პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელმაც დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა, ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს
გოგონა, რომელმაც დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა, ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს

ნუს­რათ ჯა­ჰან რა­ფის ბან­გლა­დეშ­ში, სკო­ლა­ში ნავ­თი გა­და­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 კვი­რით ადრე მან დი­რექ­ტო­რი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

19 წლის ნუს­რა­თი დე­და­ქა­ლა­ქი­დან 160 კმ-ს და­შო­რე­ბით, პა­ტა­რა ქა­ლაქ ფე­ნი­ში ცხოვ­რობ­და და ის­ლა­მურ სკო­ლა­ში, მედ­რე­სე­ში სწავ­ლობ­და. 27 მარტს მან გა­ნა­ცხა­და, რომ დი­რექ­ტორ­მა კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა და სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ა­ვიწ­რო­ვა. ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებ­და, გო­გო­ნა ოთა­ხი­დან გა­იქ­ცა.

ბან­გლა­დეშ­ში ბევ­რი გო­გო­ნა და ქალი ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ლოს, რად­გან მათი ოჯა­ხე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის ობი­ექ­ტი გახ­დე­ბა. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით ნუს­რათ ჯა­ჰან­მა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გო­გო­ნამ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. იმის ნაც­ვლად, რომ მოს­წავ­ლის­თვის უსაფრ­თხო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა უზ­რუნ­ვე­ლე­ყოთ, პო­ლი­ცი­ელ­მა მის მიერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღო.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ნუს­რა­თი სტრეს­შია და ცდი­ლობს, სახე ხე­ლე­ბით და­ფა­როს. კად­რებ­ში ის­მის, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად არ უდ­გე­ბა გო­გო­ნას მო­ნა­ყოლს და ეუბ­ნე­ბა, სა­ხი­დან ხე­ლე­ბი მო­ი­შო­როს. ვი­დეო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

ნუს­რათ ჯა­ჰან რაფი კონ­სერ­ვა­ტო­რი ოჯა­ხი­დან იყო, ის რე­ლი­გი­ურ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ასე­თი გო­გო­ნას­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. მსხვერ­პლს ხში­რად კი­ცხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ რო­გორც პი­რა­დად, ისე - ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. ხში­რად თავ­საც ეს­ხმი­ან. ნუს­რათ­საც სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის გავ­ლა მო­უხ­და.

27 მარტს - პო­ლი­ცი­ა­ში და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და­ა­პა­ტიმ­რეს, რა­მაც გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა. ქუ­ჩა­ში შე­იკ­რი­ბა ხალ­ხი, რო­მე­ლიც დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ორი მოს­წავ­ლე ბიჭი იყო, ხალ­ხი ნუს­რათს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ოჯა­ხის თქმით, შვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ.

სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბი­დან 11 დღის შემ­დეგ, 6 აპ­რილს ნუს­რა­თი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად სკო­ლა­ში წა­ვი­და.

„ვცა­დე, ჩემი და სკო­ლა­ში მი­მეყ­ვა­ნა, თუმ­ცა გა­მა­ჩე­რეს და შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცეს. მე რომ მას შიგ­ნით შევ­ყო­ლო­დი, ჩემს დას არა­ფე­რი შე­ემ­თხვე­ო­და,“ - ამ­ბობს ნუს­რა­თის ძმა, მაჰ­მუ­დულ ჰა­სან ნო­მა­ნი.

ნუს­რა­თის ძმა მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვობს

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გო­გო­ნამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ თა­ვად ისა­უბ­რა - ნუს­რა­თის თქმით, ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ ის სკო­ლის სა­ხუ­რავ­ზე აიყ­ვა­ნა, სა­დაც მათ ხუ­თამ­დე ადა­მი­ა­ნი დახ­ვდა. ნუს­რათს მოს­თხო­ვეს, დი­რექ­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი უკან გა­მო­ე­თხო­ვა. რო­დე­საც გო­გო­ნამ უარი გა­ნა­ცხა­და, მას საწ­ვა­ვი გა­და­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ბა­ნაჯ კუ­მარ მა­ჯუმ­დე­რი ამ­ბობს, რომ მკვლე­ლებს სურ­დათ მომ­ხდა­რი სუ­ი­ციდს დამ­სგავ­სე­ბო­და, თუმ­ცა გეგ­მა ჩა­ვარ­და, რად­გან ნუს­რა­თი გა­დარ­ჩა. გო­გო­ნამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მო­ას­წრო.

ნუს­რა­თი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მისი სხე­უ­ლის 80% დამ­წვა­რი იყო. ექი­მებ­მა პა­ცი­ენ­ტის დე­და­ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში ძმის ტე­ლე­ფო­ნით გო­გო­ნამ მი­მარ­თვა ჩა­წე­რა, ის ში­შობ­და, რომ ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და.

„მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­მე­ხო. ამის გამო ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე ვიბ­რძო­ლებ,“ - ამ­ბობს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მედ­რე­სეს მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ.

ნუს­რა­თი 10 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. ფე­ნი­ში მის დაკ­რძალ­ვას ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მამა

პო­ლი­ცი­ამ 15 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, 7 მათ­გა­ნი მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის ის 2 სტუ­დენ­ტიც, რომ­ლებ­მაც დი­რექ­ტო­რის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ქუ­ჩა­ში აქ­ცია მო­ა­წყეს. თა­ვად დი­რექ­ტო­რი კვლავ პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი. პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ნუს­რა­თის ჩვე­ნე­ბა ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღო, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და სხვა დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გო­გო­ნას ოჯახს შეხ­ვდა და პი­რო­ბა მის­ცა, რომ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გა­სა­მარ­თლდე­ბა.

ნუს­რა­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა აა­გო­რა, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ათა­სო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­კუ­თარ აღ­შფო­თე­ბას ღიად გა­მო­ხა­ტავს.

„ბევ­რი გო­გო­ნა ვე­რა­ფერს აკე­თებს თა­ვის და­სა­ცა­ვად, რად­გან ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბის ეში­ნი­ათ. ბურ­ქა და რკი­ნის კა­ბე­ბიც კი არ აჩე­რებს მო­ძა­ლა­დე­ებს,“ - წერს ანო­ვარ შე­ი­ხი.

„მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­დო­და, გო­გო­ნა მყო­ლო­და, მაგ­რამ ახლა მე­ში­ნია. ამ ქვე­ყა­ნა­ში გო­გო­ნას გა­ჩე­ნა ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შიშ­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ში უნდა გა­ლიო,“ - წერს ლოპა ჰო­სე­ი­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გოგონა, რომელმაც დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა, ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს

გოგონა, რომელმაც დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა, ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს

ნუსრათ ჯაჰან რაფის ბანგლადეშში, სკოლაში ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, მოგვიანებით გოგონა გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, 2 კვირით ადრე მან დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

19 წლის ნუსრათი დედაქალაქიდან 160 კმ-ს დაშორებით, პატარა ქალაქ ფენიში ცხოვრობდა და ისლამურ სკოლაში, მედრესეში სწავლობდა. 27 მარტს მან განაცხადა, რომ დირექტორმა კაბინეტში დაიბარა და სექსუალურად შეავიწროვა. ვიდრე ყველაფერი კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებდა, გოგონა ოთახიდან გაიქცა.

ბანგლადეშში ბევრი გოგონა და ქალი ცდილობს, საკუთარი გამოცდილება სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დამალოს, რადგან მათი ოჯახები საზოგადოების განსჯის ობიექტი გახდება. მათგან განსხვავებით ნუსრათ ჯაჰანმა, ოჯახის წევრების დახმარებით, პოლიციას მიმართა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

პოლიციის განყოფილებაში გოგონამ განცხადება დაწერა. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა უზრუნველეყოთ, პოლიციელმა მის მიერ მოყოლილი ამბავი ტელეფონით გადაიღო.

ვიდეოში ჩანს, რომ ნუსრათი სტრესშია და ცდილობს, სახე ხელებით დაფაროს. კადრებში ისმის, რომ პოლიციელი სერიოზულად არ უდგება გოგონას მონაყოლს და ეუბნება, სახიდან ხელები მოიშოროს. ვიდეო მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

ნუსრათ ჯაჰან რაფი კონსერვატორი ოჯახიდან იყო, ის რელიგიურ სკოლაში სწავლობდა. ასეთი გოგონასთვის სექსუალური შევიწროების შესახებ საუბარი საფრთხის შემცველია. მსხვერპლს ხშირად კიცხავს საზოგადოება, შეურაცხყოფას აყენებენ როგორც პირადად, ისე - ინტერნეტის საშუალებით. ხშირად თავსაც ესხმიან. ნუსრათსაც სწორედ ამ ყველაფრის გავლა მოუხდა.

27 მარტს - პოლიციაში დაწერილი განცხადების შემდეგ, სკოლის დირექტორი დააპატიმრეს, რამაც გოგონას მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ქუჩაში შეიკრიბა ხალხი, რომელიც დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვდა. აქციის ორგანიზატორი ორი მოსწავლე ბიჭი იყო, ხალხი ნუსრათს ადანაშაულებდა. ოჯახის თქმით, შვილის უსაფრთხოებაზე ძალიან ნერვიულობდნენ.

სექსუალური შევიწროებიდან 11 დღის შემდეგ, 6 აპრილს ნუსრათი გამოცდების ჩასაბარებლად სკოლაში წავიდა.

„ვცადე, ჩემი და სკოლაში მიმეყვანა, თუმცა გამაჩერეს და შესვლის საშუალება არ მომცეს. მე რომ მას შიგნით შევყოლოდი, ჩემს დას არაფერი შეემთხვეოდა,“ - ამბობს ნუსრათის ძმა, მაჰმუდულ ჰასან ნომანი.

ნუსრათის ძმა მის გარდაცვალებას გლოვობს

მოგვიანებით კი გოგონამ მომხდარის შესახებ თავად ისაუბრა - ნუსრათის თქმით, ერთ-ერთმა გოგონამ ის სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც მათ ხუთამდე ადამიანი დახვდა. ნუსრათს მოსთხოვეს, დირექტორის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უკან გამოეთხოვა. როდესაც გოგონამ უარი განაცხადა, მას საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბანაჯ კუმარ მაჯუმდერი ამბობს, რომ მკვლელებს სურდათ მომხდარი სუიციდს დამსგავსებოდა, თუმცა გეგმა ჩავარდა, რადგან ნუსრათი გადარჩა. გოგონამ გარდაცვალებამდე ჩვენების მიცემა მოასწრო.

ნუსრათი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი სხეულის 80% დამწვარი იყო. ექიმებმა პაციენტის დედაქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

სასწრაფო დახმარების მანქანაში ძმის ტელეფონით გოგონამ მიმართვა ჩაწერა, ის შიშობდა, რომ ვერ გადარჩებოდა.

„მასწავლებელი შემეხო. ამის გამო ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ,“ - ამბობს აუდიოჩანაწერში.

მისივე თქმით, თავდამსხმელები მედრესეს მოსწავლეები იყვნენ.

ნუსრათი 10 აპრილს გარდაიცვალა. ფენიში მის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო.

გარდაცვლილი გოგონას მამა

პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, 7 მათგანი მკვლელობაში მონაწილეობდა. დაკავებულებს შორის არის ის 2 სტუდენტიც, რომლებმაც დირექტორის გასათავისუფლებლად ქუჩაში აქცია მოაწყეს. თავად დირექტორი კვლავ პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციელი, რომელმაც ნუსრათის ჩვენება ტელეფონით გადაიღო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სხვა დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გოგონას ოჯახს შეხვდა და პირობა მისცა, რომ მკვლელობაში მონაწილე ყველა ადამიანი გასამართლდება.

ნუსრათის გარდაცვალებამ საპროტესტო ტალღა ააგორა, სოციალური მედიის ათასობით მომხმარებელი საკუთარ აღშფოთებას ღიად გამოხატავს.

„ბევრი გოგონა ვერაფერს აკეთებს თავის დასაცავად, რადგან ასეთი ინციდენტების ეშინიათ. ბურქა და რკინის კაბებიც კი არ აჩერებს მოძალადეებს,“ - წერს ანოვარ შეიხი.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდოდა, გოგონა მყოლოდა, მაგრამ ახლა მეშინია. ამ ქვეყანაში გოგონას გაჩენა ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება შიშსა და ნერვიულობაში უნდა გალიო,“ - წერს ლოპა ჰოსეინი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე