პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების მიღების 5 მარტივი გზა
განათლების მიღების 5 მარტივი გზა

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სავ­სეა სტუ­დენ­ტე­ბით, ყო­ველ წელს თით­ქმის ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას იწყებს, თუმ­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი არ არის 100%-იანი გა­რან­ტი იმი­სა, რომ სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და­საქმდე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით ისი­ნი არ მუ­შა­ო­ბენ. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ბევრ ისეთ სა­გან­საც ვსწავ­ლობთ, რა­საც თით­ქმის არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი აქვს ჩვენს პრო­ფე­სი­ას­თან. სა­ბედ­ნი­ე­როდ არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე გზა, რომ პრო­ფე­სია შე­ვის­წავ­ლოთ მარ­ტი­ვად, სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად. დრო ფუ­ლია, ამი­ტო­მაც დრო­ის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­აჩ­ქა­რებს პრო­ფე­სი­ულ წინსვლას… უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლად მიგ­ვაჩ­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლის უფრო მარ­ტი­ვი გზე­ბიც არ­სე­ბობს…

ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი

ჩვე­ნი დრო­ის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს ვუთ­მობთ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­სა და გა­ჯე­ტებს, ამი­ტო­მაც ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვა არა­ვის გა­უ­ჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ, ნე­ბის­მი­ერ დროს უყუ­როთ ვი­დეო გაკ­ვე­თილს. მი­ი­ღოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მა­შინ, როცა გეც­ლე­ბათ.

პრო­ფე­სი­უ­ლი აკა­დე­მია

ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და დუ­ა­ლურ სწავ­ლე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მის­ცემ­და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აეთ­ვი­სე­ბი­ნა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია და და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია” ამის შე­სა­ნიშ­ნავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა

პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებს“ აქვთ და­საქ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აკა­დე­მი­ის პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­ში. ამ ეტაპ­ზე „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის მე-2 ნა­კა­დის პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სე­მი­ნა­რე­ბი

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­სახ­ვე­წად სე­მი­ნა­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. სე­მი­ნა­რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, უფრო მე­ტად და­უ­ახ­ლოვ­დეთ თქვენს პრო­ფე­სი­ას და გა­ი­გოთ მეტი მის შე­სა­ხებ. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ და­ზო­გოთ თქვე­ნი დრო, რო­მე­ლიც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მი­ი­ღოთ პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

სას­წავ­ლო კურ­სე­ბი

სას­წავ­ლო კურ­სე­ბი თთო­ე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის სა­ბა­კალვრო პროგ­რა­მებ­თან შე­და­რე­ბით მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში პე­რი­ოდ­ში შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. მათი ხან­გრძლი­ვო­ბა უმე­ტე­სად 6-12 თვეა, რაც სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის­თვის გა­წე­რილ 4 წელ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად მოკ­ლე პე­რი­ო­დია. თუ ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი თქვენ­თვის რე­ლე­ვან­ტუ­რად არ მი­გაჩ­ნი­ათ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა სცა­დოთ სას­წავ­ლო კურ­სი, რაც პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა­ში ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი წიგ­ნე­ბი

ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლა დიდ შრო­მა­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლობს მო­ი­თხოვს. არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის მარ­ტი­ვი და რთუ­ლი გზე­ბი. მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბი­დან ერთ-ერ­თია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც ავ­ტო­რე­ბი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნას გად­მოს­ცე­მენ. ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა­ში, სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი­სა და დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა­ში.

ლეილა
0

მე მაქვს ეზო, მინდა შევისწავლო კომპიუტერში ხატვა, რომ ვანახო მოხელეებს როგორი ეზო მინდა მქონდეს. თუ არის ასეთი პროგრამის შესწავლა შესაძლებელი მომწერეთ.

ავტორი:

განათლების მიღების 5 მარტივი გზა

განათლების მიღების 5 მარტივი გზა

უნივერსიტეტები სავსეა სტუდენტებით, ყოველ წელს თითქმის ყველა აბიტურიენტი აკადემიური განათლების მიღებას იწყებს, თუმცა უნივერსიტეტის დიპლომი არ არის 100%-იანი გარანტი იმისა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ დასაქმდები. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საუნივერსიტეტო განათლება მიღებული აქვს, მაგრამ საკუთარი პროფესიით ისინი არ მუშაობენ. თეორიული ცოდნის მიღება უნივერსიტეტში ხანგრძლივი პროცესია და ხშირ შემთხვევაში ბევრ ისეთ საგანსაც ვსწავლობთ, რასაც თითქმის არანაირი კავშირი აქვს ჩვენს პროფესიასთან. საბედნიეროდ არსებობს რამდენიმე გზა, რომ პროფესია შევისწავლოთ მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად. დრო ფულია, ამიტომაც დროის რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროფესიულ წინსვლას… უნივერსიტეტის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია პროფესიული განათლების მიღება, მაგრამ პროფესიის შესწავლის უფრო მარტივი გზებიც არსებობს…

ვიდეო გაკვეთილები

ჩვენი დროის ძალიან დიდ ნაწილს ვუთმობთ ინტერნეტსივრცესა და გაჯეტებს, ამიტომაც ვიდეო გაკვეთილებისთვის დროის გამონახვა არავის გაუჭირდება. ძალიან მოსახერხებელია ვიდეო გაკვეთილების მეშვეობით პროფესიის დაუფლება, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს უყუროთ ვიდეო გაკვეთილს. მიიღოთ პროფესიული განათლება მაშინ, როცა გეცლებათ.

პროფესიული აკადემია

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქართულ რეალობაში არ არსებობდა დუალურ სწავლებაზე მორგებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები, რომლებიც მისცემდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აეთვისებინა მისთვის საინტერესო პროფესია და დაეწყო მუშაობა. „პრაქტიკული აკადემია” ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა

პროფესიული პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ „პრაქტიკული აკადემიის სტუდენტებს“ აქვთ დასაქმების რეალური შესაძლებლობა აკადემიის პარტნიორ კომპანიებში. ამ ეტაპზე „პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის მე-2 ნაკადის პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.

პროფესიული განათლების სემინარები

პროფესიული განათლების დასახვეწად სემინარები საუკეთესო საშუალებაა. სემინარები საშუალებას მოგცემთ, უფრო მეტად დაუახლოვდეთ თქვენს პროფესიას და გაიგოთ მეტი მის შესახებ. მსგავსი აქტივობები დაგეხმარებათ დაზოგოთ თქვენი დრო, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და მიიღოთ პროფესიული თეორიულ-პრაქტიკული განათლება.

სასწავლო კურსები

სასწავლო კურსები თთოეული სპეციალობის საბაკალვრო პროგრამებთან შედარებით მოკლე პერიოდში პერიოდში შესწავლის საშუალებას მოგცემთ. მათი ხანგრძლივობა უმეტესად 6-12 თვეა, რაც საბაკალავრო პროგრამებისთვის გაწერილ 4 წელთან შედარებით ბევრად მოკლე პერიოდია. თუ ვიდეო გაკვეთილები და სემინარები თქვენთვის რელევანტურად არ მიგაჩნიათ, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ სასწავლო კურსი, რაც პროფესიის ათვისებაში ძალიან დაგეხმარებათ.

პროფესიული განათლების ასამაღლებელი წიგნები

ზოგადად, პროფესიის შესწავლა დიდ შრომასა და მიზანდასახულობს მოითხოვს. არსებობს პროფესიის დაუფლების მარტივი და რთული გზები. მარტივი მეთოდებიდან ერთ-ერთია პროფესიული განათლების ასამაღლებელი წიგნები, რომლებშიც ავტორები საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გადმოსცემენ. ბიზნესლიტერატურა აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო პროფესიის დაუფლებაში, სწორი აქცენტებისა და დასკვნების გაკეთებაში.