სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომხმარებლის დაუდევრობის გამო, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
მომხმარებლის დაუდევრობის გამო, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, ძლი­ერ აფეთ­ქე­ბას გა­და­ურ­ჩა.

კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მე-15 სარ­თულ­ზე გა­ზის ძლი­ე­რი სუნი იგ­რძნო­ბო­და.

სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა. შე­მოწ­მდა ჭები, სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხე­ბი, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი, მე­თა­ნის სა­ძი­ე­ბო ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტით შე­მოწ­მე­ბი­სას, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ზის ძლი­ე­რი კონ­ცენ­ტრა­ცია და­ად­გი­ნეს.

ბინა და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას, კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­ზ­ქუ­რის ონ­კა­ნი ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ.

ამ დრო­ის­თვის კორ­პუს­ში საფრ­თხე მოხ­სნი­ლია და გაზ­მო­მა­რა­გე­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლი.

კომ­პა­ნია მად­ლო­ბას უხ­დის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს დრო­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის­თვის და საფრ­თხის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის­თვის. მად­ლო­ბა, ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც დრო­უ­ლად და­რე­კა ცხელ ხაზ­ზე და სა­ეჭ­ვო სუ­ნის შე­სა­ხებ­შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა. სწო­რედ ამ ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი ძლი­ერ აფეთ­ქე­ბას გა­და­ურ­ჩა.

გაფრ­თხი­ლებთ - არ და­ტო­ვოთ უყუ­რა­დღე­ბოდ გა­ზის ონ­კა­ნე­ბი და და­ნად­გა­რე­ბი.

სახ­ლი­დან გას­ვლი­სას შე­ა­მოწ­მეთ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ნუ ჩა­უვ­ლით გულ­გრი­ლად ად­გილს, სა­დაც გა­ზის სუნი იგ­რძნო­ბა.

გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფრ­თხი­ლე და გახ­სოვ­დეთ, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მომხმარებლის დაუდევრობის გამო, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

მომხმარებლის დაუდევრობის გამო, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის დახმარებით, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

კომპანიის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

სწრაფი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისთანავე, უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. შემოწმდა ჭები, სავენტილაციო არხები, სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორია. კომპანიის სპეციალისტებმა სპეციალური, მეთანის საძიებო ლაზერული აპარატით შემოწმებისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაადგინეს.

ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით ბინაში შესვლისას, კომპანიის სპეციალისტებს გაზქურის ონკანი ღია მდგომარეობაში დახვდათ.

ამ დროისთვის კორპუსში საფრთხე მოხსნილია და გაზმომარაგება სრულად აღდგენილი.

კომპანია მადლობას უხდის სწრაფი რეაგირების სპეციალისტებს დროული მოქმედებისთვის და საფრთხის განეიტრალებისთვის. მადლობა, ასევე, მოქალაქეს, რომელმაც დროულად დარეკა ცხელ ხაზზე და საეჭვო სუნის შესახებშეგვატყობინა. სწორედ ამ ქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

გაფრთხილებთ - არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის ონკანები და დანადგარები.

სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ მათი მდგომარეობა.

ნუ ჩაუვლით გულგრილად ადგილს, სადაც გაზის სუნი იგრძნობა.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების უსაფრთხოებაზე.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ