საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 სახანძრო - რეგიონებში, 4 ახალი ვერტმფრენი და პირველი კრიმინალისტიკური ლაბორატორია - რა ინფრასტრუქტურულ სიახლეებს გეგმავს შსს
9 სახანძრო - რეგიონებში, 4 ახალი ვერტმფრენი და პირველი კრიმინალისტიკური ლაბორატორია - რა ინფრასტრუქტურულ სიახლეებს გეგმავს შსს

წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შე­იქ­მნე­ბა კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­კი­თხზე და აღ­ნიშ­ნა, რომ 2018 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შსს-მ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში ძი­რი­თა­დი კა­პი­ტა­ლის ხარ­ჯებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 96-97 მი­ლი­ო­ნი და­ხარ­ჯა - ახა­ლი ტრან­სპორ­ტის, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რე­ბის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დაც­ვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შე­იქ­მნე­ბა კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ამ შე­ნო­ბას თბი­ლის­ში, გუ­ლუ­ას ქუ­ჩა­ზე გავ­ხსნით. ეს კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი ლა­ბორ­ტო­რია შეძ­ლებს, სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ემ­სა­ხუ­როს შსს-სა და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს. მა­გა­ლი­თად, დღემ­დე შსს-ში არ არ­სე­ბობ­და ბა­ლის­ტი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რაც ნიშ­ნავს, რომ რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ამო­ი­ღებ­და ან მას­რას, ან ტყვი­ას, მას ტყვი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 ეგ­ზემპლა­რი ხე­ლით უნდა შე­ე­და­რე­ბი­ნა, ვი­ნა­ი­დან ელექტრო­ნუ­ლი ბაზა არ არ­სე­ბობ­და. შე­იძ­ლე­ბა, ეს შე­და­რე­ბა და­წყე­ბუ­ლი­ყო დღეს და დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ათი წლის შემ­დეგ. დღეს რა­საც ვა­კე­თებთ, არის ის, რომ ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი დაგ­ვყავს და­ახ­ლო­ე­ბით 1 დღის ფარ­გლებ­ში. ასე­ვე, შსს-ს კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იქ­ნე­ბა დნმ ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, სწრა­ფად გა­მო­ვი­ძი­ოთ ის საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თაც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორც ჩვენ­თვის, ისე თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა შს მი­ნის­ტრმა.

გარ­და ამი­სა, რე­გი­ო­ნებ­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის 9 სა­ხან­ძრო ობი­ექ­ტი შენ­დე­ბა. რო­გორც შს მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, პრო­ცე­სი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას გაზ­რდის.

„სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ნა­წი­ლი შსს-ს წელს და­უბ­რუნ­და. მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მსხვი­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ხან­ძრო ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.ზუგ­დიდ­ში, ანაკ­ლი­ა­ში და ა.შ. ცხრა ობი­ექ­ტი შენ­დე­ბა და ხდე­ბა ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა იმის­თვის, რომ სა­ხან­ძრო­ებს ჰქო­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად და ეფექ­ტუ­რად მო­ემ­სა­ხუ­რონ ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, წლის ბო­ლომ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოთხი ვერ­ტმფრე­ნი ეყო­ლე­ბა.

რო­გორც მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი კა­პი­ტა­ლუ­რად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კრი­მი­ნა­ლის­ტი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ექ­ნე­ბა თა­ვი­სი დნმ ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა სწრა­ფად გა­მო­ვი­ძი­ოთ ის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვენ­თვი­საც და თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის­თვი­საც. მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი მინ­და გი­თხრათ, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში, დღეს არ­სე­ბობს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი ვერ­ტმფრე­ნი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­ტა­ცი­ას სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მა­გა­ლი­თად თუ­შეთ­ში რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მთა­ში ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ზი­ან­დე­ბა. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და წლის ბო­ლომ­დე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ეყო­ლე­ბა ოთხი ვერ­ტმფრე­ნი. რა თქმა უნდა, არა ახა­ლი, მაგ­რამ კა­პი­ტა­ლუ­რად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

შს მი­ნის­ტრის მოს­მე­ნა პარ­ლა­მენ­ტში „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

9 სახანძრო - რეგიონებში, 4 ახალი ვერტმფრენი და პირველი კრიმინალისტიკური ლაბორატორია - რა ინფრასტრუქტურულ სიახლეებს გეგმავს შსს

9 სახანძრო - რეგიონებში, 4 ახალი ვერტმფრენი და პირველი კრიმინალისტიკური ლაბორატორია - რა ინფრასტრუქტურულ სიახლეებს გეგმავს შსს

წელს საქართველოში პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ისაუბრა ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების საკითხზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის განმავლობაში შსს-მ ინფრასტრუქტურაში ძირითადი კაპიტალის ხარჯებში დაახლოებით 96-97 მილიონი დახარჯა - ახალი ტრანსპორტის, დროებითი მოთავსების იზოლატორების, პოლიციელების დაცვის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიური აღჭურვილობის და სხვა მიმართულებებით.

წელს საქართველოში პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება. ჩვენ უახლოეს პერიოდში ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. ეს კრიმინალისტიკური ლაბორტორია შეძლებს, სრულფასოვნად მოემსახუროს შსს-სა და სხვა საგამოძიებო უწყებებს. მაგალითად, დღემდე შსს-ში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზირებული სისტემა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა ან მასრას, ან ტყვიას, მას ტყვიის დაახლოებით 400 000 ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, ვინაიდან ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება, ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო ათი წლის შემდეგ. დღეს რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ეს პროცედურები დაგვყავს დაახლოებით 1 დღის ფარგლებში. ასევე, შსს-ს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში იქნება დნმ ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

გარდა ამისა, რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის 9 სახანძრო ობიექტი შენდება. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, პროცესი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.

„საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი შსს-ს წელს დაუბრუნდა. მიმდინარე პერიოდში რამდენიმე ქალაქში მსხვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.ზუგდიდში, ანაკლიაში და ა.შ. ცხრა ობიექტი შენდება და ხდება ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ სახანძროებს ჰქოდეთ საშუალება სრულფასოვნად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენ მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ვერტმფრენი ეყოლება.

როგორც მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, აღნიშნული ვერტმფრენები კაპიტალურად გარემონტებული იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ ლაბორატორია, რომელიც ემსახურება სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომლებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც. მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში, დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება როტაციას სასაზღვრო პოლიციის, რომელიც ემსახურება მაგალითად თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, რომელიც ემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, როდესაც ადამიანი მთაში ზამთრის პერიოდში ზიანდება. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ოთხი ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენები იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ