მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავგეგმოთ ქორწილი სწრაფად და მარტივად?
როგორ დავგეგმოთ ქორწილი სწრაფად და მარტივად?

ქორ­წი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. რამ­დე­ნა­დაც სა­სი­ა­მოვ­ნოა ქორ­წი­ნე­ბის დღე, იმ­დე­ნად სტრე­სუ­ლია სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტარ­ძლის­თვის: კაბა, სამ­კა­უ­ლი, ტორ­ტი, მოგ­ზა­უ­რო­ბა... და კი­დევ ათა­სი დე­ტა­ლი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა პა­ტარ­ძალს უნდა, რომ იდე­ა­ლუ­რად იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

სწო­რედ სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სის სირ­თუ­ლე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სას­ტუმ­რო „ბილტმორ თბი­ლის­მა“ და ულა­მა­ზეს სა­ქორ­წი­ნო დარ­ბაზ­ში, Grand Royal Ballroom–ში სა­ქორ­წი­ნო ფეს­ტი­ვალს უმას­პინ­ძლა. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქორ­წი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ მო­მა­ვალ პა­ტარ­ძლებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, თა­ვი­ან­თი ქორ­წი­ლის­თვის შე­ერ­ჩი­ათ ყვე­ლა სა­სურ­ვე­ლი და სა­ჭი­რო დე­ტა­ლი.

პირ­ვე­ლი კი რა­ზეც ასეთ დროს პა­ტარ­ძა­ლი ფიქ­რს იწყებს, სა­ოც­ნე­ბო სა­პა­ტარ­ძლო კა­ბაა. ფეს­ტი­ვალ­ზე დი­ზა­ი­ნერ­მა მაია ბა­კუ­რა­ძემ ულა­მა­ზე­სი სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა:

„15 წე­ლია, რაც სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს საქ­მე. როცა პა­ტარ­ძა­ლი ჩემ­თან მო­დის და კა­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას ვი­წყებთ, ის კაბა მისი ხდე­ბა, პა­ტარ­ძლის ენერ­გე­ტი­კით ივ­სე­ბა, მისი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩემ­ზეც გად­მო­დის და ეს ემო­ცია მავ­სებს“, – აღ­ნიშ­ნა მაია ბა­კუ­რა­ძემ.

მო­მა­ვალ პა­ტარ­ძლებს მე­ტად თა­ნა­მედ­რო­ვე და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბიც შე­ეძ­ლოთ შე­ერ­ჩი­ათ დი­ზა­ი­ნე­რი ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის­გან.

იდე­ა­ლუ­რი ქორ­წი­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტის გა­რე­შე. სწო­რედ ასე­თი ტორ­ტე­ბი წა­რად­გი­ნეს სა­კონ­დიტ­რო­ებ­მა აზა­ტომ, კას­ტა დი­ვამ და ფრან­გულ­მა რეს­ტო­რან­მა Ladurée Georgia–მ.

„ბილტმორ თბი­ლი­სის“ სა­ქორ­წი­ლო ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქორ­წი­ლო სამ­კა­უ­ლე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნით წარ­სდგა „ზა­რა­ფხა­ნა“, რო­მე­ლიც წელს 80 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. ასე­ვე, სტუმ­რებს შე­ეძ­ლოთ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ ქრო­ნოგ­რა­ფის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი.

სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დე­კო­რა­ცი­ის გა­რე­შე. სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია „პრინ­ტა­რე­ამ“ მო­მა­ვალ პა­ტარ­ძლებს სა­ქორ­წი­ლო კა­ტა­ლო­გი წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­შიც თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია: მო­საწ­ვე­ვე­ბი, ფო­ტო­წიგ­ნე­ბი, სა­მა­გი­დე­ე­ბი და ქორ­წი­ლის გა­ფორ­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო სხვა ნივ­თე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ახა­ლი სა­ი­ტი-კა­ტა­ლო­გი wedder.ge, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბას, რაც თქვე­ნი იდე­ა­ლუ­რი ქორ­წი­ლის­თვის შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ერთ პორ­ტალ­ზე აერ­თი­ა­ნებს.

„Wedder.ge არის ახა­ლი სა­ი­ტი–კა­ტა­ლო­გი, რო­მე­ლიც სა­ქორ­წი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თულ კომ­პა­ნი­ებს აერ­თი­ა­ნებს და პა­ტარ­ძალს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თა­ვად და­გეგ­მოს სა­კუ­თა­რი ქორ­წი­ლი. კერ­ძოდ, შე­არ­ჩი­ოს ყვე­ლა­ფე­რი – სა­ქორ­წი­ლო ბეჭ­დით და­წყე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­ტი არამ­ხო­ლოდ ქორ­წი­ლის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვას გა­უ­ად­ვი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელს და მის­ცემს მას სა­შუ­ა­ლე­ბას სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად აარ­ჩი­ოს მის­თვის სა­ჭი­რო სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა.

„ბილტმორ თბი­ლი­სის“ სა­ქორ­წი­ლო ფეს­ტი­ვა­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა მო­მა­ვა­ლი პა­ტარ­ძლის, 24 წლის ლი­კას­თვის: „ჩემ­მა საქმრომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთხო­ვა ხელი. უკვე და­ვი­წყეთ სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დი­სი და სა­ქორ­წი­ნო ფეს­ტი­ვალ­ზეც ამი­ტომ მო­ვე­დი. აქ ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ოც­ნე­ბო ქორ­წი­ლის გა­მარ­თვა­ში და­მეხ­მა­რე­ბი­ან. უკვე ავარ­ჩიე სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი, სა­კონ­დიტ­რო და ასე­ვე, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ჩემი საქმროს­თვის.“

რაც შე­ე­ხე­ბა ბილტმორ თბი­ლი­სის გრანდ რო­ი­ალ ბოლ­რუმს, ეს იდე­ა­ლუ­რი სივ­რცეა შთამ­ბეჭ­და­ვი ქორ­წი­ნე­ბის აღ­სა­ნიშ­ნად. სას­ტუმ­რომ არა­ერთ გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს უმას­პინ­ძლა და მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს კი­დევ უფრო მეტ წყვილს გა­უ­ლა­მა­ზოს ეს და­უ­ვი­წყა­რი დღე.

ავტორი:

როგორ დავგეგმოთ ქორწილი სწრაფად და მარტივად?

როგორ დავგეგმოთ ქორწილი სწრაფად და მარტივად?

ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. რამდენადაც სასიამოვნოა ქორწინების დღე, იმდენად სტრესულია საქორწილო სამზადისი, განსაკუთრებით პატარძლისთვის: კაბა, სამკაული, ტორტი, მოგზაურობა... და კიდევ ათასი დეტალი, რომლებიც ყველა პატარძალს უნდა, რომ იდეალურად იყოს მომზადებული.

სწორედ საქორწილო სამზადისის სირთულე გაითვალისწინა სასტუმრო „ბილტმორ თბილისმა“ და ულამაზეს საქორწინო დარბაზში, Grand Royal Ballroom–ში საქორწინო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც საქორწილო ინდუსტრიაში მუშაობს. ღონისძიებაზე მისულ მომავალ პატარძლებს კი საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ქორწილისთვის შეერჩიათ ყველა სასურველი და საჭირო დეტალი.

პირველი კი რაზეც ასეთ დროს პატარძალი ფიქრს იწყებს, საოცნებო საპატარძლო კაბაა. ფესტივალზე დიზაინერმა მაია ბაკურაძემ ულამაზესი საქორწინო კაბები წარმოადგინა:

„15 წელია, რაც საქორწინო კაბებზე ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ეს საქმე. როცა პატარძალი ჩემთან მოდის და კაბაზე მუშაობას ვიწყებთ, ის კაბა მისი ხდება, პატარძლის ენერგეტიკით ივსება, მისი ბედნიერება ჩემზეც გადმოდის და ეს ემოცია მავსებს“, – აღნიშნა მაია ბაკურაძემ.

მომავალ პატარძლებს მეტად თანამედროვე და მინიმალისტური საქორწინო კაბებიც შეეძლოთ შეერჩიათ დიზაინერი ეკა ბალანჩივაძისგან.

იდეალური ქორწილი წარმოუდგენელია გრანდიოზული ტორტის გარეშე. სწორედ ასეთი ტორტები წარადგინეს საკონდიტროებმა აზატომ, კასტა დივამ და ფრანგულმა რესტორანმა Ladurée Georgia–მ.

„ბილტმორ თბილისის“ საქორწილო ფესტივალზე საქორწილო სამკაულების დიდი არჩევანით წარსდგა „ზარაფხანა“, რომელიც წელს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე, სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ქრონოგრაფის მიერ წარმოდგენილი საქორწინო ბეჭდები.

საქორწილო ცერემონია წარმოუდგენელია დეკორაციის გარეშე. სარეკლამო კომპანია „პრინტარეამ“ მომავალ პატარძლებს საქორწილო კატალოგი წარუდგინა, რომელშიც თავისი პროდუქცია: მოსაწვევები, ფოტოწიგნები, სამაგიდეები და ქორწილის გაფორმებისთვის საჭირო სხვა ნივთები გააერთიანა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ახალი საიტი-კატალოგი wedder.ge, რომელიც ყველა ჩამოთვლილ მომსახურეობას, რაც თქვენი იდეალური ქორწილისთვის შეიძლება დაგჭირდეთ ერთ პორტალზე აერთიანებს.

„Wedder.ge არის ახალი საიტი–კატალოგი, რომელიც საქორწილო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს და პატარძალს საშუალებას აძლევს, თავად დაგეგმოს საკუთარი ქორწილი. კერძოდ, შეარჩიოს ყველაფერი – საქორწილო ბეჭდით დაწყებული მოგზაურობით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საიტი არამხოლოდ ქორწილის, არამედ ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვას გაუადვილებს მომხმარებელს და მისცემს მას საშუალებას სახლიდან გაუსვლელად აარჩიოს მისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტი თუ მომსახურება.

„ბილტმორ თბილისის“ საქორწილო ფესტივალი ნაყოფიერი აღმოჩნდა მომავალი პატარძლის, 24 წლის ლიკასთვის: „ჩემმა საქმრომ რამდენიმე დღის წინ მთხოვა ხელი. უკვე დავიწყეთ საქორწილო სამზადისი და საქორწინო ფესტივალზეც ამიტომ მოვედი. აქ ყველა წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც საოცნებო ქორწილის გამართვაში დამეხმარებიან. უკვე ავარჩიე სილამაზის სალონი, საკონდიტრო და ასევე, აქსესუარები ჩემი საქმროსთვის.“

რაც შეეხება ბილტმორ თბილისის გრანდ როიალ ბოლრუმს, ეს იდეალური სივრცეა შთამბეჭდავი ქორწინების აღსანიშნად. სასტუმრომ არაერთ გრანდიოზულ ქორწილს უმასპინძლა და მომავალში გეგმავს კიდევ უფრო მეტ წყვილს გაულამაზოს ეს დაუვიწყარი დღე.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის