საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ავრცელებს კადრებს, რომელიც 4 პირის დაკავებას საფუძვლად დაედო
შსს ავრცელებს კადრებს, რომელიც 4 პირის დაკავებას საფუძვლად დაედო

შსს-მ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სას ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 4 პი­რის და­კა­ვე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცოტ­ნე სო­სე­ლია, ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი, კა­ხა­ბერ კუპ­რე­იშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ბა­და­ღაშ­ვი­ლი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 20-21 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში, რა დრო­საც სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმას და მათ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას. კერ­ძოდ: ზ. ბ.-მ ხელ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით არა­ერ­თხელ და­ეს­ხა თავს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და ძა­ლის­მი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბო­და მათ. კ.კ. პო­ლი­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­და სხვა­დას­ხვა საგ­ნებს, აგ­რე­სი­უ­ლად ეს­ხმო­და თავს და ძა­ლის­მი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ც. ს. ხელ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით თავს და­ეს­ხა სა­მარ­თალ­დამ­ცველს და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ხოლო, ბ. თ. ასე­ვე თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცი­ის არა­ერთ თა­ნამ­შრო­მელს. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას." - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

00:00 / 00:00
ავტორი:

შსს ავრცელებს კადრებს, რომელიც 4 პირის დაკავებას საფუძვლად დაედო

შსს ავრცელებს კადრებს, რომელიც 4 პირის დაკავებას საფუძვლად დაედო

შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას დაედო საფუძვლად. დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ. ბ.-მ ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგნებს, აგრესიულად ესხმოდა თავს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც. ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა. ხოლო, ბ. თ. ასევე თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას." - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს