საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქონლის ხორცის ფასი შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს
საქონლის ხორცის ფასი შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს

ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქონ­ლის ხორ­ცის სა­ბი­თუ­მო ფასი შე­საძ­ლოა, 16-17 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­დოს, ხოლო სა­ცა­ლო ფას­მა, 20 ლარ­საც გა­და­ა­ჭარ­ბოს.

ფერ­მე­რე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, რა­საც პი­რუ­ტყვის სუ­ლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბით ხსნი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ ფა­სე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ხორ­ცის შემ­ცი­რე­ბის გამო უკვე და­წყე­ბუ­ლია.

მე­ცხვა­რე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ფერ­მე­რი ბექა გო­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან 200 კი­ლოგ­რა­მამ­დე ცო­ცხა­ლი პი­რუ­ტყვის ხორ­ცის ექ­სპორ­ტი აიკ­რძა­ლოს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, წლის და­სა­წყი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­დან 140 კი­ლოგ­რა­მამ­დე მო­ზარ­დი მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის ექ­სპორ­ტი აიკ­რძა­ლა.

"დღეს ქვე­ყა­ნა­ში არის ხორ­ცის დე­ფი­ცი­ტი. რა­საც 5-6 თვის წინ ვამ­ბობ­დი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ახდა. ფა­სე­ბი უკვე გაზ­რდი­ლია. ბა­ზარ­ზე დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას თუ შე­ვა­ფა­სებ, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ხორ­ცის ფასი 16-17 ლარი იქ­ნე­ბა, სა­ცა­ლო ფასი კი 20 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია და ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ექ­სპორტზე გა­დის პა­ტა­რა ბო­ჩო­ლე­ბი. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზეც მო­თხოვ­ნა გაზ­რდი­ლია ბო­ჩო­ლას ხორ­ცზე. ეს კი იმას იწ­ვევს, რომ სა­ნამ და­საკ­ლავ კონ­დი­ცი­ამ­დე მივა სა­ქო­ნე­ლი, კლა­ვენ 40-50 კი­ლოგ­რამს. ეს კი სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ თუ ჩვენ პი­რო­ბი­თად ბო­ჩო­ლას ვყი­დით 100 დო­ლა­რად, ხვალ მისი ყიდ­ვა მოგ­ვი­წევს 300 დო­ლა­რად," - გა­ნა­ცხა­და გო­ნაშ­ვილ­მა. იხი­ლეთ ვრცლად

ავტორი:

საქონლის ხორცის ფასი შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს

საქონლის ხორცის ფასი შესაძლოა, 20 ლარამდე გაიზარდოს

ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში საქონლის ხორცის საბითუმო ფასი შესაძლოა, 16-17 ლარამდე გაიზარდოს, ხოლო საცალო ფასმა, 20 ლარსაც გადააჭარბოს.

ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ, რასაც პირუტყვის სულადობის შემცირებით ხსნიან და ამბობენ, რომ ფასების მატების ტენდენცია ადგილობრივი წარმოების ხორცის შემცირების გამო უკვე დაწყებულია.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ფერმერი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოდან 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ხორცის ექსპორტი აიკრძალოს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, წლის დასაწყისიდან საქართველოდან 140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.

"დღეს ქვეყანაში არის ხორცის დეფიციტი. რასაც 5-6 თვის წინ ვამბობდი, აბსოლუტურად ყველაფერი ახდა. ფასები უკვე გაზრდილია. ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას თუ შევაფასებ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში ჩასაბარებელი ხორცის ფასი 16-17 ლარი იქნება, საცალო ფასი კი 20 ლარს გადააჭარბებს. ქვეყანაში ხორცის სერიოზული დეფიციტია და ამის მიზეზი ის არის, რომ ექსპორტზე გადის პატარა ბოჩოლები. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა გაზრდილია ბოჩოლას ხორცზე. ეს კი იმას იწვევს, რომ სანამ დასაკლავ კონდიციამდე მივა საქონელი, კლავენ 40-50 კილოგრამს. ეს კი საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ თუ ჩვენ პირობითად ბოჩოლას ვყიდით 100 დოლარად, ხვალ მისი ყიდვა მოგვიწევს 300 დოლარად," - განაცხადა გონაშვილმა. იხილეთ ვრცლად

"ანეგდოტია, როცა ექიმები, რომელთაც COVID-19-ს კუთხით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, ითხოვენ სხვების გადადგომას" - ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე