პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აერთიანებთ პიკასოსა და ფიროსმანს?
რა აერთიანებთ პიკასოსა და ფიროსმანს?

რო­დის და სად შეხ­ვდნენ პირ­ვე­ლად პი­კა­სო და ფი­როს­მა­ნი ერ­თმა­ნეთს?

ერთი ეს­პა­ნე­ლი იყო, მე­ო­რე – ქარ­თვე­ლი, ერთი ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ ფე­ნას ეკუთ­ვნო­და, მე­ო­რე გლე­ხის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ერთი ევ­რო­პის პრეს­ტი­ჟულ ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლებ­ში სწავ­ლობ­და, მე­ო­რე – თვით­ნას­წავ­ლი გახ­ლდათ, ერთი სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღი­ა­რეს, მე­ო­რე – წლე­ბის შემ­დეგ... ერთი პაბ­ლო პი­კა­სო გახ­ლდათ, მე­ო­რე – ნიკო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლი.

ცხოვ­რე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბედი დაჰ­ყვათ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მათი ხატ­ვის სტი­ლიც, ში­ნა­არ­სი... ფი­როს­მა­ნი თა­ვის რჩე­ნის მიზ­ნით ხში­რად ხა­ტავ­და სა­მი­კიტ­ნო­ე­ბი­სა და დუქ­ნე­ბის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ხა­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქე­ი­ფის სუ­რა­თებს ასა­ხავს. ნი­კა­ლას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის ხატ­ვაც უყ­ვარ­და: „აქტრი­სა მარ­გა­რი­ტა,“ „მე­ე­ზო­ვე,“ „მე­თევ­ზე“... ეს უკა­ნას­კნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს – მის­ტი­უ­რი შავი ფონი, მე­თევ­ზე, რო­მელ­საც, თით­ქოს, შა­რა­ვან­დი­ვით ად­გას თავ­ზე მოყ­ვი­თა­ლო ქუდი, მისი თვა­ლე­ბი­დან კი ღრმა მგრძნო­ბი­ა­რო­ბა გა­მოსჭვი­ვის. ფი­როს­მა­ნის ეს ნა­ხა­ტი იმ­დე­ნად მრა­ვალპ­ლა­ნი­ა­ნია, რომ რთუ­ლია პრი­მი­ტი­ვიზ­მის ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ა­თავ­სო.

ნიკო ფი­როს­მა­ნი მსოფ­ლი­ომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღი­ა­რა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის 100 წლის­თავს კი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მი­უ­ძღვნეს. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვე­ნა­ში, „ალ­ბერ­ტი­ნას მუ­ზე­უმ­ში“ ფი­როს­მა­ნის 29 ნა­ხა­ტი სხვა ბუმ­ბე­რა­ზი მხატ­ვრე­ბის გვერ­დით გა­მო­ი­ფი­ნა: პაბ­ლო პი­კა­სო, კლოდ მონე და ედ­ვარდ მუნ­კია. იყო თუ არა ეს ფი­როს­მა­ნი­სა და პი­კა­სოს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა?

იც­ნობ­დნენ თუ არა პი­კა­სო და ფი­როს­მა­ნი ერ­თმა­ნეთს?

ჩვე­ნამ­დე ფი­როს­მა­ნის რამ­დე­ნი­მე პორ­ტრეტ­მა მო­აღ­წია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და იდუ­მა­ლი სწო­რედ პი­კა­სოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გრა­ვი­უ­რაა. სა­ი­დან უნდა გა­ე­გო პი­კა­სოს ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის შე­სა­ხებ ან რა­ტომ უნდა გას­ჩე­ნო­და მისი და­ხატ­ვის სურ­ვი­ლი?

პო­ლო­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, ძმე­ბი ილია და კი­რი­ლე ზდა­ნე­ვი­ჩე­ბი ნი­კა­ლას ნი­ჭით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბა პირ­ვე­ლად დუქ­ნებ­ში ნა­ხეს და ისე მო­ი­ხიბლნენ, რომ ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. სწო­რედ ილია ზდა­ნე­ვიჩ­მა აჩ­ვე­ნა პი­კა­სოს უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბის კრე­ბუ­ლი. ნა­ხა­ტებ­მა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მხატ­ვარ­ზე, რომ ფი­როს­მა­ნის პორ­ტრე­ტის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა.

პი­კა­სო და ფი­როს­მა­ნი კი­დევ ერთხელ შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს „კვი­რის პა­ლიტ­რის“ პრო­ექ­ტით „დიდი მხატ­ვრე­ბი“. 24 ივ­ნი­სი­დან შე­გეძ­ლე­ბათ, გა­ზეთ­თან ერ­თად შე­ი­ძი­ნოთ პაბ­ლო პი­კა­სოს ორი რჩე­უ­ლი ტილო: „კოც­ნა“ და „ავი­ნი­ო­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი“. ასე­ვე, გე­ლით სი­ურპრი­ზი - დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ნიკო ფი­როს­მა­ნის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი „მე­თევ­ზე“ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს:

http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე: 2 19 60 13.

ავტორი:

რა აერთიანებთ პიკასოსა და ფიროსმანს?

რა აერთიანებთ პიკასოსა და ფიროსმანს?

როდის და სად შეხვდნენ პირველად პიკასო და ფიროსმანი ერთმანეთს?

ერთი ესპანელი იყო, მეორე – ქართველი, ერთი ბურჟუაზიულ ფენას ეკუთვნოდა, მეორე გლეხის ოჯახში დაიბადა, ერთი ევროპის პრესტიჟულ ხელოვნების სკოლებში სწავლობდა, მეორე – თვითნასწავლი გახლდათ, ერთი სიცოცხლეშივე აღიარეს, მეორე – წლების შემდეგ... ერთი პაბლო პიკასო გახლდათ, მეორე – ნიკო ფიროსმანაშვილი.

ცხოვრებაში განსხვავებული ბედი დაჰყვათ, განსხვავებულია მათი ხატვის სტილიც, შინაარსი... ფიროსმანი თავის რჩენის მიზნით ხშირად ხატავდა სამიკიტნოებისა და დუქნებისთვის, შესაბამისად, ნახატების დიდი ნაწილი ქეიფის სურათებს ასახავს. ნიკალას სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ხატვაც უყვარდა: „აქტრისა მარგარიტა,“ „მეეზოვე,“ „მეთევზე“... ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს – მისტიური შავი ფონი, მეთევზე, რომელსაც, თითქოს, შარავანდივით ადგას თავზე მოყვითალო ქუდი, მისი თვალებიდან კი ღრმა მგრძნობიარობა გამოსჭვივის. ფიროსმანის ეს ნახატი იმდენად მრავალპლანიანია, რომ რთულია პრიმიტივიზმის ჩარჩოებში მოათავსო.

ნიკო ფიროსმანი მსოფლიომ გარდაცვალების შემდეგ აღიარა. გარდაცვალების 100 წლისთავს კი უნიკალური გამოფენა მიუძღვნეს. გასული წლის ოქტომბერში ვენაში, „ალბერტინას მუზეუმში“ ფიროსმანის 29 ნახატი სხვა ბუმბერაზი მხატვრების გვერდით გამოიფინა: პაბლო პიკასო, კლოდ მონე და ედვარდ მუნკია. იყო თუ არა ეს ფიროსმანისა და პიკასოს პირველი შეხვედრა?

იცნობდნენ თუ არა პიკასო და ფიროსმანი ერთმანეთს?

ჩვენამდე ფიროსმანის რამდენიმე პორტრეტმა მოაღწია, მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი და იდუმალი სწორედ პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურაა. საიდან უნდა გაეგო პიკასოს ქართველი მხატვრის შესახებ ან რატომ უნდა გასჩენოდა მისი დახატვის სურვილი?

პოლონელი ემიგრანტები, ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები ნიკალას ნიჭით აღფრთოვანებულები იყვნენ. ქართველი მხატვრის შემოქმედება პირველად დუქნებში ნახეს და ისე მოიხიბლნენ, რომ ფიროსმანის ნახატების შეგროვება დაიწყეს. სწორედ ილია ზდანევიჩმა აჩვენა პიკასოს უცნობი ქართველი მხატვრის ნახატების კრებული. ნახატებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მხატვარზე, რომ ფიროსმანის პორტრეტის შექმნა გადაწყვიტა.

პიკასო და ფიროსმანი კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს „კვირის პალიტრის“ პროექტით „დიდი მხატვრები“. 24 ივნისიდან შეგეძლებათ, გაზეთთან ერთად შეიძინოთ პაბლო პიკასოს ორი რჩეული ტილო: „კოცნა“ და „ავინიონელი ქალიშვილები“. ასევე, გელით სიურპრიზი - დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი „მეთევზე“ სპეციალურ ფასად.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:

http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს