც სამ­ხრეთ ოსეთ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

პრო­ფე­სო­რი და "გა­ნათ­ლე­ბის სახ­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ცხინ­ვალ­ში ერთი ოსუ­რი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, ქა­ლა­ქი კი ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბით, ებ­რა­ე­ლე­ბი­თა და სომ­ხე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი.

"მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში კავ­კა­სი­ის ჩრდი­ლო­ეთ ქედ­ზე იყო ოსუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბით ირ­ჩენ­დნენ თავს. ოსე­ბის ავ­ტო­ნო­მია შე­იქ­მნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს და შე­იქ­მნა ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით - ისე­თი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო უარს იტყო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა­ზე, აე­ფეთ­ქე­ბი­ნათ ეს და ეს გა­კეთ­და კი­დეც 90-იან წლებ­ში“- გან­მარ­ტა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ზაზა ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა.

  • ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით პუ­ტი­ნის ნა­რა­ტი­ვი რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ, ის გვე­უბ­ნე­ბა: "სას­ტი­კად იქ­ცე­ოდ­ნენ ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბი ოსეთ­ში 1919 და 1920 წლებ­ში. ეს არ­სობ­რი­ვად იგი­ვეა, რა­საც დღეს გე­ნო­ცი­დი ჰქვია".

პრო­ფე­სორ ზაზა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, ამ ტერ­მინს ასე­თი გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­თხვე­ვით არ იყე­ნე­ბენ.

"სი­ტყვა გე­ნო­ცი­დი ნიშ­ნავს ერის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბას, რა­საც, რა თქმა უნდა, 20-იან წლებ­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. თუმ­ცა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 1918-20 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში კონ­ფლიქ­ტი არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და აჯან­ყე­ბულ ოს სე­პა­რა­ტის­ტებს შო­რის, რომ­ლე­ბიც კრემ­ლი­დან იმარ­თე­ბოდ­ნენ.

ეს ამ­ბო­ხე­ბა ბოლ­შე­ვი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნით ეწყო­ბო­და, თუმ­ცა ბოლ­შე­ვი­კე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში ოსურ ეთ­ნი­კურ პო­ზი­ცი­ებს იყე­ნებ­დნენ, იმის­თვის რომ ისი­ნი წა­ე­ქე­ზე­ბი­ნათ და შემ­დეგ ჯილ­დოდ გა­და­ე­ცათ ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მათ აქვთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბოლ­შე­ვი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად ხდე­ბო­და, რათა ისი­ნი და­პი­რის­პი­რე­ბოდ­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კას. ეს კონ­ფლიქ­ტიც სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია.

მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა არ­მი­ამ ჩა­ახ­შო აჯან­ყე­ბა. რა თქმა უნდა, იყო მსხვერ­პლიც, მაგ­რამ გე­ნო­ცი­დი რო­გორც ასე­თი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს თქვას ისე­თი გავ­ლე­ნის მქო­ნე პო­ლი­ტი­კოს­მა, რო­გო­რიც არის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. მაგ­რამ ეს მას სჭირ­დე­ბა, რო­გორც ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ია­რა­ღი" - გან­მარ­ტა ზაზა ცოტ­ნიშ­ვილ­მა. პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას კი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი "ჰიბ­რი­დუ­ლი ბომ­ბი" უწო­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს. პუ­ტი­ნი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი რე­გი­ო­ნის - აფხა­ზე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას ასე გვი­ხა­ტავს: "რო­დე­საც ინ­გრე­ო­და რუ­სე­თის იმ­პე­რია, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ სცა­და აფხა­ზე­თის გა­დაყ­ლაპ­ვა. შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და გერ­მა­ნი­ის ჯა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით 1918 წელს სა­ქარ­თვე­ლომ მო­ახ­დი­ნა აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცია"

„ესეც სიც­რუ­ეა - გერ­მა­ნე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია, ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმე­ბით მოხ­და. ეს იყო 1918 წლის 11 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ საბ­ჭო­სა და აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო საბ­ჭოს შო­რის და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და და ქარ­თუ­ლი გვარ­დია და არ­მია აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო საბ­ჭოს თხოვ­ნით იყო შეყ­ვა­ნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იმი­ტომ რომ ბოლ­შე­ვი­კებ­მა 1918 წლის აპ­რი­ლი­დან ერთი პე­რი­ო­დი სო­ხუ­მი ხელ­ში ჩა­იგ­დეს და ქარ­თულ­მა ჯარ­მა ბოლ­შე­ვი­კე­ბი გან­დევ­ნა იქი­დან.

ამის შემ­დეგ 1919 წელს უკვე დე­ნი­კი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის ქარ­თუ­ლი ჯარი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხოლო 1920 წლის 7 მა­ისს თა­ვად საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა ცნო აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. სა­უ­ბა­რია, 1920 წლის 7 მა­ი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ კი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზე­თის საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კა ცალ­კე გა­მო­ყო. თუმ­ცა პა­რა­დოქ­სიც იყო, რომ ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტი­სას, სო­ხუ­მი თბი­ლისს ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

1936 წელს საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფომ აფხა­ზე­თის საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კა ისევ სა­ქართvელოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­აბ­რუ­ნა" - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი სი­ლა­ქა­ძე.

პუ­ტინ­მა ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბა არ იკ­მა­რა - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც გა­აფრ­თხი­ლა და ურ­ჩია, რომ არა რო­მე­ლი­მე სხვა, არა­მედ ის­ტო­რი­ის სწო­რედ მი­სე­უ­ლი ვერ­სია უნდა ახ­სოვ­დეთ თუ აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა სურთ. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ის პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია უნდა მი­ი­ღოს და თავი ოკუ­პა­ცი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნოს, თუ სა­კუ­თარ რე­გი­ო­ნებ­თან დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა სურს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ის­ტო­რი­კო­სე­ბი პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას ჰიდბ­რი­დუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში ის­ტო­რი­ის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით გა­ყალ­ბე­ბად აფა­სე­ბენ, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, სა­ბო­ლო­ოდ მი­ით­ვი­სოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ის 20%, რო­მელ­საც დე ფაქ­ტოდ დღეს უკვე აკონ­ტრო­ლებს.

ერთი რამ ცხა­დია, პუ­ტი­ნის რი­ტო­რი­კა არ შეც­ვლი­ლა, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბით, ის 2008 წელს რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­რე­შის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობს...

ავტორი:

ისტორიის გაკვეთილი ვლადიმერ პუტინისთვის - რეალურად, რა ხდებოდა საქართველოში 1918-20 წლებში

ისტორიის გაკვეთილი ვლადიმერ პუტინისთვის - რეალურად, რა ხდებოდა საქართველოში 1918-20 წლებში

ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა გუშინ „საქართველოზე მოწყალება მოიღო“. როგორც ჩანს, ეშხში შევიდა და გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებაზე უარი "მოსახლეობის პატივისცემით" თქვა, გადაწყვიტა, ისტორიის გაკვეთილებიც ჩაეტარებინა.

რაც ჩვენ ვიცით, ის არ არის რაც პუტინს უნდა რომ ვიცოდეთ. პუტინისეული ისტორია კი ასეთია: 1774 წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია გერმანიის დახმარებით მოახდინა - მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო გენოციდში ბრალდებული მონსტრია, რუსეთი კი პატარა და უმწეო ერების მხსნელი მესია.

პუტინის მიერ ეკატერინბურგში ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება იმის ზუსტი დემონსტრირება იყო, რაზეც ქართველები ხშირად ვამბობთ ხოლმე - 3 სიტყვაში 5 ტყუილი თქვაო. პუტინის ბნელი ტყუილისთვის ნათელის მოსაფენად, AMBEBI.GE ისტორიკოსებს ესაუბრა.

მოდით, პუნქტობრივად განვიხილოთ პუტინის მითები და ქართული რეალობა.

  • "ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო" - ამბობს პუტინი.

ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, დღევანდელი გაგებით სამხრეთ ოსეთი 1774 წელს არ არსებობდა, ის ტერიტორია კი, რომელიც დღეს ე.წ სამხრეთ ოსეთს უკავია, მეთვრამეტე საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, იქამდე სანამ რუსეთის იმპერიამ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო არ დაიპყრო და გააუქმა.

ისტორიკოსის თქმით, 1774 წლის კონტექსტში მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთზე შეიძლება იყოს საუბარი, რასაც სამხრეთ ოსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პროფესორი და "განათლების სახლის" დამფუძნებელი ზაზა ცოტნიაშვილი გვეუბნება, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხინვალში ერთი ოსური ოჯახი ცხოვრობდა, ქალაქი კი ძირითადად ქართველებით, ებრაელებითა და სომხებით იყო დასახლებული.

"მეთვრამეტე საუკუნეში კავკასიის ჩრდილოეთ ქედზე იყო ოსური დასახლებები, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობით ირჩენდნენ თავს. ოსების ავტონომია შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს და შეიქმნა ერთადერთი მიზნით - ისეთი რთული ვითარების დროს, როდესაც საქართველო უარს იტყოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნაზე, აეფეთქებინათ ეს და ეს გაკეთდა კიდეც 90-იან წლებში“- განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში ზაზა ცოტნიაშვილმა.

  • ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პუტინის ნარატივი რომ გავაგრძელოთ, ის გვეუბნება: "სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია".

პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის თქმით, ამ ტერმინს ასეთი გავლენის მქონე ადამიანები შემთხვევით არ იყენებენ.

"სიტყვა გენოციდი ნიშნავს ერის პრაქტიკულად განადგურებას, რასაც, რა თქმა უნდა, 20-იან წლებში ადგილი არ ჰქონია. თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს 1918-20 წლების პერიოდში კონფლიქტი არსებობდა საქართველოს ხელისუფლებასა და აჯანყებულ ოს სეპარატისტებს შორის, რომლებიც კრემლიდან იმართებოდნენ.

ეს ამბოხება ბოლშევიკური იდეოლოგიის გავლენით ეწყობოდა, თუმცა ბოლშევიკები ამ შემთხვევაში ოსურ ეთნიკურ პოზიციებს იყენებდნენ, იმისთვის რომ ისინი წაექეზებინათ და შემდეგ ჯილდოდ გადაეცათ ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს მათ აქვთ. ეს ყველაფერი ბოლშევიკური იდეოლოგიის გასავრცელებლად ხდებოდა, რათა ისინი დაპირისპირებოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკას. ეს კონფლიქტიც სწორედ ამან გამოიწვია.

მაშინ საქართველოს დამოუკიდებელმა არმიამ ჩაახშო აჯანყება. რა თქმა უნდა, იყო მსხვერპლიც, მაგრამ გენოციდი როგორც ასეთი, წარმოუდგენელია ეს თქვას ისეთი გავლენის მქონე პოლიტიკოსმა, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ეს მას სჭირდება, როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი" - განმარტა ზაზა ცოტნიშვილმა. პუტინის განცხადებას კი მიზანმიმართული "ჰიბრიდული ბომბი" უწოდა.

  • რაც შეეხება აფხაზეთს. პუტინი რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოსა და მისი რეგიონის - აფხაზეთის ურთიერთობას ასე გვიხატავს: "როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია"

„ესეც სიცრუეა - გერმანელების დახმარება საერთოდ არაფერ შუაშია, ყველაფერი შეთანხმებით მოხდა. ეს იყო 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა და ქართული გვარდია და არმია აფხაზეთის სახალხო საბჭოს თხოვნით იყო შეყვანილი ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ბოლშევიკებმა 1918 წლის აპრილიდან ერთი პერიოდი სოხუმი ხელში ჩაიგდეს და ქართულმა ჯარმა ბოლშევიკები განდევნა იქიდან.

ამის შემდეგ 1919 წელს უკვე დენიკინის წინააღმდეგ იბრძვის ქართული ჯარი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1920 წლის 7 მაისს თავად საბჭოთა რუსეთმა ცნო აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. საუბარია, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ცალკე გამოყო. თუმცა პარადოქსიც იყო, რომ ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტისას, სოხუმი თბილისს ემორჩილებოდა.

1936 წელს საბჭოთა სახელმწიფომ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ისევ საქართvელოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში დააბრუნა" - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

პუტინმა ისტორიის გაყალბება არ იკმარა - საქართველოს ხელისუფლებაც გააფრთხილა და ურჩია, რომ არა რომელიმე სხვა, არამედ ისტორიის სწორედ მისეული ვერსია უნდა ახსოვდეთ თუ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის მოგვარება სურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ ისტორიის პუტინისეული ინტერპრეტაცია უნდა მიიღოს და თავი ოკუპაციაში დამნაშავედ სცნოს, თუ საკუთარ რეგიონებთან დიალოგის დაწყება სურს.

საბოლოო ჯამში, ისტორიკოსები პუტინის განცხადებას ჰიდბრიდული ომის პირობებში ისტორიის პროპაგანდისტული მიზნებით გაყალბებად აფასებენ, რომლის ერთადერთი მიზანია, საბოლოოდ მიითვისოს საქართველოს ტერიტორიის ის 20%, რომელსაც დე ფაქტოდ დღეს უკვე აკონტროლებს.

ერთი რამ ცხადია, პუტინის რიტორიკა არ შეცვლილა, დამახინჯებული ისტორიული რეალობით, ის 2008 წელს რუსული ტანკების საქართველოს ტერიტორიაზე თარეშის გამართლებას ცდილობს...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები