პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვეულებრივად ლაპარაკობს, არ აქვს სინანულის გრძნობა და აღქმა, თუ რა გააკეთა" - რას მოითხოვს ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ბიჭის ოჯახი
"ჩვეულებრივად ლაპარაკობს, არ აქვს სინანულის გრძნობა და აღქმა, თუ რა გააკეთა" - რას მოითხოვს ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ბიჭის ოჯახი

რუს­თავ­ში, ბი­ძის მიერ მოკ­ლუ­ლი 13 წლის გო­გი­ტა ირე­მა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხი და იუ­რის­ტი მო­ი­თხო­ვენ, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ რო­გორც ექი­მე­ბი, რომ­ლებ­მაც მოკ­ლუ­ლის ბი­ძას, ვა­ლე­რი ირე­მა­ძეს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს, ასე­ვე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა უმოქ­მე­დო­ბამ ან დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა ქმე­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია ტრა­გე­დია.

ამის შე­სა­ხებ "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" იუ­რის­ტმა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა ისა­უბ­რა:

"და­ნა­შა­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში მოხ­და. იმ პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე, არ არის არა­ნა­ი­რი სა­ხის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, გარ­და იმი­სა, რომ უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბელს მი­ე­სა­ჯა არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა და გა­დაყ­ვა­ნი­ლია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში.

ექ­სპერ­ტი­ზის დაკ­ვნით დად­გინ­და, რომ ადა­მი­ა­ნი იყო შე­უ­რა­ცხა­დი, რო­დე­საც ის ამ ქმე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და. ამ ადა­მი­ან­მა, ვიდ­რე ამ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენ­და, წინა დღე­ებ­ში გა­ი­ა­რა ვრცე­ლი გზა, იმის­თვის, რომ ის და­ეწ­ვი­ნათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ემ­კურ­ნა­ლათ. მისი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ა­ტა­რებ­დნენ მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ორ კლი­ნი­კა­ში იყო მიყ­ვა­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც გა­და­ა­მი­სა­მარ­თეს თბი­ლის­ში, თუმ­ცა თბი­ლი­სის კლი­ნი­კამ ადეკ­ვა­ტუ­რად არ მი­ი­ღო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, არ მო­ახ­დი­ნა შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ძი­ე­ბა და არ მოხ­და ამ ადა­მი­ა­ნის დაწ­ვე­ნა ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ეს ადა­მი­ა­ნი გა­წე­რეს სახ­ლში და შემ­დეგ, რო­დე­საც მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა, პო­ლი­ცი­ის გულ­გრი­ლო­ბამ და არა­კომ­პე­ტენ­ტურ­მა საქ­ცი­ელ­მა გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა. პო­ლი­ცი­ას რომ იმ წუთ­ში­ვე ემოქ­მე­და, მყი­სი­ე­რად და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, რაც მას ევა­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, ეს ტრა­გე­დია აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა თა­ვი­დან. მე­ზობ­ლებ­საც არ მის­ცეს სახ­ლში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა და თვი­თო­ნაც არ იმოქ­მე­დეს.

ამ შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს ორი ორ­გა­ნო - ექი­მე­ბი და პო­ლი­ცია, რო­მელ­თა და­უ­დე­ვარ­მა ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გე­დია. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, რომ საქ­მის წარ­მო­ე­ბა გა­და­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და იქ მოხ­დეს გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და ამ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ რო­გორც ექი­მე­ბი, ისე პო­ლი­ცი­ის ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა უმოქ­მე­დო­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მოკ­ლუ­ლი გო­გი­ტა ირე­მა­ძის დე­დამ, თა­მარ გო­გო­ჩაშ­ვილ­მა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან გულ­გრი­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა:

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში ერთხელ ვარ ნამ­ყო­ფი, ისიც ჩემი ნე­ბით მი­ვე­დი, რომ გა­მერ­კვია რა ხდე­ბო­ბო­და, რას იძი­ებ­დნენ, რო­გორ მი­დი­ო­და პრო­ცე­სი. ახლა გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია საქ­მე ექი­მებ­თან და პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა­ტომ და­ა­ყოვ­ნა პო­ლი­ცი­ამ რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნა და ასე მი­პა­სუ­ხეს - პო­ლი­ცია რომ მი­ვი­და, თქვე­ნი შვი­ლი უკვე და­ღუ­პუ­ლი იყოო და იქ შეს­ვლას აზრი არ ჰქონ­დაო. პო­ლი­ცია რომ მი­ვი­და, ბავ­შვი 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში „მიშ­ვე­ლეთ“ ყვი­რო­და“, - აცხა­დებს თა­მარ გო­გო­ჩაშ­ვი­ლი.

მოკ­ლუ­ლი 13 წლის ბი­ჭის ბე­ბია და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა, ინგა ირე­მა­ძე ამ­ბობს, რომ ვა­ლე­რი ირე­მა­ძე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მომ­ხდარს ვერ აღიქ­ვამს სი­ნა­ნუ­ლის გან­ცდა არ გა­აჩ­ნია:

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­პა­რა­კობს, ოჯახ­შიც რე­კავს, მაგ­რამ არ აქვს აღ­ქმის უნა­რი, რა გა­ა­კე­თა. სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა არ აქვს, რად­გან ექი­მი ამ­ბობს, რომ მისი ავად­მყო­ფო­ბის პრობ­ლე­მა ესაა. ჩემი შვი­ლი, თა­ვი­სი ნე­ბით მი­ვი­და რუს­თა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მას გა­უ­კე­თეს გა­დას­ხმა, გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დაყო იქ და რუს­თა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფომ უთხრა მის მე­უღ­ლეს, რომ გა­და­ეყ­ვა­ნათ ან ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში, ან ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში.

ჩემი შვი­ლი და­თან­ხმდა და პირ­ვე­ლად მი­ვი­და თბი­ლი­სის ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში, მაგ­რამ არ მი­ი­ღეს, უთხრეს, რომ არ ჰქონ­დათ ად­გი­ლე­ბი. მერე ფსი­ქი­ატ­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­ვიდ­ნენ და დე­რე­ფან­ში სულ რა­ღაც 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბო­და ექი­მი ჩემ შვილს, შე­ხე­და და დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა, რომ არა­ფე­რი არ სჭირ­და და წა­იყ­ვა­ნეთ სახ­ლში, არ გვაქვს ად­გი­ლე­ბიო", - გა­ნა­ცხა­და ინგა ირე­მა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ვი­ნა­ი­დან ვა­ლე­რი ირე­მა­ძე ეპი­ლეფ­სი­ი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს 6 წლის ასა­კი­დან იღებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩვეულებრივად ლაპარაკობს, არ აქვს სინანულის გრძნობა და აღქმა, თუ რა გააკეთა" - რას მოითხოვს ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ბიჭის ოჯახი

"ჩვეულებრივად ლაპარაკობს, არ აქვს სინანულის გრძნობა და აღქმა, თუ რა გააკეთა" - რას მოითხოვს ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ბიჭის ოჯახი

რუსთავში, ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახი და იურისტი მოითხოვენ, პასუხისგებაში მიეცნენ როგორც ექიმები, რომლებმაც მოკლულის ბიძას, ვალერი ირემაძეს შესაბამისი მკურნალობა არ აღმოუჩინეს, ასევე პოლიციის თანამშრომლები, რომელთა უმოქმედობამ ან დაგვიანებულმა ქმედებებმა გამოიწვია ტრაგედია.

ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ქობესაშვილმა ისაუბრა:

"დანაშაული მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხდა. იმ პერიოდიდან დღემდე, არ არის არანაირი სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული, გარდა იმისა, რომ უშუალოდ მკვლელობის აღმასრულებელს მიესაჯა არანებაყოფლობითი მკურნალობა და გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

ექსპერტიზის დაკვნით დადგინდა, რომ ადამიანი იყო შეურაცხადი, როდესაც ის ამ ქმედებას ახორციელებდა. ამ ადამიანმა, ვიდრე ამ დანაშაულს ჩაიდენდა, წინა დღეებში გაიარა ვრცელი გზა, იმისთვის, რომ ის დაეწვინათ საავადმყოფოში და ემკურნალათ. მისი მეგობრები და ოჯახის წევრები დაატარებდნენ მას საავადმყოფოში, ორ კლინიკაში იყო მიყვანილი, საიდანაც გადაამისამართეს თბილისში, თუმცა თბილისის კლინიკამ ადეკვატურად არ მიიღო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ მოახდინა შესაბამისი გამოძიება და არ მოხდა ამ ადამიანის დაწვენა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ეს ადამიანი გაწერეს სახლში და შემდეგ, როდესაც მოხდა აღნიშნული ქმედება, პოლიციის გულგრილობამ და არაკომპეტენტურმა საქციელმა გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა. პოლიციას რომ იმ წუთშივე ემოქმედა, მყისიერად და კანონის ფარგლებში, რაც მას ევალება, შესაძლოა, ეს ტრაგედია აგვეცილებინა თავიდან. მეზობლებსაც არ მისცეს სახლში შესვლის საშუალება და თვითონაც არ იმოქმედეს.

ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ორგანო - ექიმები და პოლიცია, რომელთა დაუდევარმა ქმედებამ გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმის წარმოება გადავიდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და იქ მოხდეს გამოძიების გაგრძელება და ამ საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ როგორც ექიმები, ისე პოლიციის ის თანამშრომლები, რომელთა უმოქმედობებმა გამოიწვია ამხელა ტრაგედია", - აღნიშნა ადვოკატმა.

მოკლული გოგიტა ირემაძის დედამ, თამარ გოგოჩაშვილმა პოლიციელების მხრიდან გულგრილობაზე ისაუბრა:

"საგამოძიებო ორგანოში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც ჩემი ნებით მივედი, რომ გამერკვია რა ხდებობოდა, რას იძიებდნენ, როგორ მიდიოდა პროცესი. ახლა გამოსაძიებელია საქმე ექიმებთან და პოლიციელებთან დაკავშირებით. მე დავინტერესდი, თუ რატომ დააყოვნა პოლიციამ რეაგირების მოხდენა და ასე მიპასუხეს - პოლიცია რომ მივიდა, თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყოო და იქ შესვლას აზრი არ ჰქონდაო. პოლიცია რომ მივიდა, ბავშვი 10 წუთის განმავლობაში „მიშველეთ“ ყვიროდა“, - აცხადებს თამარ გოგოჩაშვილი.

მოკლული 13 წლის ბიჭის ბებია და მკვლელობაში ბრალდებულის დედა, ინგა ირემაძე ამბობს, რომ ვალერი ირემაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხდარს ვერ აღიქვამს სინანულის განცდა არ გააჩნია:

"ჩვეულებრივად ლაპარაკობს, ოჯახშიც რეკავს, მაგრამ არ აქვს აღქმის უნარი, რა გააკეთა. სინანულის გრძნობა არ აქვს, რადგან ექიმი ამბობს, რომ მისი ავადმყოფობის პრობლემა ესაა. ჩემი შვილი, თავისი ნებით მივიდა რუსთავის საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთეს გადასხმა, გარკვეული პროცედურები და რამდენიმე საათი დაყო იქ და რუსთავის საავადმყოფომ უთხრა მის მეუღლეს, რომ გადაეყვანათ ან ნარკოლოგიურში, ან ფსიქიატრიულში.

ჩემი შვილი დათანხმდა და პირველად მივიდა თბილისის ნარკოლოგიურში, მაგრამ არ მიიღეს, უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ადგილები. მერე ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადავიდნენ და დერეფანში სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა ექიმი ჩემ შვილს, შეხედა და დიაგნოზი დაუსვა, რომ არაფერი არ სჭირდა და წაიყვანეთ სახლში, არ გვაქვს ადგილებიო", - განაცხადა ინგა ირემაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან ვალერი ირემაძე ეპილეფსიითაა დაავადებული და ფსიქოტროპულ წამლებს 6 წლის ასაკიდან იღებდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს