მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ქართველი მეზღვაურის გულის ჯიბეში ნაპოვნი ფოტოს ამბავი და მეომრების ახალი გვარ-სახელები ფეოდოსიის საიდუმლო არქივიდან
უცნობი ქართველი მეზღვაურის გულის ჯიბეში ნაპოვნი ფოტოს ამბავი და მეომრების ახალი გვარ-სახელები ფეოდოსიის საიდუმლო არქივიდან

დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლი­დან ჩვე­ნამ­დე მო­დის, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. ამ­ჯე­რად, ქერ­ჩის კო­მი­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხუ­ცი, ევ­გე­ნი პერ­ვუ­ხი­ნი და­უ­კავ­შირ­და და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რის შე­სა­ხებ უამ­ბო, რო­მე­ლიც ყი­რიმ­ში, მის ეზო­ში მოკ­ლეს.


"მო­ხუ­ცი ჰყვე­ბა, რომ ის მა­შინ პა­ტა­რა ბიჭი იყო, რო­დე­საც მის სო­ფელ­ში, ნო­ვო­ა­ლექ­სე­ევ­კა­ში, მის ეზოს­თან მე­ზღვა­ურს ეს­რო­ლეს. ის სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა დაჭ­რი­ლი სახ­ლში შე­იყ­ვა­ნეს, იმ იმე­დით, რომ მის გა­დარ­ჩე­ნას შეძ­ლებ­დნენ. მე­ზღვა­ურ­მა მხო­ლოდ იმის თქმა მო­ას­წრო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო, ბა­თუ­მი­დან, მე­ზღვა­უ­რი, ნი­კი­ტა ერ­ქვა და სა­ცო­ლე ჰყავ­და... ამის შემ­დეგ, მან გო­ნე­ბა და­კარ­გა და გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.



რო­დე­საც მისი და­მარ­ხვა გა­და­წყვი­ტეს, ჯი­ბე­ში ფოტო უპო­ვეს, რო­მელ­ზეც სამი გო­გო­ნა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დო­დოდ, ერთ-ერთი მათ­გა­ნი, სწო­რედ მისი სა­ცო­ლე იყო. როცა და­ღუ­პულ­თა აღ­რი­ცხვა და­ი­წყო, უკ­რა­ი­ნე­ლის ოჯახ­მა ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატს მი­მარ­თა და ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რის შე­სა­ხებ უამ­ბო. ვი­ნა­ი­დან, მისი სა­ხე­ლის გარ­და, სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი ცნო­ბი­ლი არ იყო, ბა­თუ­მე­ლი ნი­კი­ტა უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ის 1942 წელს ყი­რი­მის, სო­ფელ ნო­ვო­ა­ლექ­სე­ევ­კას­თან და­ი­ღუ­პა და იქვე და­ა­საფ­ლა­ვეს. მე­ომ­რის ჯი­ბე­ში ნა­პოვ­ნი ფოტო ოჯახ­მა შე­ი­ნა­ხა და მხო­ლოდ ახლა მოგ­ვა­წო­და, იმ იმე­დით, რომ მას­ზე გა­მო­სა­ხულ ადა­მი­ა­ნებს ვინ­მე იც­ნობს და შე­სა­ბა­მი­სად, და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭის ამოც­ნო­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წევ­რი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი.



კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი გო­გო­ნე­ბი­დან რო­მე­ლი­მე და­ღუ­პუ­ლი მე­ზღვა­უ­რის და იყო. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ გა­მო­ცე­მა­საც და­უ­კავ­შირ­დნენ - გა­ირ­კვა, რომ ერთ-ერთი გო­გო­ნა ნა­დეჟ­და რუ­ჟიც­კა­ია გახ­ლდათ, რო­მე­ლიც უკვე ცო­ცხა­ლი აღარ არის.


"ის სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ნი­ჟე­გო­როდსკის ოლ­ქში, სო­ფელ ბო­რო­ვი­ჩა­ში ცხოვ­რობ­და. უკ­რა­ი­ნულ­მა ჯგუფ­მა იპო­ვა მისი შვი­ლი, კონ­სტან­ტინ რუ­ჟიც­კი და დე­დის ფო­ტოს შე­სა­ხებ მის­წე­რა, თუმ­ცა სმე­ნია თუ არა მას ვინ­მე ნი­კი­ტა­ზე, ამის შე­სა­ხებ პა­სუ­ხი არ გვაქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი და­ნარ­ჩე­ნი ორი გო­გო­სა და თა­ვად მე­ომ­რის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბი რჩე­ბა", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.


ბოლო დროს ყი­რი­მი­დან ქერ­ჩის ბრძო­ლებ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ, ბევ­რი რამ გა­ვარ­კვი­ეთ. თუმ­ცა, გა­სარ­კვე­ვი ბევ­რად უფრო მე­ტია...



ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ ამ­ჯე­რად ქა­ლაქ ფე­ო­დი­ას­თან და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სი­ე­ბი მოგ­ვა­წო­და, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ოჯა­ხებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ. მათი ნა­წი­ლის გვარ-სა­ხე­ლი ქა­ლაქ ფე­ო­დო­სი­ა­ში სა­პა­ტიო და­ფა­ზეა გაკ­რუ­ლი. სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, მათი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი არას­რულ­ყო­ფი­ლია.


ქა­ლაქ ფე­ო­დო­სი­ის სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტის სა­ი­დუმ­ლო სპე­ცარ­ქივ­ში შე­ნა­ხუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც მა­ი­ო­რი უგ­რა­ე­ვი და ლე­ი­ტე­ნან­ტი მერ­კუ­ში აწე­რენ ხელს და დიდი ალ­ბა­თო­ბით, მოს­კოვ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ას­ლია, წე­რია, რომ სამ­გვერ­დი­ან სი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბი - ოფიც­რე­ბი, მა­ი­ო­რე­ბი, ლე­ი­ტე­ნან­ტე­ბი და რი­გი­თე­ბი 1941-დან 1944 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, ომის დროს მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ. კო­მი­სი­ამ ჯერ მხო­ლოდ სიის ნა­წი­ლის გა­შიფვ­რა შეძ­ლო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დღემ­დე უგზო-უჯვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი­დევ უნდა ვე­ლო­დოთ. სა­ბუ­თი და­ნომ­რი­ლია და აწე­რია "სა­ი­დუმ­ლოა".




მაშ ასე, AMBEBI.GE-სთვის მო­წო­დე­ბუ­ლი სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:


ურ­ჯუ­მაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­რი­ან­ში. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 29 იან­ვარს ქა­ლაქ ფე­ო­დო­სი­ა­ში, მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან.


ამ­ბრო­სი კუ­ში­ნა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1991 წელს, და­ი­ღუ­პა ქა­ლაქ ფე­ო­დო­სი­ა­ში.


სერ­გეი საფ­რო­ნის ძე ჩე­სო­ჩი­ძე (?), და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს ჭი­ა­თუ­ა­რის რა­ი­ონ­ში, 26 ბა­ტა­რე­ის მე­თა­უ­რი, ლე­ი­ტე­ნან­ტი.


გი­ორ­გი კონ­სტან­ტი­ნეს ძე ალა­ვი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს ქუ­თა­ი­სის სო­ფელ ძი­რუ­ლა­ში. მე­უღ­ლე თინა სამ­სო­ნის ასუ­ლი.


გა­ლა­კტი­ონ გი­ორ­გის ძე ბუ­ღა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, კვა­ლის ქუჩა N3-ში. მე­უღ­ლე ან­გე­ლი­ნა კი­რი­ლეს ასუ­ლი.


ვა­სი­ლი ელიზ­ბა­რის ძე ბუნ­ტუ­რი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ვო­რო­ში­ლო­ვის (!) ქუჩა N17, მე­უღ­ლე თა­მარ მი­ხე­ი­ლის ასუ­ლი სო­ლოშ­ვი­ლი.


იო­სებ შალ­ვას ძე ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წელს გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დრე­ში (?).


გი­ორ­გი ზა­ხა­რის ძე სი­რა­ნაშ­ვი­ლი, უფ­ლის­ცი­ხე.


კონ­სტან­ტი­ნე გრი­გო­რის ძე დუ­გ­ლა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კლდეთ­ში, მე­უღ­ლე ელე­ნე ერ­მი­ლეს ასუ­ლი.


კონ­სტან­ტი­ნე ია­კო­ბის ძე ბო­ჭო­რი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, ზეს­ტა­ფო­ნის სო­ფელ ბოს­ლევ­ში. დედა აგ­რა­ფი­ნა ივა­ნეს ასუ­ლი.

ყვე­ლა სტა­ტია: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

უცნობი ქართველი მეზღვაურის გულის ჯიბეში ნაპოვნი ფოტოს ამბავი და მეომრების ახალი გვარ-სახელები ფეოდოსიის საიდუმლო არქივიდან

უცნობი ქართველი მეზღვაურის გულის ჯიბეში ნაპოვნი ფოტოს ამბავი და მეომრების ახალი გვარ-სახელები ფეოდოსიის საიდუმლო არქივიდან

დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ამბები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩვენამდე მოდის, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამჯერად, ქერჩის კომისიას უკრაინაში ადგილობრივი მოხუცი, ევგენი პერვუხინი დაუკავშირდა და მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ქართველი მეზღვაურის შესახებ უამბო, რომელიც ყირიმში, მის ეზოში მოკლეს.


"მოხუცი ჰყვება, რომ ის მაშინ პატარა ბიჭი იყო, როდესაც მის სოფელში, ნოვოალექსეევკაში, მის ეზოსთან მეზღვაურს ესროლეს. ის სასიკვდილოდ დაიჭრა. ადგილობრივებმა დაჭრილი სახლში შეიყვანეს, იმ იმედით, რომ მის გადარჩენას შეძლებდნენ. მეზღვაურმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ საქართველოდან იყო, ბათუმიდან, მეზღვაური, ნიკიტა ერქვა და საცოლე ჰყავდა... ამის შემდეგ, მან გონება დაკარგა და გარდაიცვალა კიდეც.



როდესაც მისი დამარხვა გადაწყვიტეს, ჯიბეში ფოტო უპოვეს, რომელზეც სამი გოგონა იყო გამოსახული, სავარაუდოდოდ, ერთ-ერთი მათგანი, სწორედ მისი საცოლე იყო. როცა დაღუპულთა აღრიცხვა დაიწყო, უკრაინელის ოჯახმა ადგილობრივ სამხედრო კომისარიატს მიმართა და ქართველი მეზღვაურის შესახებ უამბო. ვინაიდან, მისი სახელის გარდა, სხვა მონაცემები ცნობილი არ იყო, ბათუმელი ნიკიტა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში შეიყვანეს. ის 1942 წელს ყირიმის, სოფელ ნოვოალექსეევკასთან დაიღუპა და იქვე დაასაფლავეს. მეომრის ჯიბეში ნაპოვნი ფოტო ოჯახმა შეინახა და მხოლოდ ახლა მოგვაწოდა, იმ იმედით, რომ მასზე გამოსახულ ადამიანებს ვინმე იცნობს და შესაბამისად, დაღუპული ბიჭის ამოცნობაც შესაძლებელი გახდება", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ქერჩის კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი.



კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, ფოტოზე გამოსახული გოგონებიდან რომელიმე დაღუპული მეზღვაურის და იყო. რამდენიმე ხნის წინ, უკრაინელები ბათუმის ერთ-ერთ გამოცემასაც დაუკავშირდნენ - გაირკვა, რომ ერთ-ერთი გოგონა ნადეჟდა რუჟიცკაია გახლდათ, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის.


"ის სიცოცხლის ბოლო წლებში ნიჟეგოროდსკის ოლქში, სოფელ ბოროვიჩაში ცხოვრობდა. უკრაინულმა ჯგუფმა იპოვა მისი შვილი, კონსტანტინ რუჟიცკი და დედის ფოტოს შესახებ მისწერა, თუმცა სმენია თუ არა მას ვინმე ნიკიტაზე, ამის შესახებ პასუხი არ გვაქვს. შესაბამისად, ფოტოზე გამოსახული დანარჩენი ორი გოგოსა და თავად მეომრის ვინაობა უცნობი რჩება", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.


ბოლო დროს ყირიმიდან ქერჩის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მეომრების შესახებ, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ბევრი რამ გავარკვიეთ. თუმცა, გასარკვევი ბევრად უფრო მეტია...



ქერჩის კომისიამ ამჯერად ქალაქ ფეოდიასთან დაღუპული ქართველების სიები მოგვაწოდა, რომელთა შესახებაც ოჯახებმა არაფერი იცოდნენ. მათი ნაწილის გვარ-სახელი ქალაქ ფეოდოსიაში საპატიო დაფაზეა გაკრული. სხვადასხვა მიზეზით, მათი პირადი მონაცემები არასრულყოფილია.


ქალაქ ფეოდოსიის სამხედრო კომისარიატის საიდუმლო სპეცარქივში შენახული დოკუმენტის თანახმად, რომელსაც მაიორი უგრაევი და ლეიტენანტი მერკუში აწერენ ხელს და დიდი ალბათობით, მოსკოვში გაგზავნილი დოკუმენტის ასლია, წერია, რომ სამგვერდიან სიაში მითითებული სამხედრო პირები - ოფიცრები, მაიორები, ლეიტენანტები და რიგითები 1941-დან 1944 წლამდე პერიოდში, ომის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ. კომისიამ ჯერ მხოლოდ სიის ნაწილის გაშიფვრა შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე უგზო-უჯვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების შესახებ ინფორმაციას კიდევ უნდა ველოდოთ. საბუთი დანომრილია და აწერია "საიდუმლოა".




მაშ ასე, AMBEBI.GE-სთვის მოწოდებული სია ასე გამოიყურება:


ურჯუმაშვილი, დაბადებული გორის რაიონის სოფელ ვარიანში. დაიღუპა 1942 წლის 29 იანვარს ქალაქ ფეოდოსიაში, მიღებული ჭრილობებისგან.


ამბროსი კუშინაძე, დაბადებული 1991 წელს, დაიღუპა ქალაქ ფეოდოსიაში.


სერგეი საფრონის ძე ჩესოჩიძე (?), დაბადებული 1913 წელს ჭიათუარის რაიონში, 26 ბატარეის მეთაური, ლეიტენანტი.


გიორგი კონსტანტინეს ძე ალავიძე, დაბადებული 1912 წელს ქუთაისის სოფელ ძირულაში. მეუღლე თინა სამსონის ასული.


გალაკტიონ გიორგის ძე ბუღაძე, დაბადებული 1910 წელს, ქალაქ თბილისში, კვალის ქუჩა N3-ში. მეუღლე ანგელინა კირილეს ასული.


ვასილი ელიზბარის ძე ბუნტური, დაბადებული 1911 წელს, ქალაქ თბილისში, ვოროშილოვის (!) ქუჩა N17, მეუღლე თამარ მიხეილის ასული სოლოშვილი.


იოსებ შალვას ძე ჯეირანაშვილი, დაბადებული 1906 წელს გორის რაიონის სოფელ დრეში (?).


გიორგი ზახარის ძე სირანაშვილი, უფლისციხე.


კონსტანტინე გრიგორის ძე დუგლაძე, დაბადებული ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეთში, მეუღლე ელენე ერმილეს ასული.


კონსტანტინე იაკობის ძე ბოჭორიძე, დაბადებული 1918 წელს, ზესტაფონის სოფელ ბოსლევში. დედა აგრაფინა ივანეს ასული.

ყველა სტატია: მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების შესახებ

კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

საგარეჯოში მომუშავე ექთანს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 შემთხვევა მივიღეთ და აქედან 95 პაციენტი უკვე გაწერილია" - ლევან რატიანი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"