პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ტურისტი აფხაზებმა კილტის გამო სცემეს - ადგილობრივებს რუსეთისგან "ტურისტული ბლოკადის" ეშინიათ
რუსი ტურისტი აფხაზებმა კილტის გამო სცემეს - ადგილობრივებს რუსეთისგან "ტურისტული ბლოკადის" ეშინიათ

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად უმ­ძი­მეს ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუს ტუ­რისტს, რო­მე­ლიც რი­წის ტბის­კენ იუფ­შა­რის კა­ნი­ონ­ში შოტ­ლან­დი­ურ კილ­ტში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ე­მარ­თე­ბო­და, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

ინ­ცინ­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტალ­მა Cочи ньюс-მა და­წე­რა. რუსი ტუ­რის­ტე­ბის თქმით, აფხა­ზებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ ტუ­რის­ტუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი­დან "კა­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი" გად­მო­ვი­და, რაც შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღეს და მას თავს და­ესხნენ.

Cочи ньюс-ის ცნო­ბით, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ტუ­რის ერთ-ერ­თმა ტუ­რის­ტმა, რი­წის ტბის გზა­ზე მთი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟის ფონ­ზე შოტ­ლან­დი­უ­რი კილ­ტით მო­ი­სურ­ვა ფო­ტოს გა­და­ღე­ბა. ეს შე­ნიშ­ნეს იქ მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რივ­მა მა­მა­კა­ცებ­მა და ტუ­რისტზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აფხა­ზე­თის ე.წ. კუ­რორ­ტე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის უწყე­ბამ. “მი­ნის­ტრის” მო­ად­გი­ლე ას­ტა­მურ ბარ­ციც­მა მომ­ხდარს "წმინ­და წყლის პრო­ვო­კა­ცია" უწო­და.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და დად­გმუ­ლი იყო: ერთი მა­მა­კა­ცი ას­რუ­ლებ­და, მე­ო­რე კი ამ ყვე­ლა­ფერს იღებ­და, რათა ინ­ტერ­ნეტ­ში აეტვირ­თათ და ამით "აფხა­ზუ­რი კუ­რორ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნათ".

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ რუსი ტუ­რის­ტე­ბის ნა­წი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი" აფხა­ზეთ­ში “ტუ­რის­ტულ ბლო­კა­დას” გა­მო­იწ­ვევს.

“მე ვე­სა­უბ­რე შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლებს, რო­მელ­თა თქმი­თაც, ტუ­რის­ტე­ბი გო­გო­ნე­ბი­ვით იქ­ცე­ოდ­ნენ, ასე რომ, არ მიკ­ვირს, თუ სცე­მეს..." - წერს Абхаз Авто-ს კო­მენ­ტა­რებ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

“აგ­რე­სი­ას არ ვა­მარ­თლებ, მაგ­რამ აფხა­ზე­თის მთებ­ში კა­ბი­ა­ნი რუსი კა­ცე­ბის ნახ­ვა, სა­დაც ცხოვ­რე­ბის მკაც­რი წე­სე­ბი და ეტი­კე­ტია, არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, მთის მდი­ნა­რე­ებ­ში ხალ­ხი ტან­საც­მლით ბა­ნა­ობს და და ასე­თი რამ მეც არ მო­მე­წო­ნე­ბო­და... ასე რომ, ეს მარ­თლა პრო­ვო­კა­ცი­აა, ჩვენს გა­სა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად” - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"რუ­სულ-აფხა­ზუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი", რო­გორც მას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უწო­დე­ბენ, დიდი ხა­ნია და­ი­წყო. რუ­სე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი არი­ან აფხა­ზი გი­დე­ბი, ისე­ვე რო­გორც, რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო აფხა­ზე­ბის­თვის რუსი ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, "რუ­სე­ბი ზოგ­ჯერ აფხა­ზე­თის აბო­რი­გენ მო­სახ­ლე­ო­ბად ქარ­თვე­ლებს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რომ­ლე­ბიც მთი­დან ჩა­მო­სულ­მა აფხა­ზებ­მა ია­რა­ღით გან­დევ­ნეს".

ekhokavkaza.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ტა­ლი შა­რია, თა­ვის სტა­ტი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მწვა­ვედ აფა­სებს. მისი ცნო­ბით, უფ­ლე­და­ბამ­ცველ­თა მოძ­რა­ო­ბამ “რუ­სუ­ლი ხმა” რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს სერ­გეი ლავ­როვს მი­მარ­თა თხოვ­ნით - “აფხა­ზე­თი შე­იყ­ვა­ნოს იმ ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უსაფრ­თხო არ არის, რაც ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.”

შა­რი­ას აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია Свободная пресс-ის ჟურ­ნა­ლის­ტის ან­ტონ ჩაბ­ლი­ნის სტა­ტი­ამ, რო­მელ­შიც ის “რუ­სულ ხმა­ზე” სა­უბ­რობს. ორ­გა­ნი­ზა­ცია 2010 წელს მოს­კო­ველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა მი­ხე­ილ პა­ნოვ­მა და­ა­ფუძნა. მან რეს­პუბ­ლი­კა­ში ჩამ­კვდა­რი ეკო­ნო­მი­კის გა­მო­სა­ცო­ცხლებ­ლად, გუ­და­უ­თის სო­ფელ ლიხნ­ში პლასტმა­სის მი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­ხა­ნა აა­შე­ნა. ძა­ლი­ან მალე კი აფხა­ზი ძა­ლოვ­ნე­ბი­სა და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის­თვის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი - მის წი­ნა­აღ­მდეგ თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა...

"პა­ნოვს ეს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სწო­რედ მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის და­სა­ცა­ვად სჭირ­დე­ბო­და...” - წერს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ტა­ლი შა­რია, რო­მელ­საც აფხა­ზი სა­ზო­გა­დო აქ­ტი­ვის­ტის და­ვიდ და­სა­ნი­ას სი­ტყვე­ბიც მოჰ­ყავს. და­სა­ნია პირ­ვე­ლი იყო, ვინც ჩაბ­ლი­ნის სტა­ტია, რო­მელ­შიც რუსი ჟუნ­რა­ლის­ტი ითხოვ­და “აფხა­ზე­თი რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის შავ სი­ა­ში შე­ეყ­ვა­ნათ”, ხმა­მაღ­ლა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია “რუ­სე­თის ხმა", აფხა­ზეთ­ში კრი­მი­ნა­ლის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. მისი ცნო­ბით, “აფხა­ზე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა და შსს და­ნა­შა­უ­ლის რე­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას არ აქ­ვეყ­ნე­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, იქ სამ­ჯერ მე­ტია და­ყა­ჩა­ღე­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, გა­ტა­ცე­ბე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი.

"ვერც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ ვი­თა­რე­ბას ვერ და­ა­ლა­გებს, რად­გან არა­ვინ იცის სა­ი­დან და­ი­წყოს საქ­მე... აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბობს დრან­დის ციხე, რო­მე­ლიც სტა­ლი­ნის დროს არის აშე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლია დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის, უფრო ნიცა და ჩერ­ნო­გო­რია, ვიდ­რე ციხე" - წერს ჩაბ­ლი­ნი.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რუ­სებ­სა და აფხა­ზებს შო­რის კა­მა­თი ისე შორს წა­ვი­და, რომ ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ხა­ჩიმ კუჩ­მე­ზოვ­მა და­წე­რა: "და­უბ­რუ­ნეთ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რუსი ტურისტი აფხაზებმა კილტის გამო სცემეს - ადგილობრივებს რუსეთისგან "ტურისტული ბლოკადის" ეშინიათ

რუსი ტურისტი აფხაზებმა კილტის გამო სცემეს - ადგილობრივებს რუსეთისგან "ტურისტული ბლოკადის" ეშინიათ

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ტრადიციულად უმძიმეს ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, რუს ტურისტს, რომელიც რიწის ტბისკენ იუფშარის კანიონში შოტლანდიურ კილტში გამოწყობილი მიემართებოდა, ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინცინდენტის შესახებ ინტერნეტ-პორტალმა Cочи ньюс-მა დაწერა. რუსი ტურისტების თქმით, აფხაზებმა დაინახეს, რომ ტურისტული ავტობუსიდან "კაბიანი მამაკაცი" გადმოვიდა, რაც შეურაცხყოფად მიიღეს და მას თავს დაესხნენ.

Cочи ньюс-ის ცნობით, მრავალრიცხოვანი ტურის ერთ-ერთმა ტურისტმა, რიწის ტბის გზაზე მთიანი პეიზაჟის ფონზე შოტლანდიური კილტით მოისურვა ფოტოს გადაღება. ეს შენიშნეს იქ მომუშავე ადგილობრივმა მამაკაცებმა და ტურისტზე იერიში მიიტანეს.

მოგვიანებით, მომხდარზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის უწყებამ. “მინისტრის” მოადგილე ასტამურ ბარციცმა მომხდარს "წმინდა წყლის პროვოკაცია" უწოდა.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და დადგმული იყო: ერთი მამაკაცი ასრულებდა, მეორე კი ამ ყველაფერს იღებდა, რათა ინტერნეტში აეტვირთათ და ამით "აფხაზური კურორტების დისკრედიტაცია მოეხდინათ".

ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ რუსი ტურისტების ნაწილის მიერ სოციალურ ქსელებში გამოცხადებული "საინფორმაციო ომი" აფხაზეთში “ტურისტულ ბლოკადას” გამოიწვევს.

“მე ვესაუბრე შემთხვევის თვითმხილველებს, რომელთა თქმითაც, ტურისტები გოგონებივით იქცეოდნენ, ასე რომ, არ მიკვირს, თუ სცემეს..." - წერს Абхаз Авто-ს კომენტარებში ერთ-ერთი ადგილობრივი.

“აგრესიას არ ვამართლებ, მაგრამ აფხაზეთის მთებში კაბიანი რუსი კაცების ნახვა, სადაც ცხოვრების მკაცრი წესები და ეტიკეტია, არ არის ჩვეულებრივი. ჩვენი ტრადიციების თანახმად, მთის მდინარეებში ხალხი ტანსაცმლით ბანაობს და და ასეთი რამ მეც არ მომეწონებოდა... ასე რომ, ეს მართლა პროვოკაციაა, ჩვენს გასაღიზიანებლად” - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

"რუსულ-აფხაზური საინფორმაციო ომი", როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, დიდი ხანია დაიწყო. რუსებისთვის მიუღებელი არიან აფხაზი გიდები, ისევე როგორც, რამდენიმე მიზეზის გამო აფხაზებისთვის რუსი ექსკურსიამძღოლები. ადგილობრივი მედიის ცნობით, "რუსები ზოგჯერ აფხაზეთის აბორიგენ მოსახლეობად ქართველებს მოიხსენიებენ, რომლებიც მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა იარაღით განდევნეს".

ekhokavkaza.com-ის ჟურნალისტი ვიტალი შარია, თავის სტატიაში მიმდინარე პროცესებს მწვავედ აფასებს. მისი ცნობით, უფლედაბამცველთა მოძრაობამ “რუსული ხმა” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიმართა თხოვნით - “აფხაზეთი შეიყვანოს იმ ქვეყნების სიაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არ არის, რაც შიდაპოლიტიკური სიტუაციითა და უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული.”

შარიას აღშფოთება გამოიწვია Свободная пресс-ის ჟურნალისტის ანტონ ჩაბლინის სტატიამ, რომელშიც ის “რუსულ ხმაზე” საუბრობს. ორგანიზაცია 2010 წელს მოსკოველმა ბიზნესმენმა მიხეილ პანოვმა დააფუძნა. მან რესპუბლიკაში ჩამკვდარი ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, გუდაუთის სოფელ ლიხნში პლასტმასის მილების მწარმოებელი თანამედროვე ქარხანა ააშენა. ძალიან მალე კი აფხაზი ძალოვნებისა და ჩინოვნიკებისთვის ინტერესის საგანი - მის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა...

"პანოვს ეს უფლებადამცველი ორგანიზაცია სწორედ მის საკუთრებაში არსებული ქონების დასაცავად სჭირდებოდა...” - წერს აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია, რომელსაც აფხაზი საზოგადო აქტივისტის დავიდ დასანიას სიტყვებიც მოჰყავს. დასანია პირველი იყო, ვინც ჩაბლინის სტატია, რომელშიც რუსი ჟუნრალისტი ითხოვდა “აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის შავ სიაში შეეყვანათ”, ხმამაღლა გააპროტესტა.

ორგანიზაცია “რუსეთის ხმა", აფხაზეთში კრიმინალის მაღალ მაჩვენებელზე აკეთებს აქცენტს. მისი ცნობით, “აფხაზეთის პროკურატურა და შსს დანაშაულის რეალურ სტატისტიკას არ აქვეყნებენ, სინამდვილეში, იქ სამჯერ მეტია დაყაჩაღების, გაუპატიურების, გატაცებებისა და ძალადობის ფაქტები.

"ვერც ერთი ხელისუფლება იქ ვითარებას ვერ დაალაგებს, რადგან არავინ იცის საიდან დაიწყოს საქმე... აფხაზეთში არსებობს დრანდის ციხე, რომელიც სტალინის დროს არის აშენებული, მაგრამ ის დასასვენებელი სახლია დამნაშავეებისთვის, უფრო ნიცა და ჩერნოგორია, ვიდრე ციხე" - წერს ჩაბლინი.

აფხაზური მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებში რუსებსა და აფხაზებს შორის კამათი ისე შორს წავიდა, რომ ფეისბუქმომხმარებელმა ხაჩიმ კუჩმეზოვმა დაწერა: "დაუბრუნეთ აფხაზეთი საქართველოს!".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი