საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება" - ფოტოები სასამართლოდან, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ
"ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება" - ფოტოები სასამართლოდან, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ

"მისი ხე­ლით არც ერთ სხვა ბავ­შვს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა", - ამის შე­სა­ხებ გორ­ში მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას, 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მამა, მიშა ბე­რი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რებ­მა კო­მენ­ტა­რე­ბი მას შემ­დეგ გა­ა­კე­თეს, რაც ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს სა­სა­მარ­თლომ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

"ერთ რა­მე­ში ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მისი ხე­ლით არც ერთ სხვა ბავ­შვს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მა­მამ.

გარ­დაც­ვლი­ლის ბა­ბუ­ის, ხვი­ჩა ბე­რი­აშ­ვი­ლის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი ან უნდა გა­მო­ეშ­ვათ, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა უნდა შე­ე­ფარ­დე­ბი­ნათ.

"იდე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ჩვენს შვილს უკვე არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ გვინ­დო­და, რომ ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, სხვა ბავ­შვი აღარ და­ჩაგ­რუ­ლი­ყო და სხვას აღარ ეტი­რა", - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩა ბე­რი­აშ­ვილ­მა.

9 წლის გო­გო­ნას დე­დამ, ნა­თია ლა­ლი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ოჯა­ხი ამ გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბო­და.

"შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი ვე­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იყო, რა­საც ვე­ლო­დე­ბო­დით", - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას.

ნე­ბი­ე­რი­ძეს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სსკ-ის 109-ე მუხ­ლით, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება" - ფოტოები სასამართლოდან, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ

"ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება" - ფოტოები სასამართლოდან, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ

"მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება", - ამის შესახებ გორში მოკლული გოგონას, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამა, მიშა ბერიაშვილმა განაცხადა.

მოკლული ბავშვის ოჯახის წევრებმა კომენტარები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, იაგო ნებიერიძეს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

"ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება", - აღნიშნა ნანიკო ბერიაშვილის მამამ.

გარდაცვლილის ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, ბრალდებული ან უნდა გამოეშვათ, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეფარდებინათ.

"იდეალური გადაწყვეტილებაა. ჩვენს შვილს უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ გვინდოდა, რომ ღმერთმა დაიფაროს, სხვა ბავშვი აღარ დაჩაგრულიყო და სხვას აღარ ეტირა", - განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

9 წლის გოგონას დედამ, ნათია ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახი ამ განაჩენს ელოდებოდა.

"შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება, მაგრამ ეს იყო, რასაც ველოდებოდით", - განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები