საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშიში სტომატოლოგიური კლინიკები - საგანგაშო დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება
საშიში სტომატოლოგიური კლინიკები - საგანგაშო დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გ.ნ. მე­ო­რე წე­ლია ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი ვირუ­სით, C ჰე­პა­ტი­ტით არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ და­ა­ვა­დე­ბა სტო­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ შე­ი­ძი­ნა.

„ორი წლის წინ სა­იტ­ზე შე­ვი­ძი­ნე კბი­ლე­ბის დაბ­ჟე­ნის­თვის ფას­დაკ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რი და მი­ვე­დი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, არ და­მი­წყია გა­მო­კი­თხვა, რამ­დე­ნად იცავ­დნენ სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს, მა­ინც ვერ მივ­ხვდე­ბო­დი მარ­თალს მე­ტყოდ­ნენ თუ არა. თან ჩავ­თვა­ლე, რომ ასე­თი შე­კი­თხვე­ბის დას­მის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და. მოკ­ლედ, და­მიბ­ჟი­ნეს ერთი კბი­ლი და აქ­ცი­ის პი­რო­ბის მი­ხედ­ვით, და­მიბ­ჟი­ნეს მე­ო­რე უფა­სოდ.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში ძა­ლი­ან ამ­ტკივ­და დაბ­ჟე­ნი­ლი კბი­ლი. და­ვეჭ­ვდი და მი­ვე­დი სხვა კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­და­მი­ღეს რენტგე­ნი კბილ­ზე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ხელ­სა­წყო, ნემ­სი­სე­ბუ­რი გრძე­ლი მავ­თუ­ლი, რომ­ლი­თაც მკვდა­რი ნერ­ვი ამო­აქვთ კბი­ლი­დან, ჩა­ტე­ხო­და ექიმს და კბილ­ში ჩა­ე­ტო­ვე­ბი­ნა. რო­გორც ამიხ­სნეს, ასე­თი შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ო­ნალ ექიმს მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­ვაფრ­თხი­ლე­ბი­ნე, რომ ასე­თი რამ და­ე­მარ­თა?!

ეს კი­დევ არა­ფე­რი, დამ­ჭირ­და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და და­მიდ­გინ­და C ჰე­პა­ტი­ტი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ესეც სწო­რედ ამ ვი­ზი­ტის „დამ­სა­ხუ­რე­ბაა“. ახლა ჩარ­თუ­ლი ვარ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში და ვმკურ­ნა­ლობ“ - გვი­თხრა რეს­პონ­დენ­ტმა.

ახ­ლა­ხანს, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის (იპკ) სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აუ­დი­ტი ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის­თვის, საკ­მა­რი­სი არ არის.

სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს 2015-2017 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ შე­მოწ­მე­ბუ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 54% ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის (იპკ) მო­თხოვ­ნებს. ყვე­ლა­ზე მეტი დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის (მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღე­ბის, საგ­ნე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბი­სათ­ვის) სა­თა­ნა­დო რე­ჟი­მი­თა და აღ­რი­ცხვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცეს­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში აუ­დი­ტის კვლე­ვის შე­დე­გებს სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ. ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ქეთი გო­გო­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE - სთან სა­უ­ბარ­ში გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მოთ­ქვამს იმ მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გამო, რაც აუ­დი­ტის კვლე­ვამ და­ად­გი­ნა.

"2014 წელს რო­დე­საც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მო­ვი­და, ყვე­ლა კლი­ნი­კას და­ე­ვა­ლა, სა­ნი­ტა­რუ­ლი კუ­თხით პრობ­ლე­მე­ბი მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნათ კლი­ნი­კებ­ში. მე, რო­გორც სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, დავ­წე­რე პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ამ­ტკი­ცა. სწო­რედ ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრთან ერ­თად გა­და­ვამ­ზა­დეთ 4 000 სტო­მა­ტო­ლო­გი და დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს ტრე­ნინ­გე­ბი. სა­წყე­ნია, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს გა­და­ამ­ზა­დებ, ჩა­უ­ტა­რებს სე­მი­ნა­რებს, ტრე­ნინ­გებს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ­ხე­ლა მას­შტა­ბის დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

ტრე­ნინ­გებ­ში კვა­ლი­ფი­ცი­ურ ექი­მებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი გვყავს სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის ინ­ჟი­ნე­რი, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­ზინ­ფექ­ცია - სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ: რო­გორ უნდა იყოს გა­მარ­თუ­ლი, რო­გორ უნდა შე­მოწ­მდეს, რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით და ა.შ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით ამი­სათ­ვის და დღე­საც გრძელ­დე­ბა პრო­ცე­სი“ - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს სტო­მა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

ქეთი გო­გო­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ არ­სე­ბობ­და და ეს სფე­რო სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლო იყო.

"ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ალ­ბათ უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ 2005-დან 2014 წლამ­დე არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი და რე­გუ­ლი­რე­ბა არ არ­სე­ბობ­და, კლი­ნი­კე­ბის ერ­თი­ა­ნი ბაზა არ არ­სე­ბობ­და, რამ­დე­ნი კლი­ნი­კა და სტო­მა­ტო­ლო­გი იყო, რე­გის­ტრა­ცია არ ხდე­ბო­და. ვი­საც მო­ე­სურ­ვე­ბო­და და სა­დაც მო­ე­სურ­ვე­ბო­და, ხსნი­და სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებს. ამ ჩა­ვარ­დნას ვუ­კავ­ში­რებ ასეთ მაჩ­ვე­ნე­ბელს. 2014 წლი­დან და­ი­წყო რეგ­ლა­მენ­ტე­ბის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბა და ეს პრო­ცე­სი კვლავ გრძელ­დე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა გო­გო­ლაშ­ვილ­მა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დაც­ვის კონ­ტრო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ტა­რი­ელ კა­შია იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რა­საც სა­მი­ნის­ტრო ატა­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით:

"რაც აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ჩვენს მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაა, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ არ ხდე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცია. ეს პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და ამ მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ზრდის რის­კებს, რომ ზო­გი­ერ­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა დარ­ჩეს გა­უს­ტე­რი­ლი­ზე­ბე­ლი და ეს არ ნიშ­ნა­ავს იმას, რომ არ მოხ­და სტე­რი­ლი­ზა­ცია.

2015 წელს 778 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ტარ­და მო­ნი­ტო­რინ­გი და ამის შემ­დეგ და­ი­წყო გეგ­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გე­ბი. იყო ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის სტე­რი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, რო­მელ­საც არ ჰქონ­და თერ­მო­მეტ­რი და შე­სა­ბა­მი­სად ვერ ხერ­ხდე­ბო­და სრულ­ყო­ფი­ლი სტე­რი­ლი­ზა­ცია. არ ხდე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო ნა­კე­თო­ბე­ბის შე­ფუთ­ვა და დარ­ღვე­უ­ლი იყო ბევ­რი პი­რო­ბა. დღეს ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ. ჯგუ­ფის ვა­კუ­უ­მი­ა­ნი სტე­რი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, ხდე­ბა შე­ფუთ­ვა და ასე შე­ნახ­ვა. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია კონ­ტრო­ლის ხა­რის­ხიც.

წე­ლი­წად­ში ერთხელ არის და­საშ­ვე­ბი გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მხო­ლოდ ერთხელ მოხ­დეს წე­ლი­წად­ში. დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ხდე­ბა გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა, მე­ო­რე შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ კი, თუ კი­დევ არ არის გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, კლი­ნი­კა ჯა­რიმ­დე­ბა. არ არ­სე­ბობს და­ხურ­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რად­გან ასეთ კლი­ნი­კებს არ აქვთ არც ლი­ცენ­ზია და არც ნე­ბარ­თვა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ ვერ შე­ვუ­ჩე­რებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ასე­თია კა­ნო­ნი. სა­ა­გენ­ტო არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, რომ შე­ა­მოწ­მოს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა, ასე­თია კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ჩვენ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას გვერდს ვერ ავუვ­ლით" - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ კა­ში­ამ.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც აცხა­დე­ბენ რომ, 2020 წლის­თვის სა­მი­ნის­ტრო ამ კუ­თხით სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას გეგ­მავს.

"აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია არის ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის მომ­ზა­დე­ბა, ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ­ჟა­მად ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ისეთ სტრა­ტე­გი­ებ­ში რო­გო­რიც არის: აივ შიდსი, C ჰე­პა­ტი­ტი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის კონ­ტრო­ლი და ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­ის სტრა­ტე­გია.

ქვე­ყა­ნა­ში ასე­ვე არ­სე­ბობს ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის დე­ტა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნი, თუმ­ცა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახალ რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც ქვეყ­ნებს ურ­ჩევს ერ­თი­ა­ნი ქოლ­გის ქვეშ ყვე­ლა სტრა­ტე­გი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რა­საც ჩვენ ვგეგ­მავთ 2020 წლის­თვის. ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე, რო­გორც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბე­ით, ასე­ვე ერ­თი­ან ფორ­მატ­ში“ - ამ­ბობს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია.

აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის კი­დევ ერთი რე­კო­მენ­და­ცია შე­ე­ხე­ბა ნო­ზო­კო­მი­უ­რი - სა­ა­ვად­მყო­ფოს შიდა ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას. თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, 2019-2020 წლებ­ში და­გეგ­მი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბა, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ზუს­ტად დად­გინ­დეს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის კავ­ში­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

ავტორი:

საშიში სტომატოლოგიური კლინიკები - საგანგაშო დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება

საშიში სტომატოლოგიური კლინიკები - საგანგაშო დასკვნა და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება

ჩვენი რესპონდენტი გ.ნ. მეორე წელია ქრონიკული ინფექციური ვირუსით, C ჰეპატიტით არის დაინფიცირებული. ამბობს, რომ დაავადება სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ შეიძინა.

„ორი წლის წინ საიტზე შევიძინე კბილების დაბჟენისთვის ფასდაკლების ვაუჩერი და მივედი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, არ დამიწყია გამოკითხვა, რამდენად იცავდნენ სტერილიზაციისა და უსაფრთხოების ნორმებს, მაინც ვერ მივხვდებოდი მართალს მეტყოდნენ თუ არა. თან ჩავთვალე, რომ ასეთი შეკითხვების დასმის საჭიროება არ არსებობდა. მოკლედ, დამიბჟინეს ერთი კბილი და აქციის პირობის მიხედვით, დამიბჟინეს მეორე უფასოდ.

დაახლოებით ერთ კვირაში ძალიან ამტკივდა დაბჟენილი კბილი. დავეჭვდი და მივედი სხვა კლინიკაში, სადაც გადამიღეს რენტგენი კბილზე და აღმოჩნდა, რომ ხელსაწყო, ნემსისებური გრძელი მავთული, რომლითაც მკვდარი ნერვი ამოაქვთ კბილიდან, ჩატეხოდა ექიმს და კბილში ჩაეტოვებინა. როგორც ამიხსნეს, ასეთი შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ პროფესიონალ ექიმს მოუვიდეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა გავაფრთხილებინე, რომ ასეთი რამ დაემართა?!

ეს კიდევ არაფერი, დამჭირდა გამოკვლევების ჩატარება და დამიდგინდა C ჰეპატიტი. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ესეც სწორედ ამ ვიზიტის „დამსახურებაა“. ახლა ჩართული ვარ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში და ვმკურნალობ“ - გვითხრა რესპონდენტმა.

ახლახანს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) სისტემის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის, საკმარისი არ არის.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მოთხოვნებს. ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში აუდიტის კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებენ. ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი გოგოლაშვილი AMBEBI.GE - სთან საუბარში გაკვირვებას გამოთქვამს იმ მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო, რაც აუდიტის კვლევამ დაადგინა.

"2014 წელს როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები შემოვიდა, ყველა კლინიკას დაევალა, სანიტარული კუთხით პრობლემები მოეწესრიგებინათ კლინიკებში. მე, როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დავწერე პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად გადავამზადეთ 4 000 სტომატოლოგი და დღემდე მიმდინარეობს ეს ტრენინგები. საწყენია, როდესაც სამედიცინო პერსონალს გადაამზადებ, ჩაუტარებს სემინარებს, ტრენინგებს და მიუხედავად ამისა, ამხელა მასშტაბის დარღვევები გამოვლინდება.

ტრენინგებში კვალიფიციურ ექიმებთან ერთად ჩართული გვყავს სამედიცინო აპარატურის ინჟინერი, რომელიც დეტალურად აწვდის ინფორმაციას დეზინფექცია - სტერილიზაციისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების შესახებ: როგორ უნდა იყოს გამართული, როგორ უნდა შემოწმდეს, რა პერიოდულობით და ა.შ. ყველაფერს ვაკეთებდით ამისათვის და დღესაც გრძელდება პროცესი“ - ამბობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ქეთი გოგოლაძე მიიჩნევს, რომ არსებული აქტივობები საკმარისი არ არის, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში სტომატოლოგიური საქმიანობის მარეგულირებელი მექანიზმები არ არსებობდა და ეს სფერო სრულიად უკონტროლო იყო.

"ეს მაჩვენებელი ალბათ უკავშირდება იმას, რომ 2005-დან 2014 წლამდე არანაირი კონტროლი და რეგულირება არ არსებობდა, კლინიკების ერთიანი ბაზა არ არსებობდა, რამდენი კლინიკა და სტომატოლოგი იყო, რეგისტრაცია არ ხდებოდა. ვისაც მოესურვებოდა და სადაც მოესურვებოდა, ხსნიდა სტომატოლოგიურ კლინიკებს. ამ ჩავარდნას ვუკავშირებ ასეთ მაჩვენებელს. 2014 წლიდან დაიწყო რეგლამენტების, საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და ეს პროცესი კვლავ გრძელდება“ - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლის სამმართველოს უფროსი ტარიელ კაშია იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რასაც სამინისტრო ატარებს ამ მიმართულებით:

"რაც აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობითაა, როდესაც საუბარია სტერილიზაციის პროცესების დარღვევაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ხდება სტერილიზაცია. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ზრდის რისკებს, რომ ზოგიერთი მოწყობილობა დარჩეს გაუსტერილიზებელი და ეს არ ნიშნაავს იმას, რომ არ მოხდა სტერილიზაცია.

2015 წელს 778 დაწესებულებაში ჩატარდა მონიტორინგი და ამის შემდეგ დაიწყო გეგმიური მონიტორინგები. იყო ძალიან დიდი პრობლემა, გამოიყენებოდა ირანული წარმოშობის სტერილიზატორები, რომელსაც არ ჰქონდა თერმომეტრი და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა სრულყოფილი სტერილიზაცია. არ ხდებოდა სამედიცინო ნაკეთობების შეფუთვა და დარღვეული იყო ბევრი პირობა. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გამოიყენება ე.წ. ჯგუფის ვაკუუმიანი სტერილიზატორები, ხდება შეფუთვა და ასე შენახვა. გაუმჯობესებულია კონტროლის ხარისხიც.

წელიწადში ერთხელ არის დასაშვები გეგმიური შემოწმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთხელ მოხდეს წელიწადში. დარღვევის შემთხვევაში, ხდება გეგმიური შემოწმება, მეორე შემოწმების შემდეგ კი, თუ კიდევ არ არის გამოსწორებული ვითარება, კლინიკა ჯარიმდება. არ არსებობს დახურვის მექანიზმი, რადგან ასეთ კლინიკებს არ აქვთ არც ლიცენზია და არც ნებართვა, შესაბამისად ჩვენ ვერ შევუჩერებთ საქმიანობას. ასეთია კანონი. სააგენტო არ არის ვალდებული, რომ შეამოწმოს სტომატოლოგიური კლინიკა, ასეთია კანონმდებლობა და ჩვენ კანონმდებლობას გვერდს ვერ ავუვლით" - განაცხადა ტარიელ კაშიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციებით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც აცხადებენ რომ, 2020 წლისთვის სამინისტრო ამ კუთხით სხვადასხვა მექანიზმების შემუშავებას გეგმავს.

"აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია არის ერთიანი სტრატეგიის მომზადება, ინფექციების კონტროლის მიმართულებით. ამჟამად ინფექციების კონტროლის ღონისძიებები ინტეგრირებულია სპეციალიზებული მიმართულებებით, ისეთ სტრატეგიებში როგორიც არის: აივ შიდსი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზის კონტროლი და ანტიმიკრობული პრევენციის სტრატეგია.

ქვეყანაში ასევე არსებობს ინფექციების კონტროლის დეტალური გაიდლაინი, თუმცა აუდიტის სამსახურიდან მიღებული რეკომენდაცია, ასევე შესაბამისობაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ რეკომენდაციასთან, რომელიც ქვეყნებს ურჩევს ერთიანი ქოლგის ქვეშ ყველა სტრატეგიის გაერთიანებას, რასაც ჩვენ ვგეგმავთ 2020 წლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ სტრატეგიების განახლებაზე, როგორც სპეციალიზებული მიმართულებებეით, ასევე ერთიან ფორმატში“ - ამბობს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი რეკომენდაცია შეეხება ნოზოკომიური - საავადმყოფოს შიდა ინფექციების კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემოღების საჭიროებას. თამარ გაბუნიას თქმით, 2019-2020 წლებში დაგეგმილია სპეციალური კვლევების კიდევ უფრო გაფართოება, რაც შესაძლებელს გახდის ზუსტად დადგინდეს ინფექციური დაავადების კავშირი სტომატოლოგიურ საქმიანობასთან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ