საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - 50-წლამდე ასაკის ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს
აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - 50-წლამდე ასაკის ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს

სო­ფელ აგა­რა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა ცივი ია­რა­ღით ცოლი დაჭ­რა, ერთი მა­მა­კა­ცი კი მოკ­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დაჭ­რი­ლი ცო­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. 50-წლამ­დე ასა­კის ქალი ქა­რე­ლის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს.

„პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­მო­ვი­და. მას სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში, ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი 10-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს კის­რის, სა­ხის, გულ-მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პი­რის არე­ში, ასე­ვე მუც­ლის არე­ში რამ­დე­ნი­მე შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბაა. პა­ცი­ენტს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს კუჭი, ფილ­ტვე­ბი. გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ კრი­ტი­კუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ქა­რე­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ქი­რურ­გმა ლექ­სო ხე­თა­გურ­მა.

პა­ცი­ენტს ქა­რე­ლი­დან „გორ­მე­დის“ ქსე­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში, გორ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირს, ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - 50-წლამდე ასაკის ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს

აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - 50-წლამდე ასაკის ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 50-წლამდე ასაკის ქალი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„პაციენტი კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდა. მას სხეულის სხვადასხვა არეში, ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ფილტვები. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა ლექსო ხეთაგურმა.

პაციენტს ქარელიდან „გორმედის“ ქსელის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ დეპარტამენტში, გორში გადაიყვანენ.

რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენ პირს, ის იდენტიფიცირებულია. თუმცა, დაკავებული არ არის.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო