საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუნდი, სადაც გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული" - რას პასუხობს ნიკა მელია სანდრა რულოვსს
"გუნდი, სადაც გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული" - რას პასუხობს ნიკა მელია სანდრა რულოვსს

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი მქონ­და, ვიდ­რე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მოს­მე­ნა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ზუგ­დი­დის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი სან­დრა რუ­ლოვ­სი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას.

რუ­ლოვ­სის თქმით, ყვე­ლას აქვს არ­ჩე­ვა­ნი და ყვე­ლა გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს.

„მე არ მი­ნა­ხავს ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი მქონ­და, ვიდ­რე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მოს­მე­ნა. ყვე­ლას აქვს თა­ვის არ­ჩე­ვა­ნი და ყვე­ლა გა­ა­კე­თებს თა­ვის არ­ჩე­ვანს. მე მინ­და, რომ ხალ­ხთან ერ­თად და­ვიბ­რუ­ნო ეს ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რომ ნიკა მე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა გუნდში და ის პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა, ამა­ზე სან­დრა რუ­ლოვსმა გა­ნა­ცხა­და, რომ ისიც არის ამა­ვე პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი.

„პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არის ინ­სტრუ­მენ­ტი ხალ­ხის ხელ­ში. მთა­ვა­რია, ხალ­ხში არის შე­თან­ხმე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი არ უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა.

„ბევ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­დის, რომ ახლა ეს თუ არ იქ­ნე­ბა, გა­მო­ვალ ხვალ და და­ვი­წყებ რე­ვო­ლუ­ცი­ას, არ იწყე­ბა ეს რე­ვო­ლუ­ცია და უა­რეს სა­სო­წარ­კვე­თა­ში ვაგ­დებთ ამომ­რჩევ­ლებს“, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ნიკა მე­ლი­ამ „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში გუ­შინ გა­ნა­ცხა­და. მე­ლი­ამ არ და­ა­კონ­კრე­ტა ვის გუ­ლის­ხმობს აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ში, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა წინ­და­უ­ხე­და­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა.

ნიკა მე­ლია სან­დრა რუ­ლოვ­სის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ამ გუნ­დის შიგ­ნით, ერ­თობ­ლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გზით უნდა მი­ი­ღოს და შემ­დეგ გა­და­იდ­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ნიკა მე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­ში სკან­და­ლუ­რი არა­ფე­რია.

„ყვე­ლა გუნ­დი, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უ­თან­ხმებ­ლად ხდე­ბა, მარ­ცხის­თვის არის გან­წი­რუ­ლი... არ ნიშ­ნავს, რომ აქ­ცია არ უნდა და­ი­წყოს, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ძა­ლა­დო­ბა არ უნდა და­იგმოს, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა შე­ნელ­დეს ბრძო­ლა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა ჯერ გახ­დეს გუნ­დის შიგ­ნით მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი, ეს არის მთა­ვა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი სა­წინ­და­რი. ამის შემ­დეგ უნდა გა­და­იდ­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. აქ არა­ფე­რი სკან­და­ლის შემ­ცვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის.

გა­მარ­გი­ნა­ლე­ბულ, გა­ბანკრო­ტე­ბულ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ჩუ­ქა­რი არ უნდა გა­ვუ­კე­თოთ“, - აცხა­დებს ნიკა მე­ლია.

ავტორი:

"გუნდი, სადაც გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული" - რას პასუხობს ნიკა მელია სანდრა რულოვსს

"გუნდი, სადაც გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული" - რას პასუხობს ნიკა მელია სანდრა რულოვსს

სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

რულოვსის თქმით, ყველას აქვს არჩევანი და ყველა გააკეთებს არჩევანს.

„მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში და ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, ამაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ისიც არის ამავე პოლიტსაბჭოს წევრი.

„პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში. მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი არ უნდა იყოს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ განაცხადა. მელიამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს აღნიშნულ განცხადებაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.

ნიკა მელია სანდრა რულოვსის დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიამ გუნდის შიგნით, ერთობლივი კონსულტაციების გზით უნდა მიიღოს და შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ნიკა მელიას განმარტებით, აღნიშნულში სკანდალური არაფერია.

„ყველა გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად ხდება, მარცხისთვის არის განწირული... არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მთავარი, მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. ამის შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. აქ არაფერი სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის.

გამარგინალებულ, გაბანკროტებულ ბიძინა ივანიშვილს საჩუქარი არ უნდა გავუკეთოთ“, - აცხადებს ნიკა მელია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები