საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა უნიკალური კოლხური ბზა" - რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები ხანძრების შემდეგ და ვინ ზრუნავს მათ გადარჩენაზე
"მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა უნიკალური კოლხური ბზა" - რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები ხანძრების შემდეგ და ვინ ზრუნავს მათ გადარჩენაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ებ­მა ქვეყ­ნის ის­ტო­რის მსგავ­სად, დღემ­დე სა­ო­ცა­რი გზა გა­მო­ი­ა­რეს. შო­რე­ულ წარ­სულ­შიც არ დაგ­ვჭირ­დე­ბა წას­ვლა, გა­სახ­სე­ნებ­ლად უახ­ლე­სი პე­რი­ო­დიც გვე­ყო­ფა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ტყე უდი­ე­რად გა­ჩა­ნაგ­და, რაც უაზ­რო ჭრის გარ­და, კლი­მატ­მა და ინ­ვა­ზი­უ­რი მავ­ნებ­ლე­ბის შე­მო­სე­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა, ბო­ლოს კი გახ­ში­რე­ბულ­მა ხან­ძრებ­მაც უდი­დე­სი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა ტყის მა­სი­ვებს.

რო­გორც ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს ტყის აღ­რი­ცხვი­სა და კვლავ­წარ­მო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მე­ტყე­ვე, მა­რი­ნა სუ­ჯაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი ტყე­ზე სა­ო­ცარ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს. ის ტყის ნა­ად­რევ და­ბე­რე­ბას იწ­ვევს და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მავ­ნებ­ლე­ბიც ად­ვი­ლად ერე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მავ­ნებ­ლებს, ჩვენს ტყე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქერ­ქი­ჭა­მია, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­შია თავ­მოყ­რი­ლი. „მას 2013 წლი­დან ვებ­რძვით. გან­თავ­სე­ბუ­ლი გვაქვს მწერმ­ჭე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას იჭერს, მაგ­რამ აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტყის სა­ნი­ტა­რუ­ლი ჭრე­ბი, რომ დრო­უ­ლად და სწო­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს,“ - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.

მისი თქმით, კი­დევ ერთი დიდი ტკი­ვი­ლი, რაც ჩვენს ტყეს აქვს, ეს არის ბზა, რო­მელ­ზეც მავ­ნე­ბე­ლი ბზის ალუ­რაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ის ინ­ვა­ზი­უ­რი მავ­ნე­ბე­ლია და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სო­ჭი­დან ოლი­ამ­პი­ა­დის დროს შე­მო­ტა­ნილ მცე­ნა­რე­ებს შე­მოჰ­ყვა. რე­ა­ლუ­რად კი არა­ვინ იცის, სა­ი­დან გაჩ­ნდა, უბ­რა­ლოდ, ასე­თი ვერ­სია არ­სე­ბობს, რომ ოლიმ­პი­ა­დის დროს შე­მო­ი­ვი­და. ფაქ­ტია, რომ ლა­მის გა­ა­ნად­გუ­რა ბზის კო­რო­მე­ბი.

„ახლა ვცდი­ლობთ, თუნ­დაც სა­კონ­სერ­ვა­ციო მა­სა­ლა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რომ კალ­მე­ბი და­ვამ­ზა­დოთ, სა­ნერ­გე­ებ­ში გავ­ზარ­დოთ და ისევ ტყე­ში და­ვაბ­რუ­ნოთ. რიგ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო შე­დე­გი გვაქვს, - მო­ზარ­დაღ­მო­ნა­ცე­ნია წა­მო­სუ­ლი. ხომ ვამ­ბობ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სულ მო­ნი­ტო­რინგს ვა­ტა­რებთ - სამი წელი ბი­ო­ლო­გი­უ­რად ვწამ­ლავ­დით - იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­ში, რაჭა-ლე­ჩხუმ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, მაგ­რამ სა­თა­ნა­დო შე­დე­გი ვერ მი­ვი­ღეთ, რო­გორ­საც ვე­ლო­დით. ახლა არ­სე­ბობს ბზის კო­რო­მე­ბის გა­დარ­ჩე­ნის გეგ­მა და საბ­ჭოც, რო­მელ­შიც რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი, ასე­ვე არ­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია ჩარ­თუ­ლი. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ კოლ­ხუ­რი ბზა გა­დარ­ჩე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ენ­დე­მი და რე­ლიქ­ტია,“ - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

- ხან­ძა­რე­ბი ქარ­თუ­ლი ტყის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. 2017 წელს ბორ­ჯო­მის ტყეს დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა...

- 2017 წელს 943 ჰექ­ტა­რი გა­ნად­გურ­და, მა­ნამ­დე, 2008 წელს და­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და ცოტა იქი­თაც (1000 ჰექ­ტა­რი), რო­მე­ლიც 2013-2016 წლებ­ში (თით­ქმის ერთი ხე­ო­ბა) აღ­ვად­გი­ნეთ და ის ად­გი­ლი ხან­ძარ­მა ისევ მოს­პო და მხო­ლოდ 10 ჰექ­ტა­რამ­დე ფარ­თო­ბი გა­დარ­ჩა. 2018 წლი­დან თა­ვი­დან ვა­შე­ნებთ...

ბორ­ჯომ­ში უფრო მეტი სიმწვა­ნეა ახლა, ვიდ­რე სამი წლის წინ იყო, ხის ჭრის შემ­დეგ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ფარ­თო­ბებ­ზე ვი­წყებთ ტყის აღ­დგე­ნას.

- ნა­ხან­ძრალ­ზე ტყის გა­შე­ნე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რია, რას მო­ი­თხოვს და რა თან­მიმ­დევ­რო­ბაა და­სა­ცა­ვი?

- კა­ნონ­დებ­ლო­ბით, ტყის აღ­დგე­ნა-გა­შე­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით. სხვაგ­ვა­რად არ შე­იძ­ლე­ბა და არა­მარ­ტო ნა­ხან­ძრალ­ზე, სა­ერ­თოდ, ასე­თი გახ­ლავთ ტყის აღ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სა­დაც ეს ხდე­ბა, იქ მა­ნამ­დე ფარ­თო­ბის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შეს­წავ­ლი­ლი უნდა იყოს კლი­მა­ტი, მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მისდ, იმი­ტომ, რომ გვაქვს ბუ­ნებ­რი­ვი ტყე­ე­ბი და ის ისე­ვე უნდა დარ­ჩეს, რო­გო­რიც ბუ­ნე­ბამ გა­ა­ჩი­ნა, გა­ზარ­და და და­ტო­ვა. ეს არის ჩვე­ნი მი­სია.

ხან­ძრის შემ­დეგ ნი­ა­და­გი გა­ნიც­დის ცვლი­ლე­ბას. პირ­ვე­ლი ხან­ძრის შემ­დეგ, 8 წლის წინ, ყვე­ლა­ნა­ი­რად შეს­წავ­ლილ იქნა ნი­ა­და­გი - რო­გორც გე­ო­ლო­გი­უ­რად, ასე­ვე ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რად. ამას­თან, შეს­წავ­ლი­ლი იყო მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რიც და სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და წყა­რო­ში და­ცუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­და ყვე­ლა მო­ნაკ­ვე­თის შეს­წავ­ლა და კვლე­ვა და მშვე­ნი­ე­რი შე­დე­გი გვქონ­და. რო­დე­საც ბორ­ჯომ­ში ტყე მე­ო­რედ და­იწ­ვა, შეს­წავ­ლა თა­ვი­დან მოხ­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ნი­ა­დაგ­მა არ გა­ნი­ცა­და დიდი რეგ­რე­სი, ერთი მო­ნაკ­ვე­თია, რომ­ლიც დავ­ტო­ვეთ გა­უ­შე­ნე­ბე­ლი და უკვე თა­ვი­დან შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ღო­ნის­ძი­ე­ბებს დავ­სა­ხავთ, თუ ნი­ა­და­გი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

დი­დად რომ არ იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ამის მაჩ­ვე­ნებ­ლი ის იყო, რომ შემ­დეგ წელს, არა­მარ­ტო ბა­ლა­ხო­ვა­ნი სა­ფა­რი წა­მო­ვი­და, რაც რეგ­რე­სის შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა, არა­მედ ძა­ლი­ან ბევ­რია ბუ­ნებ­რი­ვად წა­მო­სუ­ლი ამო­ნა­ყა­რი ვერ­ხვის და მდგნა­ლის, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ნა­ხან­ძრა­ლი ტე­რი­ტო­რი­ის­თვის.

- ე.ი ხან­ძრის შემ­დეგ თა­ვი­სით მო­დის ფოთ­ლო­ვა­ნე­ბი.

- მხო­ლოდ მა­შინ, როცა სა­ფარ­ვე­ლი შე­იქ­მნე­ბა. თუ მო­თეს­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოჩ­ნდა, დარ­ჩე­ნი­ლია ეგ­ზემპლა­რე­ბი, უკვე წიწ­ვოვ­ნე­ბი უნდა და­ირ­გას, ან თვი­თონ გა­ი­ზარ­დოს.

ასე რომ, ტყე თვი­თონ გვე­უბ­ნე­ბა, რო­გორ უნდა და­ეხ­მა­რო. ეს დახ­მა­რე­ბა კი ის არის, რომ იმ ზო­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რა­დაც ვა­შე­ნებთ.

- აშე­ნებთ ძი­რი­თა­დად ფიჭვს. რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ ფიჭ­ვი არის ე.წ. „პი­ო­ნე­რი“ სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ნა­ხან­ძრალ­ზე ყვე­ლა­ზე კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა. დიდი და­ქა­ნე­ბის ფერ­დო­ბე­ბია და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერო­ზია წარ­მოქ­მნას, ასეთ დროს ფიჭ­ვი ნი­ა­დაგს, ნი­და­გურ სა­ფარს ამაგ­რებს და თან, კვე­ბავს კი­დეც.

- რო­გორ მო­ვუფრ­თხილ­დეთ ყვე­ლა­ნი ერ­თად ტყეს?

- ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა სა­ქონ­ლის ძო­ვე­ბაა.

მუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვღო­ბავთ ყვე­ლა გა­სა­შე­ნე­ბელ ფართს, მო­სახ­ლე­ო­ბა მას ჭრის და იქ სა­ქო­ნელს უშ­ვებს. არ უნდა გაჭ­რან და არ უნდა შე­უშ­ვან იქ სა­ქო­ნე­ლი, რად­გა­ნაც იმ ფარ­თობ­ზე მო­ზარ­დაღ­მო­ნა­ცე­ნია, ახ­ლად გა­შე­ნე­ბუ­ლი ტყე!

ამის­თვის ბორ­ჯო­მი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია, პლა­ტო­ზე რო­გორც კი მოხ­და სა­ნი­ტა­რუ­ლი ჭრე­ბი, მა­შინ­ვე ნერ­გე­ბი გა­ვა­შე­ნეთ. 6 კმ-ზეა იქა­უ­რო­ბა შე­ღო­ბი­ლი, მაგ­რამ არ უფრთხილ­დე­ბი­ან. არა­და, რაც გვაქვს, ის თუ არ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, არ ვიზ­რუ­ნეთ მო­მა­ვალ­ზე, არ შევ­მა­ტეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტყეს რამე, ამა­ში მო­სახ­ლო­ბა თუ არ დაგ­ვეხ­მა­რა, სხვაგ­ვა­რად გა­ჭირ­დე­ბა.

ამას და­ვუ­მა­ტოთ პიკ­ნი­კე­ბი, რო­მე­ლიც ტყე­ში იმარ­თე­ბა. კარ­გია დას­ვე­ნე­ბა, პიკ­ნი­კიც, ტყე­ში კო­ცო­ნის დან­თე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, რო­მე­ლიც უნდა და­ვიც­ვათ. ტყის და­ბინ­ძუ­რე­ბაც არა­ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მაა, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ტყეს ისევ ჩვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. თუ არ გვექ­ნე­ბა ტყე და გარ­შე­მო იქ­ნე­ბა უდაბ­ნო, შე­სა­ბა­მი­სად, არ გვექ­ნე­ბა ჰა­ე­რი. სა­დაც ტყე არ არის, აღარც ცხო­ვე­ლია, ფრინ­ვე­ლია... მე­ტყე­ვე­ებ­მაც უნდა იმ­რავ­ლონ. ერთ დროს ბევ­რნი იყ­ვნენ და თუ დღემ­დე რამე მო­ვი­და, მათი წყა­ლო­ბით და დამ­სა­ხუ­რე­ბით. ასე რომ, დავ­ფიქ­რდეთ!

ავტორი:

"მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა უნიკალური კოლხური ბზა" - რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები ხანძრების შემდეგ და ვინ ზრუნავს მათ გადარჩენაზე

"მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა უნიკალური კოლხური ბზა" - რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები ხანძრების შემდეგ და ვინ ზრუნავს მათ გადარჩენაზე

საქართველოს ტყეებმა ქვეყნის ისტორის მსგავსად, დღემდე საოცარი გზა გამოიარეს. შორეულ წარსულშიც არ დაგვჭირდება წასვლა, გასახსენებლად უახლესი პერიოდიც გვეყოფა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ტყე უდიერად გაჩანაგდა, რაც უაზრო ჭრის გარდა, კლიმატმა და ინვაზიური მავნებლების შემოსევამ განაპირობა, ბოლოს კი გახშირებულმა ხანძრებმაც უდიდესი ზარალი მიაყენა ტყის მასივებს.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული მეტყევე, მარინა სუჯაშვილი გვეუბნება, დაბინძურებული ჰაერი ტყეზე საოცარ ზემოქმედებას ახდენს. ის ტყის ნაადრევ დაბერებას იწვევს და ასეთ მდგომარეობაში მავნებლებიც ადვილად ერევა.

რაც შეეხება მავნებლებს, ჩვენს ტყეებში გავრცელებულია ქერქიჭამია, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამცხე-ჯავახეთშია თავმოყრილი. „მას 2013 წლიდან ვებრძვით. განთავსებული გვაქვს მწერმჭერები, რომლებიც გარკვეულ რაოდენობას იჭერს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ტყის სანიტარული ჭრები, რომ დროულად და სწორად განხორციელდეს,“ - აღნიშნავს ქალბატონი მარინა.

მისი თქმით, კიდევ ერთი დიდი ტკივილი, რაც ჩვენს ტყეს აქვს, ეს არის ბზა, რომელზეც მავნებელი ბზის ალურაა გავრცელებული. ის ინვაზიური მავნებელია და როგორც ამბობენ, სოჭიდან ოლიამპიადის დროს შემოტანილ მცენარეებს შემოჰყვა. რეალურად კი არავინ იცის, საიდან გაჩნდა, უბრალოდ, ასეთი ვერსია არსებობს, რომ ოლიმპიადის დროს შემოივიდა. ფაქტია, რომ ლამის გაანადგურა ბზის კორომები.

„ახლა ვცდილობთ, თუნდაც საკონსერვაციო მასალა შევინარჩუნოთ, რომ კალმები დავამზადოთ, სანერგეებში გავზარდოთ და ისევ ტყეში დავაბრუნოთ. რიგ მონაკვეთებზე სასიხარულო შედეგი გვაქვს, - მოზარდაღმონაცენია წამოსული. ხომ ვამბობ, ამასთან დაკავშირებით სულ მონიტორინგს ვატარებთ - სამი წელი ბიოლოგიურად ვწამლავდით - იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, მაგრამ სათანადო შედეგი ვერ მივიღეთ, როგორსაც ველოდით. ახლა არსებობს ბზის კორომების გადარჩენის გეგმა და საბჭოც, რომელშიც როგორც მეცნიერები, ასევე არსამთავრობო ორგანიზაციებია ჩართული. იმედს ვიტოვებთ, რომ კოლხური ბზა გადარჩება, რომელიც ჩვენი ენდემი და რელიქტია,“ - დასძენს რესპონდენტი.

- ხანძარები ქართული ტყის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. 2017 წელს ბორჯომის ტყეს დიდი ზიანი მიაყენა...

- 2017 წელს 943 ჰექტარი განადგურდა, მანამდე, 2008 წელს დაბის მიმდებარე ტერიტორია და ცოტა იქითაც (1000 ჰექტარი), რომელიც 2013-2016 წლებში (თითქმის ერთი ხეობა) აღვადგინეთ და ის ადგილი ხანძარმა ისევ მოსპო და მხოლოდ 10 ჰექტარამდე ფართობი გადარჩა. 2018 წლიდან თავიდან ვაშენებთ...

ბორჯომში უფრო მეტი სიმწვანეა ახლა, ვიდრე სამი წლის წინ იყო, ხის ჭრის შემდეგ გამოთავისუფლებულ ფართობებზე ვიწყებთ ტყის აღდგენას.

- ნახანძრალზე ტყის გაშენება სპეციფიკურია, რას მოითხოვს და რა თანმიმდევრობაა დასაცავი?

- კანონდებლობით, ტყის აღდგენა-გაშენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი დამტკიცებული პროექტით. სხვაგვარად არ შეიძლება და არამარტო ნახანძრალზე, საერთოდ, ასეთი გახლავთ ტყის აღდგენის ღონისძიებები. სადაც ეს ხდება, იქ მანამდე ფართობის დეტალურად შესწავლა მიმდინარეობს. შესწავლილი უნდა იყოს კლიმატი, მცენარეული საფარი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება, რა ღონისძიებები უნდა განახორციელო ადგილმდებარეობის შესაბამისდ, იმიტომ, რომ გვაქვს ბუნებრივი ტყეები და ის ისევე უნდა დარჩეს, როგორიც ბუნებამ გააჩინა, გაზარდა და დატოვა. ეს არის ჩვენი მისია.

ხანძრის შემდეგ ნიადაგი განიცდის ცვლილებას. პირველი ხანძრის შემდეგ, 8 წლის წინ, ყველანაირად შესწავლილ იქნა ნიადაგი - როგორც გეოლოგიურად, ასევე ჰიდროლოგიურად. ამასთან, შესწავლილი იყო მცენარეული საფარიც და სპეციალურ ლიტერატურასა და წყაროში დაცული მონაცემების მიხედვით მოხდა ყველა მონაკვეთის შესწავლა და კვლევა და მშვენიერი შედეგი გვქონდა. როდესაც ბორჯომში ტყე მეორედ დაიწვა, შესწავლა თავიდან მოხდა.

საბედნიეროდ, ნიადაგმა არ განიცადა დიდი რეგრესი, ერთი მონაკვეთია, რომლიც დავტოვეთ გაუშენებელი და უკვე თავიდან შესწავლის შედეგად, ღონისძიებებს დავსახავთ, თუ ნიადაგი ამის საშუალებას მოგვცემს.

დიდად რომ არ იყო დაზიანებული, ამის მაჩვენებლი ის იყო, რომ შემდეგ წელს, არამარტო ბალახოვანი საფარი წამოვიდა, რაც რეგრესის შემთხვევაში ნაკლებად ხდება, არამედ ძალიან ბევრია ბუნებრივად წამოსული ამონაყარი ვერხვის და მდგნალის, რაც დამახასიათებელია ნახანძრალი ტერიტორიისთვის.

- ე.ი ხანძრის შემდეგ თავისით მოდის ფოთლოვანები.

- მხოლოდ მაშინ, როცა საფარველი შეიქმნება. თუ მოთესვის საშუალება გამოჩნდა, დარჩენილია ეგზემპლარები, უკვე წიწვოვნები უნდა დაირგას, ან თვითონ გაიზარდოს.

ასე რომ, ტყე თვითონ გვეუბნება, როგორ უნდა დაეხმარო. ეს დახმარება კი ის არის, რომ იმ ზონაში ხელოვნურადაც ვაშენებთ.

- აშენებთ ძირითადად ფიჭვს. რატომ?

- იმიტომ, რომ ფიჭვი არის ე.წ. „პიონერი“ სახეობა, რომელიც ნახანძრალზე ყველაზე კარგ შედეგს იძლევა. დიდი დაქანების ფერდობებია და შესაძლებელია, ეროზია წარმოქმნას, ასეთ დროს ფიჭვი ნიადაგს, ნიდაგურ საფარს ამაგრებს და თან, კვებავს კიდეც.

- როგორ მოვუფრთხილდეთ ყველანი ერთად ტყეს?

- ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საქონლის ძოვებაა.

მუხედავად იმისა, რომ ვღობავთ ყველა გასაშენებელ ფართს, მოსახლეობა მას ჭრის და იქ საქონელს უშვებს. არ უნდა გაჭრან და არ უნდა შეუშვან იქ საქონელი, რადგანაც იმ ფართობზე მოზარდაღმონაცენია, ახლად გაშენებული ტყე!

ამისთვის ბორჯომი შესანიშნავი მაგალითია, პლატოზე როგორც კი მოხდა სანიტარული ჭრები, მაშინვე ნერგები გავაშენეთ. 6 კმ-ზეა იქაურობა შეღობილი, მაგრამ არ უფრთხილდებიან. არადა, რაც გვაქვს, ის თუ არ შევინარჩუნეთ, არ ვიზრუნეთ მომავალზე, არ შევმატეთ თანამედროვე ტყეს რამე, ამაში მოსახლობა თუ არ დაგვეხმარა, სხვაგვარად გაჭირდება.

ამას დავუმატოთ პიკნიკები, რომელიც ტყეში იმართება. კარგია დასვენება, პიკნიკიც, ტყეში კოცონის დანთება, მაგრამ ყველაფერს თავისი წესები აქვს, რომელიც უნდა დავიცვათ. ტყის დაბინძურებაც არანაკლები პრობლემაა, საშინელება ხდება. ტყეს ისევ ჩვენი სიამოვნებისთვის უნდა გავუფრთხილდეთ. თუ არ გვექნება ტყე და გარშემო იქნება უდაბნო, შესაბამისად, არ გვექნება ჰაერი. სადაც ტყე არ არის, აღარც ცხოველია, ფრინველია... მეტყევეებმაც უნდა იმრავლონ. ერთ დროს ბევრნი იყვნენ და თუ დღემდე რამე მოვიდა, მათი წყალობით და დამსახურებით. ასე რომ, დავფიქრდეთ!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი