პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟვანიას ქუჩასა და ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა
ჟვანიას ქუჩასა და ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

ჟვა­ნი­ას ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე ვა­რა­ზის­ხე­ვის ზედა ნა­წილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა შე­ჩერ­და. ამის შე­სა­ხებ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, თბი­ლი­სის მე­რი­ის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რათა მე­რი­ას ჰქო­ნო­და ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნად საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ჟვა­ნი­ა­სა და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე მშე­ნებ­ლო­ბა.

„კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ვუკ­ვე­თეთ, ეხე­ბა ვა­რა­ზის­ხე­ვის ზედა ნა­წილ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას, ასე­ვე, ჟვა­ნი­ას და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს. ჩვენ ბევ­რი კრი­ტი­კა მი­ვი­ღეთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აქ იყო ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­და­ნი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ძა­ლი­ან დიდი შე­მო­ტე­ვა იყო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­გან, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბა ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვენ გა­ვა­ჩე­რეთ ყვე­ლა ეს სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი, რო­მე­ლიც იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ გაგ­ვე­ცა ნე­ბარ­თვე­ბი და და­ვუკ­ვე­თეთ კვლე­ვა, რომ გაგ­ვე­გო რე­ა­ლუ­რად არის თუ არა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ფერ­დე­ბი და ქუ­ჩე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძემ მო­ად­გი­ლეს, მაია ბი­თა­ძეს სთხო­ვა დას­კვნა წარ­მო­ედ­გი­ნა. რო­გორც მე­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რი­ას ჰქონ­და და­დას­ტურ­და.

"ჟვა­ნი­ას ქუ­ჩი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ასე­ვე, მარ­ცხე­ნა ფერ­დე­ბის კვლე­ვა თქვე­ნი და­ვა­ლე­ბის შეს­ბა­მი­სად ჩა­ტარ­და. მოხ­და ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ორი­ვე ფერ­დის. კვლე­ვა 200 ჰექ­ტარ­ზე ჩა­ტარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ის მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ გვქონ­და ამ ფერ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დას­ტურ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­უ­ბა­რია მარ­ჯვე­ნა ფერ­დის მძი­მე გე­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვე­ნი ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის ფარ­გლებ­ში არც ერთი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა არ გა­ცე­მუ­ლა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გრგ (გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა) შე­უ­სა­ბა­მო გრგ-დ იქნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ამ კვლე­ვამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩვენ სწო­რად მო­ვი­ქე­ცით, რო­დე­საც გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბი არ გა­ვე­ცით", - აღ­ნიშ­მა მაია ბი­თა­ძემ.

მაია ბი­თა­ძის თქმით, ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იქ­ნე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი უკვე აშე­ნე­ბულ ობი­ექ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც მარ­ჯვე­ნა ფერ­დზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ჟვანიას ქუჩასა და ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

ჟვანიას ქუჩასა და ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა

ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

თბილისის მერის თქმით, თბილისის მერიისთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე ჩატარდა კვლევა, რათა მერიას ჰქონოდა ინფორმაცია რამდენად საფრთხის შემცველია ჟვანიასა და მიმდებარე ქუჩებზე მშენებლობა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც დავუკვეთეთ, ეხება ვარაზისხევის ზედა ნაწილზე ჩატარებულ კვლევას, ასევე, ჟვანიას და მიმდებარე ქუჩებს. ჩვენ ბევრი კრიტიკა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი სამშენებლო მოედანი გამზადებული მშენებლობების განსახორციელებლად. ძალიან დიდი შემოტევა იყო ინვესტორებისგან, თუმცა უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაჩერეთ ყველა ეს სამშენებლო ნებართვები, რომელიც იყო გამზადებული იმისთვის, რომ გაგვეცა ნებართვები და დავუკვეთეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად არის თუ არა საფრთხის შემცველი ფერდები და ქუჩები", - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა დასკვნა წარმოედგინა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მოლოდინი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მერიას ჰქონდა დადასტურდა.

"ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის ასევე, მარცხენა ფერდების კვლევა თქვენი დავალების შესბამისად ჩატარდა. მოხდა ძალიან დეტალური კვლევა ორივე ფერდის. კვლევა 200 ჰექტარზე ჩატარდა. სამწუხაროდ, ის მოლოდინი, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ფერდებთან დაკავშირებით დადასტურდა. განსაკუთრებით საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ მდგომარეობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ახალი მენეჯმენტის ფარგლებში არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ამ ტერიტორიაზე და დამტკიცებული გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) შეუსაბამო გრგ-დ იქნა გამოცხადებული. ამ კვლევამ ეს ყველაფერი დაადასტურა, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული ნებართვები არ გავეცით", - აღნიშმა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძის თქმით, ასევე დამატებითი ღონისძიებები იქნება გატარებული უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებაში, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ