საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა - "არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს"
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა - "არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს"

პარ­ლა­მენ­ტის წინ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცია დას­რულ­და. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მათ მე­უ­ფის­გან მი­ი­ღეს კურ­თხე­ვა, რომ ამ ეტაპ­ზე აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტის წინ აღარ უნდა გაგ­რძელ­დეს.

ად­გი­ლი­დან ეტა­პობ­რი­ვად გა­ვიდ­ნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მათ გას­ვლა­ში პო­ლი­ცია და­ეხ­მა­რა.

ამ ეტაპ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ მხო­ლოდ ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­ზეც შს მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა­საც მო­ი­თხო­ვენ.

გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია და­ტო­ვა. მას­თან ერ­თად აქ­ცი­ას კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირი გა­მო­აკ­ლდა. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან, აცხა­დე­ბენ, რომ ჯერ მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს.

ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე მათი მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია და პრო­ტეს­ტის აზრს ვერ ხე­დავს.

"ჩვენ აქ არ ვა­პი­რებთ ხელი შე­ვუ­შა­ლოთ დე­ო­კუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე პრო­ტესტს. ისი­ნი 18 დღეა აქ დგა­ნან. პა­ტი­ვი სცეს სი­ტუ­ა­ცი­ას ლგბტ დრო­შა არ აუ­წე­ვი­ათ. მე მათ­თან პრო­ტესტს ამ კუ­თხით ვერ ვგრძნობ. მე გავ­რი­ლოვს და პუ­ტინს არ ვი­ცავ. მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტესტს გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი მო­თხოვ­ნე­ბით, მაგ­რამ კონ­ტრაქ­ცი­ას აქ არ ვა­პი­რებ. მე ეს არ მომ­წონს. გუ­შინ აქ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ დღე­საც აქ დგო­მა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არ შე­მოც­ვივ­დეს ეს ხალ­ხი, არ მინ­და",- გა­ნა­ცხა­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის წინ ორი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერ­თზე „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მიერ „ღირ­სე­ბის მარ­შის" ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან, მე­ო­რე კი 20 ივ­ნი­სის შემ­დგო­მი აქ­ცი­აა, რო­მელ­ზეც შს მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ითხოვ­დნენ, მათ­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბის, სა­დაც მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი და აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი რჩე­ბო­და. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად მო­თხოვ­ნი­სა, მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ გამ­თე­ნი­ი­სას, მას შემ­დეგ მი­ე­ცათ, რაც პო­ლი­ცი­ამ ე.წ. ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი კორ­დო­ნი გახ­სნა.

ავტორი:

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა - "არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს"

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა - "არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს"

პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ მეუფისგან მიიღეს კურთხევა, რომ ამ ეტაპზე აქცია პარლამენტის წინ აღარ უნდა გაგრძელდეს.

ადგილიდან ეტაპობრივად გავიდნენ აქციის მონაწილეები, მათ გასვლაში პოლიცია დაეხმარა.

ამ ეტაპზე პარლამენტის წინ მხოლოდ ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც შს მინისტრის გადადგომასაც მოითხოვენ.

გურამ ფალავანდიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დატოვა. მასთან ერთად აქციას კიდევ რამდენიმე პირი გამოაკლდა. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან, აცხადებენ, რომ ჯერ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ფალავანდიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მათი მიზანი მიღწეულია და პროტესტის აზრს ვერ ხედავს.

"ჩვენ აქ არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს. ისინი 18 დღეა აქ დგანან. პატივი სცეს სიტუაციას ლგბტ დროშა არ აუწევიათ. მე მათთან პროტესტს ამ კუთხით ვერ ვგრძნობ. მე გავრილოვს და პუტინს არ ვიცავ. მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს გავაგრძელებ ჩემი მოთხოვნებით, მაგრამ კონტრაქციას აქ არ ვაპირებ. მე ეს არ მომწონს. გუშინ აქ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ დღესაც აქ დგომა მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემოცვივდეს ეს ხალხი, არ მინდა",- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

პარლამენტის წინ ორი აქცია მიმდინარეობს. ერთზე „თბილისი პრაიდის“ მიერ „ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან, მეორე კი 20 ივნისის შემდგომი აქციაა, რომელზეც შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, მათთვის სამართალდამცველებს მიეცათ უფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლების, სადაც მოშიმშილეები და აქციის ორგანიზატორების ნაწილი რჩებოდა. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მათ ამის საშუალება მხოლოდ გამთენიისას, მას შემდეგ მიეცათ, რაც პოლიციამ ე.წ. ყვითელი ავტობუსებისგან გაკეთებული კორდონი გახსნა.

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

"მოვუწოდებ საელჩოებს, დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე... სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ" - ვასაძე მთავრობას მიმართავს

პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე