პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ასოებით აფხაზურად დაწერილი წერილი მეორე მსოფლიო ომიდან და ლაზარეთში გარდაცვლილი ქართველების მონაცემები
ქართული ასოებით აფხაზურად დაწერილი წერილი მეორე მსოფლიო ომიდან და ლაზარეთში გარდაცვლილი ქართველების მონაცემები

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ოჯა­ხის წევ­რებს ათე­უ­ლი წლე­ბია ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ეძებს. მათ რი­ცხვშია ბა­ღა­თუ­რი­ე­ბის ოჯა­ხი, რომ­ლე­ბიც ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ალექ­სან­დრე (ჭი­ჭი­კო) ბა­ღა­თუ­რი­ას 70-იანი წლე­ბი­დან ეძე­ბენ.

ალექ­სან­დრეს ძმამ სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ატ­ში პირ­ვე­ლი წე­რი­ლი 1972 წლის 17 ივ­ლისს გაგ­ზავ­ნა, თუმ­ცა, პა­სუ­ხი არც მა­შინ და არც წლე­ბის შემ­დეგ არ მი­უ­ღია... ახ­ლა­ხან ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ AMBEBI.GE-ს მი­ა­წო­და რუ­სულ ენა­ზე შედ­გე­ნი­ლი თხოვ­ნა-წე­რი­ლის ასლი, სა­დაც ჯა­რის­კა­ცის ძმა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ოჯა­ხის წევ­რის შე­სა­ხებ ცნო­ბებს ითხოვს:

"ჩემი ძმა, ალექ­სან­დრე ჭი­ჭი­კო ბა­ღა­თუ­რია, და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს წუ­ლუ­კი­ძის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ხა­ლევ­ში. 1938-1939 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში ბე­ლო­რუ­სის ნა­წილ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფი­ნე­თის ომში, არ­ტი­ლე­რის­ტი იყო. 1941 წელს ქუ­თა­ი­სი­დან გა­იწ­ვი­ეს ფრონ­ტის ხაზ­ზე.

ერთ-ერთი წე­რი­ლი მის­გან 1942 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ვი­ღეთ. ამის შემ­დეგ, იმა­ვე წლის 4 მარტს კი­დევ ერთი წე­რი­ლი ქერ­ჩი­დან მო­ვი­და, რის შემ­დე­გაც ჩემი ძმა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. იქ­ნებ გვა­პოვ­ნი­ნოთ მისი საფ­ლა­ვი.... პა­ტი­ვის­ცე­მით, კ. ბა­ღა­თუ­რია", - იტყო­ბი­ნე­ბო­და ჯა­რის­კა­ცის ძმა.

ქერ­ჩის კო­მი­სი­ის ხელმღვა­ნე­ლის ნა­ტა­ლია ძი­უ­ბას თქმით, წე­რი­ლის პოვ­ნის შემ­დეგ, მათ მო­ი­ძი­ეს ალექ­სან­დრე (ჭი­ჭი­კო) ბა­ღა­თუ­რი­ას მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც, რო­გორც ძმის წე­რი­ლი, წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და გა­ირ­კვა, რომ ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა 1942 წლის 16 მა­ისს ქა­ლაქ ქერჩში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი­სას...

კო­მი­სი­ის ცნო­ბით, ქერ­ჩის ბრძო­ლე­ბი­სას გერ­მა­ნულ­მა ავი­ა­ცი­ამ და­ბომ­ბა სამ­ხედ­რო გემი - АРМЕНИА, სა­ი­და­ნაც დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლის ევა­კუ­ა­ცია მო­ხერ­ხდა.

"ცნო­ბი­ლია, ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის ად­გი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, იქ ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია იმ­დრო­ინ­დე­ლი ნივ­თე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, კაფ­სუ­ლე­ბიც, რომ­ლებ­შიც მე­ომ­რე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი ინა­ხე­ბა. მსგავ­სი კაფ­სუ­ლე­ბი ხმე­ლეთ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­თხრე­ბის დრო­საც ვი­პოვ­ნეთ და მათი იდენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს..." - აცხა­დებს კო­მი­სი­ის წევ­რი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ, ასე­ვე მოგ­ვა­წო­და სო­ხუ­მე­ლი ანა ია­კო­ბის ასუ­ლი ნემ­ცე­ვას წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მა­მას ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით, თუმ­ცა, აფხა­ზუ­რი ში­ნა­არ­სით მის­წე­რა.

კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის ვა­რა­უ­დით, გო­გო­ნა მედ­და ან რა­დის­ტი იყო. ის მა­მას, სო­ხუმ­ში, სპეცმშე­ნებ­ლის 7/2-ში უგ­ზავ­ნის წე­რილს და მას­ში ლუ­დო­ვი­კო­სა და ოტე­ლოს პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცი­ტა­ტე­ბი აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სით: "ვინც ჩვენ გმი­რად და ვაჟ­კა­ცად მიგ­ვაჩ­ნდა, სწო­რედ მან გაგ­ვიც­რუა იმე­დი..."

მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქვე გთა­ვა­ზობთ გერ­მა­ნი­ა­ში, ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რო­მელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე დად­გმუ­ლი სტენ­დი­დან ამო­ვი­წე­რე.

ყვე­ლა მათ­გა­ნის გას­წვრივ შავი ჯვა­რია გა­მო­სა­ხუ­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ ლა­ზა­რეთ­ში არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ, სა­დაც რამ­დენ­ჯერ­მე იფეთ­ქა ტი­ფის, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და დი­ზენ­ტე­რი­ის ეპი­დე­მი­ამ.

გრი­გო­რი ნეს­ტო­რის ძე ჩიხ­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს, და­ი­ღუ­პა 1944 წლის 25 მა­ისს.

ვა­ლი­კო გი­ორ­გის ძე ჭა­ნუყ­ვა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, და­ი­ღუ­პა 1994 წლის 4 მა­ისს.

ივა­ნე მი­ხე­ი­ლის ძე აბე­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, და­ი­ღუ­პა 1944 წლის 1 მა­ისს.

ეგორ პე­პუს ძე ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს, და­ი­ღუ­პა 1944 წლის 1 მარტს.

ფროტ ბე­ნაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს, და­ი­ღუ­პა 1944 წლის 1 იან­ვარს.

ნოე არ­ქი­ფოს ძე ქი­რია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 31 დე­კემ­ბერს.

გრი­გო­რი ვა­სი­ლის ძე ხო­ნე­ლი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს, და­ი­ღუ­პა 1944 წლის 12 იან­ვარს.

შა­ლი­კო ფე­დოს ძე ყე­ლოშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 27 სექ­ტემ­ბერს.

ავ­გუსტ სტე­ფა­ნეს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს.

იორ­და­ნი სერ­გე­ის ძე ბელე­ხო­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 19 სექ­ტემ­ბერს.

ნა­ზი­და ნი­კოს ძე სან­და­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 21 სექ­ტემ­ბერს.

სტე­ფან ალექ­სან­დრე ძე ჭედ­ლიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წლის 15 თე­ბერ­ვალს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს.

გი­ორ­გი მი­ხე­ილს ძე ემ­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს.

შა­ლი­კო თე­დოს ძე კე­ლოშ­ვი­ლი (ან ყე­ლოშ­ვი­ლი) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, და­ი­ღუ­პა 143 წლის 27 სექ­ტემ­ბერს.

ვლა­დი­მერ ილი­ას ძე კა­კუ­ლია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს, და­ი­ღუ­პა 1943 წლის 27 სექ­ტემ­ბერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქართული ასოებით აფხაზურად დაწერილი წერილი მეორე მსოფლიო ომიდან და ლაზარეთში გარდაცვლილი ქართველების მონაცემები

ქართული ასოებით აფხაზურად დაწერილი წერილი მეორე მსოფლიო ომიდან და ლაზარეთში გარდაცვლილი ქართველების მონაცემები

მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრებს ათეული წლებია ათასობით ქართველი ეძებს. მათ რიცხვშია ბაღათურიების ოჯახი, რომლებიც ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ალექსანდრე (ჭიჭიკო) ბაღათურიას 70-იანი წლებიდან ეძებენ.

ალექსანდრეს ძმამ სამხედრო კომისარიატში პირველი წერილი 1972 წლის 17 ივლისს გაგზავნა, თუმცა, პასუხი არც მაშინ და არც წლების შემდეგ არ მიუღია... ახლახან ქერჩის კომისიამ AMBEBI.GE-ს მიაწოდა რუსულ ენაზე შედგენილი თხოვნა-წერილის ასლი, სადაც ჯარისკაცის ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის შესახებ ცნობებს ითხოვს:

"ჩემი ძმა, ალექსანდრე ჭიჭიკო ბაღათურია, დაბადებული 1918 წელს წულუკიძის რაიონის სოფელ ნახალევში. 1938-1939 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში ბელორუსის ნაწილში. მონაწილეობდა ფინეთის ომში, არტილერისტი იყო. 1941 წელს ქუთაისიდან გაიწვიეს ფრონტის ხაზზე.

ერთ-ერთი წერილი მისგან 1942 წლის დეკემბერში მივიღეთ. ამის შემდეგ, იმავე წლის 4 მარტს კიდევ ერთი წერილი ქერჩიდან მოვიდა, რის შემდეგაც ჩემი ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იქნებ გვაპოვნინოთ მისი საფლავი.... პატივისცემით, კ. ბაღათურია", - იტყობინებოდა ჯარისკაცის ძმა.

ქერჩის კომისიის ხელმღვანელის ნატალია ძიუბას თქმით, წერილის პოვნის შემდეგ, მათ მოიძიეს ალექსანდრე (ჭიჭიკო) ბაღათურიას მონაცემები, რომელიც, როგორც ძმის წერილი, წლების მანძილზე გასაიდუმლოებული იყო და გაირკვა, რომ ჯარისკაცი დაიღუპა 1942 წლის 16 მაისს ქალაქ ქერჩში მიმდინარე ბრძოლებისას...

კომისიის ცნობით, ქერჩის ბრძოლებისას გერმანულმა ავიაციამ დაბომბა სამხედრო გემი - АРМЕНИА, საიდანაც დაჭრილი ჯარისკაცების მხოლოდ ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.

"ცნობილია, ჩაძირული გემის ადგილი. არსებული ცნობებით, იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია იმდროინდელი ნივთები და სავარაუდოდ, კაფსულებიც, რომლებშიც მეომრების გვარ-სახელები ინახება. მსგავსი კაფსულები ხმელეთზე ჩატარებული გათხრების დროსაც ვიპოვნეთ და მათი იდენტიფიკაცია მიმდინარეობს..." - აცხადებს კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ქერჩის კომისიამ, ასევე მოგვაწოდა სოხუმელი ანა იაკობის ასული ნემცევას წერილი, რომელიც მამას ქართული ასოებით, თუმცა, აფხაზური შინაარსით მისწერა.

კომისიის წევრების ვარაუდით, გოგონა მედდა ან რადისტი იყო. ის მამას, სოხუმში, სპეცმშენებლის 7/2-ში უგზავნის წერილს და მასში ლუდოვიკოსა და ოტელოს პერსონაჟების ციტატები აქვს გამოყენებული, დაახლოებით ასეთი შინაარსით: "ვინც ჩვენ გმირად და ვაჟკაცად მიგვაჩნდა, სწორედ მან გაგვიცრუა იმედი..."

მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აქვე გთავაზობთ გერმანიაში, ცაითჰაინის სასაფლაოზე ნაპოვნი ქართველების გვარ-სახელებს, რომელთა მონაცემები საერთო სასაფლაოებზე დადგმული სტენდიდან ამოვიწერე.

ყველა მათგანის გასწვრივ შავი ჯვარია გამოსახული, რაც ნიშნავს, რომ ლაზარეთში არაადამიანურ პირობებში გარდაიცვალნენ, სადაც რამდენჯერმე იფეთქა ტიფის, ტუბერკულოზისა და დიზენტერიის ეპიდემიამ.

გრიგორი ნესტორის ძე ჩიხლაძე - დაბადებული 1903 წელს, დაიღუპა 1944 წლის 25 მაისს.

ვალიკო გიორგის ძე ჭანუყვაძე - დაბადებული 1905 წელს, დაიღუპა 1994 წლის 4 მაისს.

ივანე მიხეილის ძე აბელაშვილი - დაბადებული 1913 წელს, დაიღუპა 1944 წლის 1 მაისს.

ეგორ პეპუს ძე ალხანიშვილი - დაბადებული 1909 წელს, დაიღუპა 1944 წლის 1 მარტს.

ფროტ ბენაშვილი - დაბადებული 1898 წელს, დაიღუპა 1944 წლის 1 იანვარს.

ნოე არქიფოს ძე ქირია - დაბადებული 1905 წელს, დაიღუპა 1943 წლის 31 დეკემბერს.

გრიგორი ვასილის ძე ხონელიძე - დაბადებული 1919 წელს, დაიღუპა 1944 წლის 12 იანვარს.

შალიკო ფედოს ძე ყელოშვილი - დაბადებული 1916 წელს, დაიღუპა 1943 წლის 27 სექტემბერს.

ავგუსტ სტეფანეს კაჭკაჭიშვილი - დაბადებული 1910 წელს, დაიღუპა 1943 წლის 7 ოქტომბერს.

იორდანი სერგეის ძე ბელეხოძე - დაბადებული 1903 წელს, დაიღუპა 1943 წლის 19 სექტემბერს.

ნაზიდა ნიკოს ძე სანდარაშვილი - დაბადებული 1910 წელს, დაიღუპა 1943 წლის 21 სექტემბერს.

სტეფან ალექსანდრე ძე ჭედლიშვილი - დაბადებული 1905 წლის 15 თებერვალს, დაიღუპა 1943 წლის 13 ოქტომბერს.

გიორგი მიხეილს ძე ემრაშვილი - დაბადებული 1898 წელს, დაიღუპა 1943 წლის 19 ოქტომბერს.

შალიკო თედოს ძე კელოშვილი (ან ყელოშვილი) - დაბადებული 1916 წელს, დაიღუპა 143 წლის 27 სექტემბერს.

ვლადიმერ ილიას ძე კაკულია - დაბადებული 1919 წელს, დაიღუპა 1943 წლის 27 სექტემბერს.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"