პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვები ვეღარ შევლენ ისეთ საიტებზე, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება
ბავშვები ვეღარ შევლენ ისეთ საიტებზე, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება

სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სკო­ლებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გა­სარ­თობ სივ­რცე­ებს, ინ­ტერ­ნეტ კა­ფე­ებს, მათ ბა­ლანსზე არ­სე­ბულ სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ ფილტრე­ბის და­ყე­ნე­ბა მო­უ­წევთ.

“ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის“ ფარ­გლებ­ში ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, ინ­ტერ­ნეტ ფილტრე­ბის და­ყე­ნე­ბით სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ბავ­შვი­სა და მო­ზარ­დი­სათ­ვის ისეთ სა­ი­ტებ­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის, ალ­კოჰო­ლის, ნარ­კო­ტი­კის და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა ისეთ აუ­დიო თუ ვი­დეო მა­სა­ლა­ზე წვდო­მა, სა­დაც ძა­ლა­დო­ბის, პორ­ნოგ­რა­ფი­ის, მკვლე­ლო­ბი­სა და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის სცე­ნე­ბი დე­ტა­ლუ­რა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

გარ­და ამი­სა, “ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი“ ინ­ტერ­ნე­ტი­დან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან ბავ­შვის დაც­ვას მშობ­ლებს სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც სთა­ვა­ზობს. კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნეტ პრო­ვა­ი­დე­რებ­თან მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მსგავ­სი სა­ი­ტებ­ზე ფილტრე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­ყე­ნე­ბა სახ­ლშიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

კო­დექ­სის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ასე­ვე აიკ­რძა­ლე­ბა მო­ზარ­დის ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბა, სა­დაც ალ­კოჰო­ლუ­რი, ტოქ­სი­კუ­რი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, რე­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბა.

“ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი“ პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რის სოფო კი­ლა­ძი­სი­ნი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და. კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტში პირ­ველ მოს­მე­ნა­ზე შემ­დეგ სა­სე­სიო კვი­რას გავა. დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლა­ში 2020 წლის 1 ივ­ნი­სი­დან შევა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ბავშვები ვეღარ შევლენ ისეთ საიტებზე, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება

ბავშვები ვეღარ შევლენ ისეთ საიტებზე, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება

საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა. ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი.

გარდა ამისა, “ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვის დაცვას მშობლებს სახლის პირობებშიც სთავაზობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტ პროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც შესაძლებელი გახდება.

კოდექსის პროექტის მიხედვით, ასევე აიკრძალება მოზარდის ისეთ დაწესებულებაში დასაქმება, სადაც ალკოჰოლური, ტოქსიკური და ფსიქოტროპული მასალის წარმოება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია ხდება.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძისინიციატივით მომზადდა. კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს