პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი თვალით ვხედავ, რამდენი საფრთხე გვემუქრება საქართველოში" - რას წერს რუსი ტურისტი "ფეისბუქზე"
"საკუთარი თვალით ვხედავ, რამდენი საფრთხე გვემუქრება საქართველოში" - რას წერს რუსი ტურისტი "ფეისბუქზე"

რუსი ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ვე­ნებ­და, ამ­ბობს, რომ ძი­რი­თა­დი საფრ­თხე, რაც რუ­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ემუქ­რე­ბათ - ნორ­მა­ზე მეტი ხა­ჭა­პუ­რის ჭამა, ან - ჭა­ჭის სმით კუ­ჭის და­ა­ვა­დე­ბაა.

მოს­კო­ვე­ლი ალექ­სეი კა­შე­ე­ვი ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"უკვე მე­ექ­ვსე დღეა ბა­თუმ­ში ვართ და სრუ­ლი­ად ვემ­ხრო­ბი ჩვე­ნი ბრძე­ნი იმ­პე­რა­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­და­არ­ჩი­ნოს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვხე­დავ, რომ რუ­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ - შე­საძ­ლოა, ბევ­რი ხა­ჭა­პუ­რის ჭა­მით გარ­და­იც­ვა­ლონ, და­ა­ვად­დნენ პანკრე­ა­ტი­ტით ჭა­ჭის სმის გამო, ან თეთ­რი ღვი­ნის და­ლე­ვის შემ­დეგ ზღვა­ში და­იხ­რჩონ.

ცალ­კე სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს რუ­სის­თვის ის ფაქ­ტი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ნორ­მა­ლუ­რად და­ხარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფული, რად­გან მოს­კო­ვის ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით აქ ცხოვ­რე­ბა არა მხო­ლოდ იაფი, არა­მედ - უფა­სოც კია. შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია, რომ შავი ზღვის „ბა­რა­ბულ­კა“ აქ 5-7-ჯერ ია­ფია, ვიდ­რე სოჭ­ში," - წერს რუსი ტუ­რის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც და­სას­ვე­ნებ­ლად იქი­რა­ვა, იმ­დე­ნი­ვე ღირს, რამ­დე­ნიც "ტუ­ა­ლე­ტი სა­შუ­ა­ლო დო­ნის მოს­კო­ვურ ბი­ნა­ში".

"ფო­ტო­ზე კონ­სტან­ტი­ნი ითხოვს, მალე შე­წყდეს პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, რად­გან მინ­სკის აე­რო­პორ­ტი ძა­ლი­ან უყ­ვარს," - წერს კა­შე­ე­ვი და ბავ­შვის სუ­რათს აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"საკუთარი თვალით ვხედავ, რამდენი საფრთხე გვემუქრება საქართველოში" - რას წერს რუსი ტურისტი "ფეისბუქზე"

"საკუთარი თვალით ვხედავ, რამდენი საფრთხე გვემუქრება საქართველოში" - რას წერს რუსი ტურისტი "ფეისბუქზე"

რუსი ტურისტი, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში ისვენებდა, ამბობს, რომ ძირითადი საფრთხე, რაც რუსებს საქართველოში ემუქრებათ - ნორმაზე მეტი ხაჭაპურის ჭამა, ან - ჭაჭის სმით კუჭის დაავადებაა.

მოსკოველი ალექსეი კაშეევი ბათუმში დასვენების შესახებ "ფეისბუქზე" წერს.

"უკვე მეექვსე დღეა ბათუმში ვართ და სრულიად ვემხრობი ჩვენი ბრძენი იმპერატორის გადაწყვეტილებას, გადაარჩინოს თანამოქალაქეები. საკუთარი თვალით ვხედავ, რომ რუსებს საქართველოში უამრავი საფრთხე ემუქრებათ - შესაძლოა, ბევრი ხაჭაპურის ჭამით გარდაიცვალონ, დაავადდნენ პანკრეატიტით ჭაჭის სმის გამო, ან თეთრი ღვინის დალევის შემდეგ ზღვაში დაიხრჩონ.

ცალკე სირთულეს წარმოადგენს რუსისთვის ის ფაქტი, რომ შეუძლებელია ნორმალურად დახარჯოს საქართველოში ფული, რადგან მოსკოვის ფასებთან შედარებით აქ ცხოვრება არა მხოლოდ იაფი, არამედ - უფასოც კია. შეურაცხმყოფელია, რომ შავი ზღვის „ბარაბულკა“ აქ 5-7-ჯერ იაფია, ვიდრე სოჭში," - წერს რუსი ტურისტი.

მისივე თქმით, ბათუმში ძალიან კომფორტული აპარტამენტი, რომელიც დასასვენებლად იქირავა, იმდენივე ღირს, რამდენიც "ტუალეტი საშუალო დონის მოსკოვურ ბინაში".

"ფოტოზე კონსტანტინი ითხოვს, მალე შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, რადგან მინსკის აეროპორტი ძალიან უყვარს," - წერს კაშეევი და ბავშვის სურათს აქვეყნებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს