პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ივლისს თბილისს Polo & Pan ეწვევა -  რა სიურპრიზები ელის მსმენელს?
20 ივლისს თბილისს Polo & Pan ეწვევა -  რა სიურპრიზები ელის მსმენელს?

Berlin is out, Tbilisi is in: Georgia’s capital is this year’s most exciting city (თბი­ლის­მა ბერ­ლინს აჯო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი წლის ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ქა­ლა­ქია) გახ­სოვთ სტა­ტია ავ­ტო­რი­ტე­ტულ გა­მო­ცე­მა Forbes-ში ამ სა­თა­უ­რით?

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა რე­ზო­ნან­სუ­ლი უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი ან ბლო­გე­რე­ბი მოგ­ზა­უ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის­კენ არამ­ხო­ლოდ კლი­მა­ტის, ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბის, სა­ზა­ფხუ­ლო თუ ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­მოც მო­უ­წო­დე­ბენ.

დიახ, წელ­საც Berlin is out, იმი­ტომ რომ 20 ივ­ლისს თბი­ლისს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი Polo & Pan ეწე­ვე­ვა და და­უ­ვი­წყარ კონ­ცერტს გა­მარ­თავს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცია „ორ­გა­მის“ დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბეს, რომ Polo & Pan-ს თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა ძა­ლი­ან უნ­დო­და და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე „ლა­ი­ვი­თა“ და ორი შემ­სრუ­ლებ­ლის წარ­სდგე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი მი­მე­ბი კი მუ­სი­კის, მოძ­რა­ო­ბი­სა და პლას­ტი­კის ულა­მა­ზეს შერ­წყმას წარ­მო­ად­გე­ნენ.

„შეხ­ვედ­რა­ზე Polo & Pan შეგ­ვპირ­და, რომ ძა­ლი­ან სა­ნა­ხა­ობ­რივ, სა­სი­ა­მოვ­ნო და შთამ­ბეჭ­დავ წარ­მოდ­გე­ნას გა­მარ­თავს თბი­ლის­ში. ზო­გა­დად, ჩვენ გვინ­და, რომ ეს იყოს არამ­ხო­ლოდ კონ­ცერ­ტი, არა­მედ შოუც, რაც მსმე­ნე­ლის­თვის კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

Polo & Pan ჩვე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა DJ-სთვის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და ყვე­ლას ძა­ლი­ან უნდა აქ ჩა­მოს­ვლა. ჩვენ­თან ეს კულ­ტუ­რა, რა­საც კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა და კონ­ცერ­ტი ჰქვია, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. სწო­რედ ამ სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბამ წა­მო­წია პლან­ზე თუნ­დაც Polo&Pan-ის ჩა­მოს­ვლის სა­კი­თხი“, - - აღ­ნიშ­ნავს „ორი­გა­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი.

კონ­ცერ­ტი ვა­გონშშემ­კე­თე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში ჩა­ტარ­დე­ბა, სა­დაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ბა­მის ინსფრას­ტრუქ­ტუ­რას უკვე აწყო­ბენ.

„ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შე­ვარ­ჩი­ეთ ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა. ამ ად­გილ­ზე კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ იმი­ტომ, რომ Polo & Pan-ის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ბევ­რი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ბევ­რი ლო­კა­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა უნდა დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა.

ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო დიდი ად­გი­ლი, ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს, გა­და­ხუ­რუ­ლი, რათა რო­გორც მათი, ისე პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის შო­უს­თვის უა­მინ­დო­ბას არ შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. 50 მსა­ხი­ო­ბი გა­და­ხუ­რულ გა­რე­მო­ში უნდა მოხ­ვდეს, რომ გრიმ­სა და იმ სა­მოს­ზე პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნათ“, - აღ­ნიშ­ნა“ორი­გა­მის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი ლაშ­ქა­რა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სან­დრო მი­ნე­საშ­ვი­ლის გან­მარ­ტავს, რომ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის სან­ქცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ხელ­შემ­წყო­ბი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში (Spend summer in Georgia), Polo & Pan-ის კონ­ცერ­ტი თა­ვის წვლილს აუც­ლებ­ლად შე­ი­ტანს.

„რომ ვნა­ხეთ, ვინც ყი­დუ­ლობს ბი­ლე­თებს, სი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ახლა Spend summer in Georgia-ში დავ­დეთ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და პირ­ვე­ლი 20 ვინც და­წერ­და Spend Summer in Georgia, მას ვჩუქ­ნი­დით ბი­ლე­თებს და ძა­ლი­ან ბევ­რი, და­ახ­ლო­ე­ბით, 150-მდე კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა, რომ კონ­ცერ­ტზე მო­დი­ან“,- აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, ღო­ნის­ძი­ე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა, რომ­ლე­ბიც ბოლო პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა პერ­ფორ­მანსს თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ას­რუ­ლე­ბენ. ამ პრო­ცეს­ში თა­ვი­ან­თი წვლი­ლი „ორი­გა­მის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მაც შე­ი­ტა­ნეს.

„დიდი ხა­ნია, ვი­ცით, რომ „ჩვენ ვა­შე­ნებთ თე­ატრს“- ამ მე­სი­ჯის ქვეშ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათი ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა, რად­გან გარ­კვე­უ­ლი ფარ­თო­ბი გა­მო­ყო­ფი­ლი და თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა უნდ და­ი­წყონ. ეს ვი­ცო­დი კარ­გად. პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, პა­ტა­რა წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ახა­ლი თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. Polo & Pan-ის კონ­ცერ­ტზე მი­სუ­ლებს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრულ­ყო­ფი­ლი მას­ტერკლა­სი ელო­დე­ბათ. სწო­რედ ამი­ტომ არ სურ­დათ „ორი­გა­მის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ კონ­ცერ­ტი სტან­დარ­ტუ­ლად, ღა­მის 11:00 სა­ათ­ზე და­წყე­ბუ­ლი­ყო. ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ქარ­ხნის კარი გა­იხ­სნე­ბა 18:00 სა­ათ­ზე, 19:00 სა­ათ­ზე კი მას­ტერკლა­სი და­ი­წყე­ბა.

„მას­ტერკლასს „სერქლის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ. ისი­ნი დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2-სა­ა­თი­ან პრე­ზენ­ტა­ცი­ას შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ეს იქ­ნე­ბა ზო­გა­დი მას­ტერკლა­სი, თუ რო­გორ უნდა აწარ­მოო ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცე­სი, თა­ვი­სი სპონ­სო­რე­ბის მო­ზიდ­ვით, არ­ტის­ტე­ბის შერ­ჩე­ვით, მათი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პერ­ფორ­მან­სით, ხმით და ა.შ. ამი­ტომ კარი იღე­ბა 18:00 სა­ათ­ზე და 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა მას­ტერკლა­სი, შემ­დეგ კი Polo & Pan-ის პერ­ფორ­მან­სი“,- გან­მარ­ტა ნიკა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა უკვე 3 თვეა და­ი­წყო. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, უკვე 20 000 პირ­მა კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი უკვე გა­მოთ­ქვა და 20 ივ­ლისს დედ­ქა­ლაქს გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ელის.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ ორ­გა­ნი­ზა­ცია - „ორი­გამს“, მან პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა 3 მა­ისს გა­მარ­თა, რო­მელ­საც 1500 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო გეგ­მა­ვენ, წე­ლი­წად­ში 5 გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თონ და თბი­ლი­სი კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად აქ­ცი­ონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

20 ივლისს თბილისს Polo & Pan ეწვევა -  რა სიურპრიზები ელის მსმენელს?

20 ივლისს თბილისს Polo & Pan ეწვევა -  რა სიურპრიზები ელის მსმენელს?

Berlin is out, Tbilisi is in: Georgia’s capital is this year’s most exciting city (თბილისმა ბერლინს აჯობა - საქართველოს დედაქალაქი წლის ყველაზე გასაოცარი ქალაქია) გახსოვთ სტატია ავტორიტეტულ გამოცემა Forbes-ში ამ სათაურით?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რეზონანსული უცხოური გამოცემები ან ბლოგერები მოგზაურებს საქართველოში სტუმრობისკენ არამხოლოდ კლიმატის, ულამაზესი ხედების, საზაფხულო თუ ზამთრის კურორტების, არამედ განვითარებული კლუბური ცხოვრების გამოც მოუწოდებენ.

დიახ, წელსაც Berlin is out, იმიტომ რომ 20 ივლისს თბილისს ცნობილი მუსიკალური პროექტი Polo & Pan ეწევევა და დაუვიწყარ კონცერტს გამართავს.

ღონისძიების ორგანიზატორებმა, ორგანიზაცია „ორგამის“ დამფუძნებლებმა AMBEBI.GE-ს უამბეს, რომ Polo & Pan-ს თბილისში კონცერტის გამართვა ძალიან უნდოდა და ქართველი მსმენელის წინაშე „ლაივითა“ და ორი შემსრულებლის წარსდგება. სახელმწიფო პანტომიმის თეატრის კოსტიუმირებული მიმები კი მუსიკის, მოძრაობისა და პლასტიკის ულამაზეს შერწყმას წარმოადგენენ.

„შეხვედრაზე Polo & Pan შეგვპირდა, რომ ძალიან სანახაობრივ, სასიამოვნო და შთამბეჭდავ წარმოდგენას გამართავს თბილისში. ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს არამხოლოდ კონცერტი, არამედ შოუც, რაც მსმენელისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

Polo & Pan ჩვენით დაინტერესებულია, რადგან საქართველო ყველა DJ-სთვის ძალიან პოპულარული მიმართულებაა და ყველას ძალიან უნდა აქ ჩამოსვლა. ჩვენთან ეს კულტურა, რასაც კლუბური ცხოვრება და კონცერტი ჰქვია, ძალიან განვითარებულია. სწორედ ამ სექტორის განვითარებამ წამოწია პლანზე თუნდაც Polo&Pan-ის ჩამოსვლის საკითხი“, - - აღნიშნავს „ორიგამის“ დამფუძნებელი ნიკა ნონიკაშვილი.

კონცერტი ვაგონშშემკეთებელ ქარხანაში ჩატარდება, სადაც ორგანიზატორები ღონისძიების შესაბამის ინსფრასტრუქტურას უკვე აწყობენ.

„ამ ღონისძიებისთვის შევარჩიეთ ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ამ ადგილზე კონცერტის ჩატარება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ Polo & Pan-ის მიერ მოთხოვნილი ბევრი ტექნიკური მახასიათებელი და ბევრი ლოკაციისთვის დამახასიათებელი აუცილებელი პირობა უნდა დაგვეკმაყოფილებინა.

ეს უნდა ყოფილიყო დიდი ადგილი, ქალაქის ცენტრთან მაქსიმალურად ახლოს, გადახურული, რათა როგორც მათი, ისე პანტომიმის თეატრის მსახიობების შოუსთვის უამინდობას არ შეექმნა პრობლემები. 50 მსახიობი გადახურულ გარემოში უნდა მოხვდეს, რომ გრიმსა და იმ სამოსზე პრობლემები არ შეექმნათ“, - აღნიშნა“ორიგამის“ წარმომადგენელმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ლაშქარაძემ.

ღონისძიების კიდევ ერთი ორგანიზატორი, სანდრო მინესაშვილის განმარტავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის სანქციებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობი კამპანიის ფარგლებში (Spend summer in Georgia), Polo & Pan-ის კონცერტი თავის წვლილს აუცლებლად შეიტანს.

„რომ ვნახეთ, ვინც ყიდულობს ბილეთებს, სიაში ძალიან ბევრი უცხოელი აღმოჩნდა. ახლა Spend summer in Georgia-ში დავდეთ ეს ღონისძიება და პირველი 20 ვინც დაწერდა Spend Summer in Georgia, მას ვჩუქნიდით ბილეთებს და ძალიან ბევრი, დაახლოებით, 150-მდე კომენტარი დაიწერა, რომ კონცერტზე მოდიან“,- აღნიშნა მან.

როგორც უკვე აღინიშნა, ღონისძიების ნაწილი იქნება პანტომიმის თეატრის მსახიობების წარმოდგენა, რომლებიც ბოლო პერიოდში, ყველა პერფორმანსს თეატრის მშენებლობის დასაფინანსებლად ასრულებენ. ამ პროცესში თავიანთი წვლილი „ორიგამის“ ორგანიზატორებმაც შეიტანეს.

„დიდი ხანია, ვიცით, რომ „ჩვენ ვაშენებთ თეატრს“- ამ მესიჯის ქვეშ ხორციელდება მათი ყველა აქტივობა, რადგან გარკვეული ფართობი გამოყოფილი და თეატრის მშენებლობა უნდ დაიწყონ. ეს ვიცოდი კარგად. პირველივე შეხვედრაზე გაგვიჩნდა იდეა, პატარა წვლილი შევიტანოთ ახალი თეატრის მშენებლობაში“, - აღნიშნა ნიკა ნონიკაშვილმა.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ეს ყველაფერი არ არის. Polo & Pan-ის კონცერტზე მისულებს ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით, სრულყოფილი მასტერკლასი ელოდებათ. სწორედ ამიტომ არ სურდათ „ორიგამის“ წარმომადგენლებს, რომ კონცერტი სტანდარტულად, ღამის 11:00 საათზე დაწყებულიყო. ვაგონშემკეთებელი ქარხნის კარი გაიხსნება 18:00 საათზე, 19:00 საათზე კი მასტერკლასი დაიწყება.

„მასტერკლასს „სერქლის“ წარმომადგენლები ჩაატარებენ. ისინი დამსწრე საზოგადოებას 2-საათიან პრეზენტაციას შესთავაზებენ. ეს იქნება ზოგადი მასტერკლასი, თუ როგორ უნდა აწარმოო ღონისძიების ჩატარების პროცესი, თავისი სპონსორების მოზიდვით, არტისტების შერჩევით, მათი ერთმანეთთან დაკავშირებით, პერფორმანსით, ხმით და ა.შ. ამიტომ კარი იღება 18:00 საათზე და 19:00 საათზე დაიწყება მასტერკლასი, შემდეგ კი Polo & Pan-ის პერფორმანსი“,- განმარტა ნიკა ნონიკაშვილმა.

ბილეთების გაყიდვა უკვე 3 თვეა დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, უკვე 20 000 პირმა კონცერტზე დასწრების სურვილი უკვე გამოთქვა და 20 ივლისს დედქალაქს გრანდიოზული ღონისძიება ელის.

რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორ ორგანიზაცია - „ორიგამს“, მან პირველი ღონისძიება 3 მაისს გამართა, რომელსაც 1500 ადამიანი დაესწრო. მისი დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ დიდი დაინტერესების გამო გეგმავენ, წელიწადში 5 გრანდიოზული ღონისძიება გამართონ და თბილისი კიდევ უფრო პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქციონ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება