პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექრემ იმამოღლუ - ოპოზიციონერი მერი, რომელმაც სტამბოლში ერდოღანის ფავორიტი დაამარცხა
ექრემ იმამოღლუ - ოპოზიციონერი მერი, რომელმაც სტამბოლში ერდოღანის ფავორიტი დაამარცხა

თურ­ქეთ­ში, ოპო­ზი­ცი­უ­რი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" კან­დი­და­ტი, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ სტამ­ბო­ლის მერი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და.

სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის კან­დი­დატ­მა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბი­ნა­ლი ილ­დი­რიმს, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­რის პოსტზე იყ­რი­და კენ­ჭს, 13 729 ხმით გა­უს­წრო.

თურ­ქეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბით პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის პარ­ტია პირ­ვე­ლია, თუმ­ცა, მან დე­და­ლაქ ან­კა­რა­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ზე, მათ შო­რის თურ­ქე­თის “ეკო­ნო­მი­კურ ცენ­ტრად” წო­დე­ბულ სტამ­ბოლ­ზე, კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

"სტამ­ბოლ­ში ახა­ლი ეპო­ქა იწყე­ბა" - წერს vestiturkey.com. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სტამ­ბოლ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის გა­მარ­ჯვე­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა ცეს­კომ აღი­ა­რა, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა კი გა­აბ­რა­ზა რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი და მისი ფა­ვო­რი­ტი - ბი­ნა­ლი ილ­დი­მი­რი. “სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტია შოკ­შია” - წერს გა­მო­ცე­მა.

BBC-ის თურ­ქუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, "ეს არის კან­დი­და­ტი, რო­მელ­მაც უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში გა­ი­მარ­ჯვა, ერ­დო­ღა­ნი­სა და მისი ფა­ვო­რი­ტის აგ­რე­სი­უ­ლი პიარ-კამ­პა­ნი­ი­სა და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გაკ­რუ­ლი ორი რა­დი­კა­ლი ლი­დე­რის უზარ­მა­ზა­რი პლა­კა­ტე­ბის ფონ­ზე... იმა­მ­ოღ­ლუ სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ პრო­ვინ­ცი­ას 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და და ამ დრო­ში თა­ვის გუნდთან ერ­თად ბევ­რის გა­კე­თე­ბა შეძ­ლო" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პო­დენ­ტი ილ­გილ კო­ნუ­ლა­რი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას არც ისე ცუდი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, იმი­სათ­ვის, რათა მე­გა­პო­ლი­სი მარ­თოს. ერთ დროს, ის თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის “ტაქ­ტი­კუ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის” ლი­დე­რი იყო.

“ნე­ო­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ლი­დერ­მა დავ­ლეთ ბაქჩე­ლიმ პო­ლი­ტი­კო­სი უკვე გა­აკრტი­კა იმის­თვის, რომ 13 აპ­რილს, სტამ­ბო­ლის ორ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბს - “ბე­ში­კტაშ­სა” და “ის­ტამ­ბულ ბა­შაქ­ჰე­შირს” შო­რის გა­მარ­თულ თა­მაშს და­ეს­წრო, რი­თაც ფეხ­ბურ­თის პო­ლი­ტი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და თა­მა­ში­სას, მა­ყუ­რებ­ლე­ბი მის სა­ხელს “სკან­დი­რებ­დნენ".

aljazeera.com-თან სა­უ­ბარ­ში, თურ­ქი ანა­ლი­ტი­კო­სის, მუს­ტა­ფა აკო­ლას ცნო­ბით, ასეთ შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხრი­დან უკი­დე­გა­ნო დე­მონ­სტრი­რე­ბამ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბოდ­ნენ.

“არა­ვინ იცის რა მოხ­დე­ბო­და მმარ­თველ პარ­ტი­ას რომ არ და­ეთ­მო... თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ - ის ფაქ­ტი, რომ თურ­ქეთ­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ჯერ კი­დევ მუ­შა­ობს და კა­ნო­ნი ჯე­რაც უზე­ნა­ე­სია, კარ­გია. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბენ, პარ­ტი­ე­ბის მიღ­მა აღ­მოჩ­დნენ," - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, არ­ჩევ­ნე­ბი თურ­ქეთ­ში, შე­ნე­ლე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის, ინფლა­ცი­ის, გაზ­რდი­ლი უმუ­შევ­რო­ბის და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცი­ის ფონ­ზე ჩა­ტარ­და.

ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ 1970 წელს ქა­ლაქ ტრაპ­ზონ­ში, კონ­სერ­ვა­ტი­ულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

კა­რი­ე­რა 1992 წელს და­ი­წყო სა­ო­ჯა­ხო კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს. კომ­პა­ნი­ა­ში იმა­მ­ოღ­ლუ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და.

ოლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა კი 48 წლის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა სტამ­ბოლ­ში და­ი­წყო - 2014 წელს, აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლად აირ­ჩი­ეს და მარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

"არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამი თვით ადრე, იმა­მ­ოღ­ლუ გახ­და ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც მთელ­მა თურ­ქეთ­მა გა­იც­ნო. ის თავს არი­დებ­და კრი­ტი­კას და თა­ვის მთა­ვარ ოპო­ნენტზე, ბი­ნა­ლი ილ­დი­მირ­ზე პა­ტი­ვის­ცე­მით სა­უბ­რობ­და. მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი ტონი თურ­ქულ პო­ლი­ტი­კას არ ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან სწო­რი აღ­მოჩ­ნდა ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს­თვის და კარ­გი შე­დე­გიც მო­უ­ტა­ნა” - ამ­ბობს rbc.ru-სთან სა­უ­ბარ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი იური მა­ვა­შე­ვი.

echo.msk.ru-მ იმა­მ­ოღ­ლუს მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა “უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა”, რად­გან წლე­ბის წინ, რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მაც სტამ­ბო­ლის მე­რო­ბით და­ი­წყო და ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, შემ­დეგ კი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და...

“ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუმ ამის მიღ­წე­ვა, ერ­ღო­ღა­ნის მა­სობ­რი­ვი წნე­ხის ფონ­ზე შეძ­ლო" - ამ­ბობს გა­მო­ცე­მა TACC-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გუს­მა­ნი. მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რია, ახლა მან 11-მი­ლი­ო­ნი­ან ქა­ლაქ­ში პოს­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს...

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი მე­რის ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას - მას მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი ყავს. ექ­რემ და დი­ლეკ იმა­მ­ოღ­ლუ­ე­ბი 23 წე­ლია ქორ­წი­ნე­ბა­ში არი­ან და ორი ვაჟი და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. მე­რის მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია და ამ­ჟა­მად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობს.

ავტორი:

ექრემ იმამოღლუ - ოპოზიციონერი მერი, რომელმაც სტამბოლში ერდოღანის ფავორიტი დაამარცხა

ექრემ იმამოღლუ - ოპოზიციონერი მერი, რომელმაც სტამბოლში ერდოღანის ფავორიტი დაამარცხა

თურქეთში, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" კანდიდატი, ექრემ იმამოღლუ სტამბოლის მერი ოფიციალურად გახდა.

საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს, რომელიც ასევე მერის პოსტზე იყრიდა კენჭს, 13 729 ხმით გაუსწრო.

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა, მან დედალაქ ანკარასა და კიდევ რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის თურქეთის “ეკონომიკურ ცენტრად” წოდებულ სტამბოლზე, კონტროლი დაკარგა.

"სტამბოლში ახალი ეპოქა იწყება" - წერს vestiturkey.com. გამოცემის ცნობით, სტამბოლში ოპოზიციონერი პარტიის ლიდერის გამარჯვება ადგილობრივმა ცესკომ აღიარა, არჩევნების შედეგებმა კი გააბრაზა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და მისი ფავორიტი - ბინალი ილდიმირი. “სამართლიანობისა განვითარების პარტია შოკშია” - წერს გამოცემა.

BBC-ის თურქული სამსახურის ცნობით, "ეს არის კანდიდატი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვა, ერდოღანისა და მისი ფავორიტის აგრესიული პიარ-კამპანიისა და ყოველ ნაბიჯზე გაკრული ორი რადიკალი ლიდერის უზარმაზარი პლაკატების ფონზე... იმამოღლუ სტამბოლის ერთ-ერთ პროვინციას 5 წლის განმავლობაში მართავდა და ამ დროში თავის გუნდთან ერთად ბევრის გაკეთება შეძლო" - წერს ადგილობრივი კორესპოდენტი ილგილ კონულარი.

გამოცემის ცნობით, მას არც ისე ცუდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, იმისათვის, რათა მეგაპოლისი მართოს. ერთ დროს, ის თურქეთის პრეზიდენტის “ტაქტიკური მხარდამჭერების” ლიდერი იყო.

“ნეონაციონალისტური მოძრაობის” ლიდერმა დავლეთ ბაქჩელიმ პოლიტიკოსი უკვე გააკრტიკა იმისთვის, რომ 13 აპრილს, სტამბოლის ორ საფეხბურთო კლუბს - “ბეშიკტაშსა” და “ისტამბულ ბაშაქჰეშირს” შორის გამართულ თამაშს დაესწრო, რითაც ფეხბურთის პოლიტიზაცია მოახდინა, რადგან მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და თამაშისას, მაყურებლები მის სახელს “სკანდირებდნენ".

aljazeera.com-თან საუბარში, თურქი ანალიტიკოსის, მუსტაფა აკოლას ცნობით, ასეთ შედეგი გამოიწვია მმართველი პარტიის მხრიდან უკიდეგანო დემონსტრირებამ, რომ ხელისუფლების სათავეში მუდმივად იქნებოდნენ.

“არავინ იცის რა მოხდებოდა მმართველ პარტიას რომ არ დაეთმო... თუმცა, მეორე მხრივ - ის ფაქტი, რომ თურქეთში სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს და კანონი ჯერაც უზენაესია, კარგია. ადამიანები, რომლებიც კანონზე მუშაობენ, პარტიების მიღმა აღმოჩდნენ," - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმითაც, არჩევნები თურქეთში, შენელებული ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, გაზრდილი უმუშევრობის და ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე ჩატარდა.

ექრემ იმამოღლუ 1970 წელს ქალაქ ტრაპზონში, კონსერვატიულ ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სტამბოლის უნივერსიტეტში ადმინისტრაციული საქმიანობის ფაკულტეტი დაამთავრა.

კარიერა 1992 წელს დაიწყო საოჯახო კომპანიაში, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიაში იმამოღლუ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობდა.

ოლიტიკური კარიერა კი 48 წლის ოპოზიციონერმა სტამბოლში დაიწყო - 2014 წელს, აღმოსავლეთით მდებარე რაიონის ხელმძღვანელად აირჩიეს და მარტის არჩევნებამდე, ამ თანამდებობას იკავებდა.

"არჩევნებამდე სამი თვით ადრე, იმამოღლუ გახდა ფიგურა, რომელიც მთელმა თურქეთმა გაიცნო. ის თავს არიდებდა კრიტიკას და თავის მთავარ ოპონენტზე, ბინალი ილდიმირზე პატივისცემით საუბრობდა. მშვიდობისმყოფელი ტონი თურქულ პოლიტიკას არ ახასიათებს, თუმცა ეს მიმართულება ძალიან სწორი აღმოჩნდა ექრემ იმამოღლუსთვის და კარგი შედეგიც მოუტანა” - ამბობს rbc.ru-სთან საუბარში თანამედროვე თურქეთის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტი იური მავაშევი.

echo.msk.ru-მ იმამოღლუს მომავალში კიდევ უფრო წარმატებული პოლიტიკური კარიერა “უწინასწარმეტყველა”, რადგან წლების წინ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც სტამბოლის მერობით დაიწყო და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პრეზიდენტი გახდა...

“ექრემ იმამოღლუმ ამის მიღწევა, ერღოღანის მასობრივი წნეხის ფონზე შეძლო" - ამბობს გამოცემა TACC-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ გუსმანი. მისივე თქმით, მთავარია, ახლა მან 11-მილიონიან ქალაქში პოსტი შეინარჩუნოს...

რაც შეეხება ახლადარჩეული მერის ოჯახურ ცხოვრებას - მას მეუღლე და სამი შვილი ყავს. ექრემ და დილეკ იმამოღლუები 23 წელია ქორწინებაში არიან და ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მერის მეუღლე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია და ამჟამად ამ მიმართულებით დოქტურანტურაში სწავლობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე