საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა კალაძის მოწოდებები შემაშფოთებელია" - საია
"კახა კალაძის მოწოდებები შემაშფოთებელია" - საია

კახა კა­ლა­ძის მიერ კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ საია-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს მი­მარ­თა, "ნუ შე­უ­შინ­დე­ბი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებს, რად­გან აქვთ ამის უფ­ლე­ბა".

საია-ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ „ამომ­რჩევ­ლის ნე­ბის თა­ვი­სუ­ფალ გა­მო­ხატ­ვა­ზე, ასე­ვე, უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა“.

„ისი­ნი ან დის­ტან­ცი­უ­რად აღ­რი­ცხა­ვენ ხმის მი­სა­ცე­მად მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ან ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბით აღ­ბეჭ­და­ვენ უბან­ზე მის­ვლის პრო­ცესს. მსგავ­სი შე­თხვე­ვე­ბი ვი­დეო კად­რებ­ზე ზუგ­დი­დის ოლ­ქში #1 და #4 უბ­ნებ­ზე სა­ი­ას დამ­კვირ­ვებ­ლებ­მაც და­ა­ფიქ­სი­რეს.

მარ­თა­ლია, არც ერთი ეს შემ­თხვე­ვა კა­ნონ­დარ­ღვე­ვას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ის დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის ამომ­რჩე­ველს და მათ კონ­ტრო­ლის გან­ცდას უჩენს. ეს უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტე­ბი წინა რამ­დე­ნი­მე არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ტენ­დენ­ცი­აა და უარ­ყო­ფი­თად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის მიერ.

კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის კახა კა­ლა­ძის მიერ კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბე­ბი“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ირო­ნი­უ­ლად პა­სუ­ხობს და აცხა­დებს: „ალ­ბათ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში აე­რი­ათ და ამი­ტომ უნ­დო­დათ ეთ­ქვათ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი“.

კახა კა­ლა­ძის თქმით, სა­ი­ას-ს გან­ცხა­დე­ბა მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია. „გა­უ­გე­ბა­რი იყო საია-ს გან­ცხა­დე­ბა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი უწო­და და ასე­ვე თვი­თონ გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობ­და, რომ ეს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა არ არის. ამი­ტომ ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ საია-ს სა­პა­სუ­ხოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"კახა კალაძის მოწოდებები შემაშფოთებელია" - საია

"კახა კალაძის მოწოდებები შემაშფოთებელია" - საია

კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, "ნუ შეუშინდებიან კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, რადგან აქვთ ამის უფლება".

საია-ში მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.

„ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს.

მართალია, არც ერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ირონიულად პასუხობს და აცხადებს: „ალბათ სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და ამიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი“.

კახა კალაძის თქმით, საიას-ს განცხადება მისთვის გაუგებარია. „გაუგებარი იყო საია-ს განცხადება, შემაშფოთებელი უწოდა და ასევე თვითონ განცხადებაში საუბრობდა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი განცხადებები“, - განაცხადა კალაძემ საია-ს საპასუხოდ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"