ავტორი:

"დამინახავს 2 წლის ბავშვი, ზრდასრული ადამიანის თავით, სახეზე წვერით" - რას ჰყვება გენეტიკოსი, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ორსულებს კურნავდა

"დამინახავს 2 წლის ბავშვი, ზრდასრული ადამიანის თავით, სახეზე წვერით" - რას ჰყვება გენეტიკოსი, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ორსულებს კურნავდა

ზუსტად 33 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. ჩერნობილის ავარიის რეალური შედეგები სსრკ-მა გაასაიდუმლოვა, ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. რაც ყველაზე ცუდია, დანგრეული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევა კვირების განმავლობაში გრძელდებოდა და მისი შეჩერება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეძლეს.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა არაერთი ქვეყანა დააბინძურა: გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია,დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე.

დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი, სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან 5 000 000 ჰექტარი მიწა ამოიღეს, ატომური ელექტროსადგურის გარშემო შეიქმნა 30 კილომერიანი "განადგურების ზონა", განადგურდა და დაიმარხა ასობით პატარა დასახლებული პუნქტი. ტრაგედიის მსხვერპლად ითვლებიან არა მარტო ის მოქალაქეები, რომლებიც ავარიის დროს დაიღუპნენ, არამედ ახლომდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებიც, რომლებმაც ავარიის შედეგები საკუთარ ჯანმრთელობაზე იწვნიეს. ამ გათვლებით, ჩერნობილის კატასტროფა, დაღუპულთა რაოდენობით შესამჩნევად აღემატება ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატამური დაბომბვისას დაღუპულთა რაოდენობას. რადიოაქტიური ნივთიერებების გამოფრექვევამ საბედისწერო შედეგები მოუტანა ადამიანის ჯანმრთელობას და მომავლ თაობას, ფიქსირდებოდა და ახლაც ფიქსირდება თანაყოლილი გენეტიკური პათოლოგიების უამრავი ფაქტი.

საქართველოში ცნობილმა ექიმმა, რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ ამ ტრაგედიიდან 14 წლის შემდეგ ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პერინატალური დაიგნოსტიკის ცენტრში იმუშავა, ანუ იქ, სადაც პათოლოგების მქონე ორსულების დიაგნოსტირება ხდებოდა. მისი თქმით, რადიაციისგან დაზარალებულ ქვეყნებს შორის საქართველოცაა. იმ დროს წვიმის სახით მოტანილი და ჩვენს მიწაზე დალექილი საშიში ნივთიერებები 400 წლამდე ინარჩუნებს მოქმედებას. ქალბატონმა გენრიეტამ თავისი გამოცდილებიდან ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.

- უდიდესი ანთროპოგენული კატასტროფის - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებრის შედეგად რადიოაქტიური სადგურიდან გამოიფრქვა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები, მათ შორის ცეზიუმი, სტრონციუმი, პლუტონიუმი, ამერციუმი. ცეზიუმის და სტრონციუმის დაშლის პერიოდი არის 100 წელიწადი, დანარჩენის 400 და მეტი წელი, ამიტომ ამ ყველაფრის აქტუალობა დღესაც არ არის დაკარგული, უკრაინა დღემდე იმკის ამ აფეთქების შედეგებს. მართალია, ეს ტრაგედია მოხდა უკრაინაში, მაგრამ დაზარალდა რუსეთი და ბელორუსია, მეოთხე ადგილზე კი ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა დგას. იმ პერიოდში საქართველოში წვიმები იყო, კოლხეთის დაბლობზე ზემოჩამოთვლილი ნივთიერებებით დაბინძურებული ღრუბელი ჩამოიცალა. ასე რომ, საქართველომაც გარკვეულწილად განიცადა ამ კატარსტორფის შედეგები.

- შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენც ვიმკით ჩერნობილის ტრაგედიის შედეგებს?

- რადიოაქტიური ნივთერებებით დაბინძურების გარკვეული წილი ჩვენზეც მოდის, მაგრამ რაოდენობრივად ბევრია თუ ცოტა განვითარების თანდაყოლილი მანკები საქართველოში, ამ მაჩვენებელს მხოლოდ ჩემი სტატისტიკით ვერ განვსაზღვრათ. გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სწორედ ჩემთან იყრის თავს მანკების უმრავლესობა. ამიტომ მე ბევრი შემთხვევა მქონია, მაგრამ სხვამ შეიძლება თქვას, რომ მასთან არც ერთი პაციენტი არ ყოფილა პათოლოგიით. ხმამაღალ განაცხადში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემი გამოცდილების გამო უფრო ჩემთან მოდიან ასეთი პრობლემის მქონე პაციენტები, საქართველოა და ინფორმაცია მარტივად ვრცელდება, ამიტომაც ჩემით გასაზღვრა ძნელია, მე ვიტყვი, რომ ბევრია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ სხვა იტყვის, რომ იშვიათია.

- ჩერნობილის კატასტროფიდან რამდენ ხანში წახვედით უკრაინაში სამუშაოდ?

- აფეთქებიდან 14 წლის შემდეგ, ვმუშაობდი ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პერინატალური დიაგნოსტიკის ცენტრში, სადაც ხარკოვისა და მისი ოლქების 3 მილიონიანი მოსახლებიდან ხდებოდა გენეტიკური პათოლოგიების მქონე ორსულებისა და ზოგადად პაციენტების შერჩევა, კვლევა და საბოლოო დიაგნოზის დასმა, რასაც ძირითადად, ორსულობის შეწყვეტა, ან სხვა გამოსავლის ძიება მოჰყვებოდა. ამ ცენტრის გარდა, სხვა არცერთ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, რომ შეეწყვიტა ორსულობა, შესაბამისად, ამ სამმილიონიანი მოსახლებიდან, ვისაც ჰქონდა განვითარების სხვადასხვა მანკები, თავს ამ ცენტრში იყრიდა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ვნახე ათასობით პათოლოგია. წაიკითხეთ სრულად

საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

"70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას..." - გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება

"ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს" - მეუფე ნიკოლოზი