პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება
სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში 7 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტიტა-პა­პა­ლა­რას ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა სამ დღე­ში დას­რულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" „ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მის“ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა გი­ორ­გი ჩა­ლა­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

სწო­რედ "ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მია“ სვა­ნეთ­ში "ნენ­სკრა ჰე­სის" საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს " ნენ­სკრა ჰიდ­როს" სამ­შე­ნებ­ლო სუბკონ­ტრაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც სვა­ნეთ­ში გა­სუ­ლი წლის 5 ივ­ლისს, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე წლის 7 ივ­ნი­სის წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზი­სა და ხი­დე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც გი­ორ­გი ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, 7 ივ­ნისს მდი­ნა­რე ნენ­სკრას შე­ნა­კა­დის-დევ­რუ­ლას ადი­დე­ბის შე­დე­გად წა­ღე­ბუ­ლი, სოფ­ლე­ბის ტიტა- პა­პა­ლა­რას ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი,რო­მე­ლიც სო­ფელ ტი­ტა­სა და ოკ­რილს აკავ­ში­რებს, ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­სახ­ლე­ო­ბა,ასე­ვე კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კა ხი­დით სარ­გებ­ლო­ბას სამ დღე­ში შეძ­ლებს.

"დრო­ე­ბი­თია ხიდი, რო­მე­ლიც აქ იყო, ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ აა­შე­ნა 2015 წელს. 7 ივ­ნისს მდი­ნა­რის დო­ნემ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ი­მა­ტა, ამი­ტომ ბურ­ჯებ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო. ახლა ეს ხიდი შენ­დე­ბა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მდი­ნა­რის მსგავს ადი­დე­ბას გა­უძ­ლოს. ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი 3 დღე­ში დას­რულ­დე­ბა,"-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­თაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად მიმ­დი­ნა­რე წლის 7 ივ­ნისს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მდი­ნა­რე ნენ­სკრას შე­ნა­კა­დი – დევ­რუ­ლა ადიდ­და, რა­მაც გზი­სა და ხი­დის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

NS

ავტორი:

სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება

სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ტიტა-პაპალარას ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ჩალათაშვილმა განუცხადა.

სწორედ "ქართული სამშენებლო კონსორციუმია“ სვანეთში "ნენსკრა ჰესის" საპროექტო კომპანია სს " ნენსკრა ჰიდროს" სამშენებლო სუბკონტრაქტორი, რომელიც სვანეთში გასული წლის 5 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 7 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც გიორგი ჩალათაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, 7 ივნისს მდინარე ნენსკრას შენაკადის-დევრულას ადიდების შედეგად წაღებული, სოფლების ტიტა- პაპალარას ხიდის მშენებლობის სამუშაოები,რომელიც სოფელ ტიტასა და ოკრილს აკავშირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს და მოსახლეობა,ასევე კომპანიის ტექნიკა ხიდით სარგებლობას სამ დღეში შეძლებს.

"დროებითია ხიდი, რომელიც აქ იყო, ჩვენმა კომპანიამ ააშენა 2015 წელს. 7 ივნისს მდინარის დონემ მაქსიმალურად მოიმატა, ამიტომ ბურჯებმა ვეღარ გაუძლო. ახლა ეს ხიდი შენდება იმის გათვალისწინებით, რომ მდინარის მსგავს ადიდებას გაუძლოს. ხიდის მშენებლობის სამუშაოები 3 დღეში დასრულდება,"-განაცხადა გიორგი ჩალათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი – დევრულა ადიდდა, რამაც გზისა და ხიდის დაზიანება გამოიწვია.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი