პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ მა­ი­სის ნო­მე­რი #5(101), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ქარ­თვე­ლი იუნკრე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხუ­თე­უ­ლი

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომში მარ­ცხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, მთავ­რო­ბი­სა და სამ­ხედ­რო ელი­ტის ნა­წილ­თან ერ­თად, ემიგ­რა­ცი­ა­ში სამ­ხედ­რო სკო­ლის კურ­სან­ტე­ბი - იუნკრე­ბიც წა­ვიდ­ნენ. ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი მთავ­რო­ბა ცდი­ლობ­და, ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბი და იუნკრე­ბი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის არ­მი­ებ­სა და სამ­ხედ­რო სას­წავ­ლებ­ლებ­ში და­ე­საქ­მე­ბი­ნა.

1921 წლის ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს იუნ­კერ­თა­გან შე­ირ­ჩა ხუთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კურ­სან­ტი: ივა­ნე ვაჩ­ნა­ძე, ნი­კო­ლოზ თო­ხა­ძე, ალექ­სან­დრე კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ჯინ­ჭა­რა­ძე და გი­ორ­გი ოდი­შე­ლი­ძე. მათ სწავ­ლა უნდა გა­ნეგ­რძოთ საფ­რან­გეთ­ში, სენ-მექ­სა­ნის ქვე­ით­თა სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში. კურ­სან­ტებს რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ეს და და­ხა­სი­ა­თე­ბა მის­ცა სამ­ხედ­რო სკო­ლის უკა­ნას­კნელ­მა მე­თა­ურ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა (მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლო­ნუ­რი არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი) ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძემ და ქარ­თუ­ლი არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ­მა გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ სა­ის­ტო­რიო არ­ქივ­ში და­ცუ­ლი ეს და­ხა­სი­ა­თე­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს იუნ­კერ­თა ის­ტო­რი­ით და კონ­კრე­ტუ­ლად ამ პირ­თა ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თათ­ვის.

სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის გაქ­ცე­ვა სსრკ-დან

41 წლის ასაკ­ში, ანუ ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ტო­ვა. ამე­რი­კე­ლე­ბი მას ისე შეხ­ვდნენ, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ულ­თა შო­რის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ადა­მი­ანს. სვეტ­ლა­ნა იო­სებ სტა­ლი­ნის შვი­ლი გახ­ლდათ და მარ­თლაც ასე იყო.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვას ცხოვ­რე­ბა ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხე­თად იქცა. დე­დამ, ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვამ, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. 30-იან წლებ­ში წმენ­დას მისი მრა­ვა­ლი ნა­თე­სა­ვი ემსხვერ­პლა. ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გაგ­რძელ­და სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც. სვეტ­ლა­ნას­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს ბრა­ჯეშ სინხს (ინ­დო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მოს­კოვ­ში მთარ­გმნე­ლად მუ­შა­ობ­და), თუმ­ცა ქალს ნება დარ­თეს, მისი ნეშ­ტი ინ­დო­ეთ­ში ჩა­ე­ტა­ნა.

დე­ლის აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვი­დან სვეტ­ლა­ნა 1967 წლის 20 დე­კემ­ბერს ჩა­ვი­და. საბ­ჭო­თა სა­ელ­ჩო­ში მას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალს ფა­რუ­ლად უნდა დას­წრე­ბო­და. ეკ­რძა­ლე­ბო­და მა­ს­მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მოს­კოვ­შიც დრო­უ­ლად უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო... სვეტ­ლა­ნამ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის და­წე­რა გა­და­წყვი­ტა, მისი აზ­რით, ტექ­სტი აპო­ლი­ტი­კუ­რი იყო, თუმ­ცა დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევ­და. როცა პა­რი­ზელ­მა გა­მომ­ცე­მელ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ამ­გვა­რი წიგ­ნის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მო­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ალი­ლუ­ე­ვამ აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში მის­ვლა გა­და­წყვი­ტა...

6 მარტს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა დინ რასკმა სა­ი­დუმ­ლო ტე­ლეგ­რა­მა გა­უგ­ზავ­ნა სსრკ-ში აშშ-ის ელჩს და აც­ნო­ბა, რომ სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა. ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მან­ქა­ნა სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამოქმდდ­და.

ლე­გენ­და­რუ­ლი მზვე­რა­ვი ლო­უ­რენ­სი და არა­ბე­თის აჯან­ყე­ბა

თო­მას ედ­ვარდ ლო­უ­რენ­სი - დიდი ინ­გლი­სე­ლი მზვე­რა­ვი, ადა­მი­ა­ნი-ლე­გენ­და, ავ­ტო­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი წიგ­ნი­სა, რო­მელ­საც ყვე­ლა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეც­ნო­ბოდ­ნენ. ის უელ­სის ერთ-ერთ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და. სუს­ტი ბავ­შვს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ხში­რად სცემ­დნენ. ლო­უ­რენ­სი ამას მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ არა­ვის არა­ფერს ეუბ­ნე­ბო­და. დი­ლა­უ­თე­ნია დგე­ბო­და, დარ­ბო­და, ვარ­ჯი­შობ­და, ინ­გლი­სურ კრივს ეუფ­ლე­ბო­და. ნელ-ნელა მოქ­ნი­ლი და ძლი­ე­რი გახ­და. «როცა გჩაგ­რა­ვენ, თავი უნდა და­იც­ვა, ანუ ის უნდა სცე­მო, ვინც ჯგუ­ფის ყო­ჩია», - წერ­და შემ­დგომ­ში ლო­უ­რენ­სი. მო­მა­ვა­ლი მზვე­რა­ვი ასეც იქ­ცე­ო­და...

აღ­მო­სავ­ლე­თი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ლო­უ­რენსს სკო­ლა­ში­ვე გა­უღ­ვივ­და. არა­ბუ­ლი ენა და ის­ტო­რია და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ის­წავ­ლა. ცხენ­ზე ისე ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად იჯდა, ბევრ ბე­დუ­ინს შე­შურ­დე­ბო­და... მო­ნა­წი­ლე­ობ­და არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სი­რი­ის, ერა­ყის, სა­უ­დის არა­ბე­თის, ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. არა­ბებს შო­რის უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნა. ის ხომ მათ ენა­ზე ჩი­ნე­ბუ­ლად სა­უბ­რობ­და, ცხენ­ზეც ბე­დუ­ი­ნი­ვით იჯდა. არა­ბებ­მა ლო­უ­რენ­სი თა­ვი­სი­ა­ნად მი­ი­ღეს.

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში იმ­ხა­ნად ოს­მა­ლე­თი ბა­ტო­ნობ­და, რო­მე­ლიც პირ­ველ მსოფ­ლიო ომში ინ­გლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და. ინ­გლი­სის დაზ­ვერ­ვა­მაც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ძირ­გა­მომ­თხრე­ლი მუ­შა­ო­ბა გა­ა­აქ­ტი­უ­რა. ამა­ში ლო­უ­რენ­სმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შა. დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­მა პრე­მი­ერს ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც მთელ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მა­სობ­რი­ვი ან­ტი­ოს­მა­ლუ­რი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ომის გაშ­ლას გუ­ლის­ხმობ­და. სერ უინ­სტონ ჩერ­ჩილ­მა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ლო­უ­რენ­სის ნახ­ვა ისურ­ვა. სა­უ­ბარ­მა ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გას­ტა­ნა. ჩერ­ჩი­ლის დას­კვნა მტკი­ცე იყო: «ლო­უ­რენსს ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ფან­ტას­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია! მას სრუ­ლი კარტ-ბლან­ში უნდა მივ­ცეთ».

ნოტრ-დამი ცე­ცხლის ალში - რო­გორ იგე­ბო­და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტა­ძა­რი მსოფ­ლი­ო­ში

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის შპი­ლი, რო­მე­ლიც ხან­ძრი­სას ჩა­მო­ინ­გრა, შე­საძ­ლოა პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღარ აღ­დგეს. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის შე­დე­გებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. “სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ და­ვად­გენთ, სა­ჭი­როა თუ არა შპი­ლის ზუს­ტი სა­ხით აღ­დგე­ნა თუ სჯობს, ტა­ძარს ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი შპი­ლი და­ვა­შე­ნოთ”, - ამ­ბობს საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ედუ­არ ფი­ლი­პი.

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის დიდი ნა­წი­ლი ძლი­ერ­მა ხან­ძარ­მა 15 აპ­რილს გა­ა­ნად­გუ­რა. თუმ­ცა, გა­დარ­ჩა შე­ნო­ბის ძი­რი­თა­დი კონ­სტრუქ­ცია, და­სავ­ლე­თი ფა­სა­დის მრგვა­ლი სარ­კმე­ლი - ვარ­დუ­ლი და ორი კოშ­კი. ცე­ცხლს გა­და­ურ­ჩა ნოტრ-და­მის რე­ლიკ­ვი­ე­ბიც.

ნოტრ-დამი აღ­მარ­თუ­ლია კუნ­ძულ სი­ტე­ზე პა­რი­ზის შუ­ა­გულ­ში, მდი­ნა­რე სე­ნის ორ ტოტს შო­რის. ის აშენ­და პა­რი­ზის პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გი­ლას, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, გა­ლურ-რო­მა­უ­ლი იუ­პი­ტე­რის ტაძ­რის სა­ძირ­კველ­ზე აიგო. პირ­ვე­ლი ქვა სა­ძირ­კველ­ში 1163 წელს ჩა­დეს. კედ­ლე­ბი 1177 წლის­თვის დას­რულ­და, მთა­ვა­რი სა­კურ­თხე­ვე­ლი 1182 წელს აკურ­თხეს, 1196 წელს მთა­ვა­რი ნა­ვიც დას­რულ­და, 1240 და 1250 წლებ­ში კი ორი­ვე სამ­რეკ­ლო. თუმ­ცა, ტაძ­რის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1345 წე­ლია.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ნეკ­რო­პო­ლი ლი­კი­ე­ლი მდიდ­რე­ბის­თვის

ფო­ტო­ის­ტო­რია. ტყა­ვის ჩა­ფხუ­ტე­ბის პი­რა­მი­და

ახა­ლი ამ­ბე­ბი. “იმი­ტომ, რომ სახ­ლია შენი!”

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ორ­დე­ნი. სამ­ხედ­რო ჯილ­დოს თა­მარ მე­ფის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით გას­ცემ­დნენ I და II მსოფ­ლიო ომე­ბის პე­რი­ოდ­ში (და­სას­რუ­ლი)

ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის წე­რი­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან

პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა. სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო რე­ფორ­მე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში

პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა. ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში

ქარ­თვე­ლე­ბი წმინ­და მი­წა­ზე. ჯვრის მო­ნას­ტრის უკა­ნას­კნე­ლი მეკ­ლი­ტუ­რე­ბი - პა­ლეს­ტი­ნის მკვიდ­რე­ბი ქარ­თველ­თა სა­ვა­ნის სამ­სა­ხურ­ში

დო­კუ­მენ­ტუ­რი მო­თხრო­ბა. რო­გორც მტკვრის ერთ წვეთს...

კი­ნოს ის­ტო­რი­ი­დან. “წი­თე­ლი ეშ­მა­კუ­ნე­ბი” და სა­ქარ­თვე­ლო

ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში

ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომერი #5(101), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართველი იუნკრების შესანიშნავი ხუთეული

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში მარცხისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, მთავრობისა და სამხედრო ელიტის ნაწილთან ერთად, ემიგრაციაში სამხედრო სკოლის კურსანტები - იუნკრებიც წავიდნენ. ემიგრაციაში მყოფი მთავრობა ცდილობდა, ქართველი ოფიცრები და იუნკრები ევროპული სახელმწიფოების არმიებსა და სამხედრო სასწავლებლებში დაესაქმებინა.

1921 წლის ზაფხულის ბოლოს იუნკერთაგან შეირჩა ხუთი გამორჩეული კურსანტი: ივანე ვაჩნაძე, ნიკოლოზ თოხაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი, ალექსანდრე ჯინჭარაძე და გიორგი ოდიშელიძე. მათ სწავლა უნდა განეგრძოთ საფრანგეთში, სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში. კურსანტებს რეკომენდაცია გაუწიეს და დახასიათება მისცა სამხედრო სკოლის უკანასკნელმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა (მოგვიანებით პოლონური არმიის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძემ და ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ.

საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული ეს დახასიათებები საინტერესო უნდა იყოს იუნკერთა ისტორიით და კონკრეტულად ამ პირთა ისტორიით დაინტერესებულთათვის.

სტალინის ქალიშვილის გაქცევა სსრკ-დან

41 წლის ასაკში, ანუ ნახევარი ცხოვრების გავლის შემდეგ, სვეტლანა ალილუევამ საბჭოთა კავშირი დატოვა. ამერიკელები მას ისე შეხვდნენ, როგორც საბჭოთა კავშირიდან გაქცეულთა შორის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ადამიანს. სვეტლანა იოსებ სტალინის შვილი გახლდათ და მართლაც ასე იყო.

საბჭოთა კავშირში სვეტლანა ალილუევას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. დედამ, ნადეჟდა ალილუევამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 30-იან წლებში წმენდას მისი მრავალი ნათესავი ემსხვერპლა. ტრაგიკული მოვლენები გაგრძელდა სტალინის სიკვდილის შემდეგაც. სვეტლანასთან ოფიციალური ხელმოწერის უფლება არ მისცეს ბრაჯეშ სინხს (ინდოელი პოლიტიკოსი, მოსკოვში მთარგმნელად მუშაობდა), თუმცა ქალს ნება დართეს, მისი ნეშტი ინდოეთში ჩაეტანა.

დელის აეროპორტში თვითმფრინავიდან სვეტლანა 1967 წლის 20 დეკემბერს ჩავიდა. საბჭოთა საელჩოში მას განუმარტეს, რომ დაკრძალვის ცერემონიალს ფარულად უნდა დასწრებოდა. ეკრძალებოდა მასმედიასთან ურთიერთობა, მოსკოვშიც დროულად უნდა დაბრუნებულიყო... სვეტლანამ ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა გადაწყვიტა, მისი აზრით, ტექსტი აპოლიტიკური იყო, თუმცა დიდ ინტერესს გამოიწვევდა. როცა პარიზელმა გამომცემელმა შეატყობინა, რომ ამგვარი წიგნის საზღვარგარეთ გამოცემა შესაძლებელი იქნებოდა, ალილუევამ აშშ-ის საელჩოში მისვლა გადაწყვიტა...

6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დინ რასკმა საიდუმლო ტელეგრამა გაუგზავნა სსრკ-ში აშშ-ის ელჩს და აცნობა, რომ სტალინის ქალიშვილმა შეერთებულ შტატებს თავშესაფარი სთხოვა. ამერიკული დიპლომატიური მანქანა სრული დატვირთვით ამოქმდდდა.

ლეგენდარული მზვერავი ლოურენსი და არაბეთის აჯანყება

თომას ედვარდ ლოურენსი - დიდი ინგლისელი მზვერავი, ადამიანი-ლეგენდა, ავტორი გახმაურებული წიგნისა, რომელსაც ყველა ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები ეცნობოდნენ. ის უელსის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. სუსტი ბავშვს თანაკლასელები ხშირად სცემდნენ. ლოურენსი ამას მტკივნეულად განიცდიდა, მაგრამ არავის არაფერს ეუბნებოდა. დილაუთენია დგებოდა, დარბოდა, ვარჯიშობდა, ინგლისურ კრივს ეუფლებოდა. ნელ-ნელა მოქნილი და ძლიერი გახდა. «როცა გჩაგრავენ, თავი უნდა დაიცვა, ანუ ის უნდა სცემო, ვინც ჯგუფის ყოჩია», - წერდა შემდგომში ლოურენსი. მომავალი მზვერავი ასეც იქცეოდა...

აღმოსავლეთისადმი ინტერესი ლოურენსს სკოლაშივე გაუღვივდა. არაბული ენა და ისტორია დამოუკიდებლად შეისწავლა. ცხენზე ისე ვირტუოზულად იჯდა, ბევრ ბედუინს შეშურდებოდა... მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში თანამედროვე სირიის, ერაყის, საუდის არაბეთის, ლიბანის ტერიტორიებზე. არაბებს შორის უამრავი მეგობარი შეიძინა. ის ხომ მათ ენაზე ჩინებულად საუბრობდა, ცხენზეც ბედუინივით იჯდა. არაბებმა ლოურენსი თავისიანად მიიღეს.

ახლო აღმოსავლეთში იმხანად ოსმალეთი ბატონობდა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ინგლისის წინააღმდეგ იბრძოდა. ინგლისის დაზვერვამაც ახლო აღმოსავლეთში ძირგამომთხრელი მუშაობა გაააქტიურა. ამაში ლოურენსმა განსაკუთრებული როლი ითამაშა. დაზვერვის სამსახურმა პრემიერს ამბიციური პროექტი წარუდგინა, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთში მასობრივი ანტიოსმალური პარტიზანული ომის გაშლას გულისხმობდა. სერ უინსტონ ჩერჩილმა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ლოურენსის ნახვა ისურვა. საუბარმა ორ საათზე მეტხანს გასტანა. ჩერჩილის დასკვნა მტკიცე იყო: «ლოურენსს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ფანტასტიკური დავალების შესრულება შეუძლია! მას სრული კარტ-ბლანში უნდა მივცეთ».

ნოტრ-დამი ცეცხლის ალში - როგორ იგებოდა ყველაზე ცნობილი ტაძარი მსოფლიოში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი, რომელიც ხანძრისას ჩამოინგრა, შესაძლოა პირვანდელი სახით აღარ აღდგეს. ეს საერთაშორისო კონკურსის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. “საერთაშორისო კონკურსის საშუალებით ჩვენ დავადგენთ, საჭიროა თუ არა შპილის ზუსტი სახით აღდგენა თუ სჯობს, ტაძარს ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი შპილი დავაშენოთ”, - ამბობს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდი ნაწილი ძლიერმა ხანძარმა 15 აპრილს გაანადგურა. თუმცა, გადარჩა შენობის ძირითადი კონსტრუქცია, დასავლეთი ფასადის მრგვალი სარკმელი - ვარდული და ორი კოშკი. ცეცხლს გადაურჩა ნოტრ-დამის რელიკვიებიც.

ნოტრ-დამი აღმართულია კუნძულ სიტეზე პარიზის შუაგულში, მდინარე სენის ორ ტოტს შორის. ის აშენდა პარიზის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილას, რომელიც, თავის მხრივ, გალურ-რომაული იუპიტერის ტაძრის საძირკველზე აიგო. პირველი ქვა საძირკველში 1163 წელს ჩადეს. კედლები 1177 წლისთვის დასრულდა, მთავარი საკურთხეველი 1182 წელს აკურთხეს, 1196 წელს მთავარი ნავიც დასრულდა, 1240 და 1250 წლებში კი ორივე სამრეკლო. თუმცა, ტაძრის დასრულების თარიღი ოფიციალურად 1345 წელია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მოკლე ამბები. ნეკროპოლი ლიკიელი მდიდრებისთვის

ფოტოისტორია. ტყავის ჩაფხუტების პირამიდა

ახალი ამბები. “იმიტომ, რომ სახლია შენი!”

პირველი ქართული ორდენი. სამხედრო ჯილდოს თამარ მეფის გამოსახულებით გასცემდნენ I და II მსოფლიო ომების პერიოდში (დასასრული)

ეპისტოლარული მემკვიდრეობა. გრიგოლ რობაქიძის წერილები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

პირველი რესპუბლიკა. საბანკო-საფინანსო რეფორმები დამოუკიდებელ საქართველოში

პირველი რესპუბლიკა. ქალი დეპუტატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ქართველები წმინდა მიწაზე. ჯვრის მონასტრის უკანასკნელი მეკლიტურები - პალესტინის მკვიდრები ქართველთა სავანის სამსახურში

დოკუმენტური მოთხრობა. როგორც მტკვრის ერთ წვეთს...

კინოს ისტორიიდან. “წითელი ეშმაკუნები” და საქართველო

ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"