პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - პროექტი, რომელმაც იაპონელებს ქართული ღვინო და მისი დაყენების მეთოდი შეაყვარა
„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - პროექტი, რომელმაც იაპონელებს ქართული ღვინო და მისი დაყენების მეთოდი შეაყვარა

„მხო­ლოდ წარ­სუ­ლის ცოდ­ნით და­უ­ცავს ყო­ველს ერს თა­ვი­სი ეროვ­ნე­ბა, თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბა, თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბა”, - წერ­და მე-19 სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ილია. მარ­თლაც, სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის დაც­ვა ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის, სა­გან­ძუ­რის, ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი­სა თუ ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­შია.

ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში კი შე­უძ­ლე­ბე­ლია, მო­წი­ნა­ვე ად­გილ­ზე არ მოხ­ვდეს უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო თა­ვი­სი 8 000 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ Forbes-ის, National Geographic-ის, BBC-სა და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნო.

ეს ტრა­დი­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს, რა­საც 2017 წელს ბორ­დო­ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რი­ით ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ახორ­ცი­ე­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ის ფარ­გლებ­ში წელს, ღვი­ნის სა­ა­გენ­ტომ ია­პო­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ტო­კი­ო­ში პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ღვი­ნოს­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და სუფ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­აც გა­მარ­თა.

გა­მო­ფე­ნა ია­პო­ნი­ა­ში 2 თვე გრძელ­დე­ბო­და, რომ­ლის დრო­საც სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი ტო­კი­ოს მეტ­რო­შიც გან­თავ­სდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მეტ­რო­სად­გუ­რის მეშ­ვე­ო­ბით კი მგზავ­რებს პირ­და­პირ იმ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­შიც შე­ეძ­ლოთ მოხ­ვედ­რა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფერს შე­ი­ყობნდნენ.

პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ ია­პო­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი სუფ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ით დას­რულ­და, რო­მელ­საც პო­პუ­ლა­რუ­ლი სუ­მო­ის­ტე­ბი, ტო­ჩი­ნო­ში­ნი და გაგა მარუ უძღვე­ბოდ­ნენ.

ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის და­ვით ტყე­მა­ლა­ძის თქმით, დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა „გა­კუ­ში კა­ი­კა­ნის“ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თა. მი­სი­ვე თქმით, როცა ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­სა­ბა­მის სივ­რცეს ეძებ­დნენ, „გა­კუ­ში კა­ი­კა­ნი“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზის გამო შე­არ­ჩი­ეს.

პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს და ამ სივ­რცის დი­რექ­ტორს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლო­დე­ბით, ამის სურ­ვი­ლი მათ თა­ვად გა­მოთ­ქვეს, თავ­და­პირ­ვე­ლად კი ჩვენ ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნი­ის ელჩმა ტა­და­ჰა­რუ უე­ჰა­რამ დაგ­ვა­კავ­ში­რა. მან მი­თხრა, რომ არ­სე­ბობს ხალ­ხი, რო­მელ­თაც უნ­დათ, ამ სივ­რცის და­არ­სე­ბი­დან 100 წლის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქვევრში და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო გახ­სნან. ეს გახ­და სა­ბა­ბი, რომ უფრო მე­ტად და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვით ამ სივ­რცით, ამ ხალ­ხით“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მას შემ­დეგ, რაც „გა­კუ­ში კა­ი­კა­ნის“ სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა გა­და­წყდა, ღვი­ნის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­და­წყვი­ტა, მათ სა­ხელ­ზე ღვი­ნო და­ა­ყე­ნოს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა ია­პო­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ამ, ამის შე­სა­ხებ ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­ჯმ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლეს და­ვით ტყე­მა­ლა­ძეს დე­ტა­ლუ­რად ვე­სა­უბ­რეთ.

რა იყო პრო­ექტ „სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შრობ­ლოს“ მი­ზა­ნი და რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჩა­ტარ­და წელს მის ფარ­გლებ­ში?

აპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნი არის სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ღვი­ნის სამ­შობ­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­სა და სამ­ყა­რო­ში დამ­კვიდ­რე­ბა, რად­გან ეს ფაქ­ტი უკვე მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს არის სა­რეკ­ლა­მო და პიარ-ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ღვი­ნო და ღვი­ნის რეკ­ლა­მი­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა იმ კუ­თხით, რომ ვართ სამ­შობ­ლო, კერა, ზო­გა­დად, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის დარ­გში, ვა­წარ­მო­ებთ ღვი­ნოს და შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დეგ არა ირიბ, არა­მედ რამ­დე­ნი­მე პირ­და­პირ სარ­გე­ბელს ვე­ლო­დე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი არის ის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი და უნი­კა­ლუ­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა წარ­მო­ვად­გი­ნეთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მო­პო­ვე­ბუ­ლი. მათ შო­რის, გა­მო­ფე­ნი­ლია ის თი­ხის ნი­მუ­ში. რო­მელ­ზეც მი­აკ­ვლი­ეს მჟა­ვას, რომ­ლი­თაც შემ­დეგ­ში და­დას­ტურ­და, რომ ის ღვი­ნი­სე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის იყო.

ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას ფაქ­ტობ­რი­ვად, უკუ­გე­ბა აქვს და წარ­მა­ტე­ბუ­ლად შეგ­ვიძ­ლია, ჩავ­თვა­ლოთ. რე­ა­ლუ­რად, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ვხვდე­ბით სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ას, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლად მო­დი­ან და გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან, სა­ელ­ჩო იქ­ნე­ბა თუ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მეშ­ვე­ო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მი­მართ კონ­კრე­ტუ­ლად ია­პო­ნი­ის ბა­ზარ­ზე რო­გო­რი გან­წყო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა?

გვაქვს ციფ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე მი­ვი­ღეთ და შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, რომ ია­პო­ნი­ის ბა­ზარ­ზე არის და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცია - ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ქვე­ყა­ნა ღვი­ნის მოხ­მა­რე­ბით ტრა­დი­ცი­უ­ლი­არ არის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იგი არის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ქვე­ყა­ნა და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ბევ­რი ბა­ძავს და სურს, მსგავ­სი სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ღვი­ნის და ღვი­ნის პრო­დუქ­ტე­ბის მხრივ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და მგო­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე თავი კარ­გად გა­ვარ­თვით. რა თქმა უნდა, ჯერ ნა­ად­რე­ვია რა­ღაც შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი, ამას დრო გვაჩ­ვე­ნებს, თუნ­დაც 1 წე­ლი­წად­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

ძი­რი­თა­დად, ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი ღვი­ნით, ბიზ­ნეს-წრე­ე­ბი თუ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი?

უფრო მე­ტად, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყ­ვნენ დი­პო­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ია­პო­ნი­ა­ში არი­ან აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, გა­მო­ფე­ნა­ზე უფრო მე­ტად მო­დი­ოდ­ნენ ია­პო­ნე­ლე­ბი. მათი სიმ­რავ­ლე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ღვი­ნის სამ­შობ­ლოა, ზო­გა­დად, ღვი­ნის ინ­დუსტრი­ა­ში სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქვევ­რით ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მე­თოდს იუ­ნეს­კო-მ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­ზი­რი გახ­და ამ დიდ ინ­დუსტრი­ა­ში.

ია­პო­ნი­ა­ში სხვა­დას­ხვა კუ­თხით ბევ­რი მე­გო­ბა­რი გა­ვი­ჩი­ნეთ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­დან: ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, წიგ­ნე­ბის გა­მომ­ცემ­ლე­ბი, თა­ვის­თა­ვად, ღვი­ნის სექ­ტო­რი­სა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

რო­გორ ფიქ­რობთ, აქ­ტი­ვო­ბებ­მა, რაც თქვენ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რამ­დე­ნად უბიძ­გა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს ქმე­დე­ბის­კენ, რომ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ად­გილ­ზე გაც­ნო­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რას, სამ­ზა­რე­უ­ლოს, ღვი­ნოს?

ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ. ჩვენ წლის ბო­ლოს ჩა­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 2 ჯგუ­ფი მი­ვი­ღეთ. ერთი იყო ია­პო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფი ახ­ლა­ხან და ასე­ვე ჩა­მო­ვი­და ია­პო­ნი­ის წამ­ყვა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის, NHK-ს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მუ­შა­ო­ნენ. ზუს­ტად ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ გახ­და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი, მო­ვიდ­ნენ, წე­რი­ლე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნეს, შეგ­ხვდნენ და გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყეს.

რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი საფ­რან­გე­თი­სა და ია­პო­ნი­ის გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ?

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფორ­მა­ტი საფ­რან­გე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ია­პო­ნი­ა­ში ცოტა შე­იც­ვა­ლა, რა­თას­ხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გვქო­ნო­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი. Sony Musical Communications-თან პარტნი­ო­რო­ბით შევ­ძე­ლით და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ია­პო­ნი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­ფე­ნა­ზე ახა­ლი სი­ტყვა ვთქვით. ორი­ვე მხა­რემ ვი­მუ­შა­ვეთ და სა­ბო­ლო­ოდ, კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. ეს არის პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ღვი­ნის ის­ტო­რი­ა­ზე, წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბას 360 გრა­დუ­სი­ან ვი­დეო ჩვე­ნე­ბა­ში.ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­ექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მი­ვი­დეს, არ შე­ე­ხოს ეკ­რანს და ხე­ლის ჩრდი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მას­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­ტა­ნოს.

ახლა ჩვე­ნი სა­ელ­ჩო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ამე­რი­კის, ჩი­ნე­თი­სა და კო­რე­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ, ვი­ნა­ი­დან ვფიქ­რობთ, რომ ესეც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ბაზ­რე­ბია. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩი­ნეთ­ში ვართ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და და გვინ­და, ეს პრო­ექ­ტი იქაც ჩა­ვი­ტა­ნოთ. ამე­რი­კის ბა­ზა­რი ხომ ყვე­ლას­თვის სა­ოც­ნე­ბოა და გვინ­და, რომ 2020 წლის­თვის რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე წარვსდგეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - პროექტი, რომელმაც იაპონელებს ქართული ღვინო და მისი დაყენების მეთოდი შეაყვარა

„საქართველო - ღვინის სამშობლო“ - პროექტი, რომელმაც იაპონელებს ქართული ღვინო და მისი დაყენების მეთოდი შეაყვარა

„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა”, - წერდა მე-19 საუკუნის უდიდესი საზოგადო მოღვაწე ილია. მართლაც, საკუთარი ვინაობის დაცვა ეროვნული კულტურის, საგანძურის, ისტორიული ძეგლებისა თუ ენის შენარჩუნებაშია.

ამ ჩამონათვალში კი შეუძლებელია, მოწინავე ადგილზე არ მოხვდეს უნიკალური ქართული ღვინო თავისი 8 000 წლიანი ისტორიით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სულ რამდენიმე თვის წინ Forbes-ის, National Geographic-ის, BBC-სა და სხვა ავტორიტეტული გამოცემების მეშვეობით მსოფლიოს გააცნო.

ეს ტრადიცია შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას საჭიროებს, რასაც 2017 წელს ბორდოში დაწყებული გამოფენების სერიით ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული სერიის ფარგლებში წელს, ღვინის სააგენტომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ განახორციელა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინოსთან ერთად, ქართული კულტურისა და სუფრის პრეზენტაციაც გამართა.

გამოფენა იაპონიაში 2 თვე გრძელდებოდა, რომლის დროსაც სარეკლამო ბანერები ტოკიოს მეტროშიც განთავსდა. აღნიშნული მეტროსადგურის მეშვეობით კი მგზავრებს პირდაპირ იმ საგამოფენო დარბაზშიც შეეძლოთ მოხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ ყველაფერს შეიყობნდნენ.

პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ იაპონიაში ქართული სუფრის პრეზენტაციით დასრულდა, რომელსაც პოპულარული სუმოისტები, ტოჩინოშინი და გაგა მარუ უძღვებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტყემალაძის თქმით, დასკვნითი ღონისძიება „გაკუში კაიკანის“ სივრცეში გაიმართა. მისივე თქმით, როცა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შესაბამის სივრცეს ეძებდნენ, „გაკუში კაიკანი“ განსაკუთრებული მიზეზის გამო შეარჩიეს.

პროფესორ-მასწავლებლებს და ამ სივრცის დირექტორს საქართველოში ველოდებით, ამის სურვილი მათ თავად გამოთქვეს, თავდაპირველად კი ჩვენ ერთმანეთს საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ დაგვაკავშირა. მან მითხრა, რომ არსებობს ხალხი, რომელთაც უნდათ, ამ სივრცის დაარსებიდან 100 წლის საზეიმო ღონისძიებაზე ქვევრში დაყენებული ღვინო გახსნან. ეს გახდა საბაბი, რომ უფრო მეტად დავინტერესებულიყავით ამ სივრცით, ამ ხალხით“, - აღნიშნა მან.

მას შემდეგ, რაც „გაკუში კაიკანის“ საიუბილეო ღონისძიებაზე ქართული ღვინის დაგემოვნება გადაწყდა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, მათ სახელზე ღვინო დააყენოს.

უფრო კონკრეტულად, რა შედეგები მოიტანა იაპონიაში ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციამ, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯმდომარის მოადგილეს დავით ტყემალაძეს დეტალურად ვესაუბრეთ.

რა იყო პროექტ „საქართველო - ღვინის სამშრობლოს“ მიზანი და რა აქტივობები ჩატარდა წელს მის ფარგლებში?

აპროექტის მიზანი არის საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს თანამედროვე მსოფლიოსა და სამყაროში დამკვიდრება, რადგან ეს ფაქტი უკვე მეცნიერულად დადასტურებულია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სარეკლამო და პიარ-ღონისძიება, რომელსაც თან ახლავს ღვინო და ღვინის რეკლამირება, საქართველოს პოზიციონირება იმ კუთხით, რომ ვართ სამშობლო, კერა, ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, ვაწარმოებთ ღვინოს და შესაბამისად, შემდეგ არა ირიბ, არამედ რამდენიმე პირდაპირ სარგებელს ველოდებით.

რაც შეეხება ღონისძიებებს, პირველი და მთავარი არის ის საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი არტეფაქტები და უნიკალური არქეოლოგიური მასალა წარმოვადგინეთ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა მოპოვებული. მათ შორის, გამოფენილია ის თიხის ნიმუში. რომელზეც მიაკვლიეს მჟავას, რომლითაც შემდეგში დადასტურდა, რომ ის ღვინისეული წარმოშობის იყო.

ჩვენ მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებას ფაქტობრივად, უკუგება აქვს და წარმატებულად შეგვიძლია, ჩავთვალოთ. რეალურად, გარკვეული დროის შემდეგ ვხვდებით სხვადასხვა სტატიას, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონკრეტულად მოდიან და გვიკავშირდებიან, საელჩო იქნება თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ კონკრეტულად იაპონიის ბაზარზე როგორი განწყობა შეინიშნება?

გვაქვს ციფრები, რომლებიც უკვე მივიღეთ და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იაპონიის ბაზარზე არის დადებითი ტენდენცია - ბოლო წლების მანძილზე ძალიან მოიმატა რეალიზაციის ფაქტებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ღვინის მოხმარებით ტრადიციულიარ არის. მიუხედავად ამისა, იგი არის საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ქვეყანა და აზიის ქვეყნებში ბევრი ბაძავს და სურს, მსგავსი სიახლეები დანერგოს, ამ შემთხვევაში, ღვინის და ღვინის პროდუქტების მხრივ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ამ მიზნებს ემსახურება და მგონია, რომ ამ ეტაპზე თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაღაც შედეგებზე საუბარი, ამას დრო გვაჩვენებს, თუნდაც 1 წელიწადში გამოჩნდება ყველაფერი.

ძირითადად, ვინ ინტერესდებოდა ქართული ღვინით, ბიზნეს-წრეები თუ რიგითი მოქალაქეები?

უფრო მეტად, ამ ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყვნენ დიპოლომატიური კორპუსის წევრები, რომლებიც იაპონიაში არიან აკრედიტებული. გარდა ამისა, გამოფენაზე უფრო მეტად მოდიოდნენ იაპონელები. მათი სიმრავლე შეინიშნებოდა ღონისძიებებზე.

საქართველო რომ დადასტურებულად ღვინის სამშობლოა, ზოგადად, ღვინის ინდუსტრიაში სიახლეს წარმოადგენ. რამდენიმე წლის წინ ქვევრით ღვინის დაყენების მეთოდს იუნესკო-მ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი კოზირი გახდა ამ დიდ ინდუსტრიაში.

იაპონიაში სხვადასხვა კუთხით ბევრი მეგობარი გავიჩინეთ სახელოვნებო სფეროდან: ჟურნალისტები, წიგნების გამომცემლები, თავისთავად, ღვინის სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორ ფიქრობთ, აქტივობებმა, რაც თქვენ განახორციელეთ, რამდენად უბიძგა დამთვალიერებლებს ქმედებისკენ, რომ ჩამოსულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში და ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს კულტურას, სამზარეულოს, ღვინოს?

ვფიქრობ, რომ საკმაოდ. ჩვენ წლის ბოლოს ჩანიშნული ვიზიტების განხორციელებას ველოდებით. საქართველოში უკვე 2 ჯგუფი მივიღეთ. ერთი იყო იაპონელი ჟურნალისტების ჯგუფი ახლახან და ასევე ჩამოვიდა იაპონიის წამყვანი ტელევიზიის, NHK-ს გადამღები ჯგუფი. ისინი საქართველოში უკვე მუშაონენ. ზუსტად ჩვენ მიერ ჩატარებული გამოფენის შემდეგ გახდა მათთვის საქართველოს შესახებ ცნობილი, მოვიდნენ, წერილები გამოაგზავნეს, შეგხვდნენ და გადაცემის მომზადება დაიწყეს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები საფრანგეთისა და იაპონიის გამოფენის შემდეგ?

ღონისძიებების ფორმატი საფრანგეთისგან განსხვავებით, იაპონიაში ცოტა შეიცვალა, რათასხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პროექტები გვქონოდა წარმოდგენილი. Sony Musical Communications-თან პარტნიორობით შევძელით და ტექნოლოგიური მიმართულებით იაპონიაში ჩატარებულ გამოფენაზე ახალი სიტყვა ვთქვით. ორივე მხარემ ვიმუშავეთ და საბოლოოდ, კარგი შედეგი მივიღეთ. ეს არის პატარა ჩანახატები საქართველოზე, ღვინის ისტორიაზე, წარმომავლობაზე, რომელიც გულისხმობს ადამიანის ჩართულობას 360 გრადუსიან ვიდეო ჩვენებაში.ეს იმას ნიშნავს, რომ პროექციის მსვლელობის დროს ადამიანს შეუძლია, მივიდეს, არ შეეხოს ეკრანს და ხელის ჩრდილის გამოსახულების მეშვეობით მასზე კონკრეტული ინფორმაცია გამოიტანოს.

ახლა ჩვენი საელჩოების დახმარებით ამერიკის, ჩინეთისა და კორეის მიმართულებით ვმუშაობთ, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ესეც უმნიშვნელოვანესი ბაზრებია. ბუნებრივია, ჩინეთში ვართ წარმოდგენილები და და გვინდა, ეს პროექტი იქაც ჩავიტანოთ. ამერიკის ბაზარი ხომ ყველასთვის საოცნებოა და გვინდა, რომ 2020 წლისთვის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ სანაპიროზე წარვსდგეთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ