პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი... ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
"თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი... ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

ქა­ლურ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ამ­ჯე­რად, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ვეს­ტუმ­რეთ, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რაც ჩვე­ნი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა...

- გახ­სოვთ პირ­ვე­ლი ქა­თი­ნა­უ­რი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა გა­გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნათ?

- "მზი­უ­რე­ლე­ბი" ქა­თი­ნა­უ­რებს ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ - სულ გვე­ფე­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მახ­სოვს, მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, როცა ერთხელ უფ­რო­სი ასა­კის კაცი მო­მი­ახ­ლოვ­და და მკი­თხა: არ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი გაქ­ვსო? ვუ­პა­სუ­ხე: არა-მეთ­ქი. - ძა­ლი­ან ცუ­დიო, - მი­თხრა, - მე მინ­და, ეს იცო­დეო. არა­და, ბავ­შვო­ბა­ში ცო­ტა­თი უფრო "გა­მირ­ბო­და" თვა­ლი და სულ ამის პრობ­ლე­მა მქონ­და. მერე თვა­ლის ერთ-ერ­თმა სპე­ცი­ა­ლის­ტმა და­მამ­შვი­და: - დიდი გოგო რომ გა­იზ­რდე­ბი და ტოლსტო­ის ნა­წარ­მო­ებს წა­ი­კი­თხავ, ნა­ხავ, რომ იქ ავ­ტორს უწე­რია - ყვე­ლა ლა­მა­ზი თვა­ლი ცო­ტა­თი სი­ელ­მის­კენ "მი­დი­სო". ჩემ­თვის ეს და­მამ­შვი­დე­ბე­ლი იყო (იღი­მის).

- თქვენ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ჭორი რა გა­გი­გო­ნი­ათ?

- ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ტა­ლა­ხი ვერ მომ­ცხეს, ეს ჩემი ყო­ფაქ­ცე­ვაა. რო­გორც ჩანს, ვერ გა­ბე­დეს და რა­ღაც­ნა­ი­რად, ბინ­ძურ ჭო­რებს ავ­ცდი. სა­ერ­თოდ, როცა ასე­თი ჭო­რის სა­ბურ­ველ­ში ქალს გახ­ვე­ვენ, სხვის ნაც­ვლა­დაც გან­ვიც­დი. ამის ატა­ნა რთუ­ლია. ქა­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ის მშურს, რო­მელ­საც ამ ყვე­ლაფ­რის იო­ლად "გა­ტა­რე­ბა" შე­უძ­ლია...

ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ ჭორს რაც შე­ე­ხე­ბა, ბავ­შვო­ბა­ში, რო­დე­საც დე­და­ჩემს კონ­ცერ­ტზე ვყავ­დი წაყ­ვა­ნი­ლი, რა­ი­ო­ნი­დან ჩემს ოჯახ­თან მი­სა­სამ­ძიმ­რებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ - თურ­მე, "წუ­თი­სო­ფელს გა­მო­ვე­სალ­მე". შემ­დეგ, მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ტი­როდ­ნენ, რად­გან გა­ირ­კვა, რომ ჭორი იყო. მერე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, დიდ­ხანს იცო­ცხლებ, რად­გან ასე­თი ჭორი გავ­რცელ­დაო (იცი­ნის). ჩემ შე­სა­ხებ რაც უნდა მო­ი­გო­ნონ, ჭორი ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებს, რად­გან ხალ­ხი მიც­ნობს.

- თქვენც და თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ. თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა დის­კომ­ფორ­ტს ხომ არ გიქ­მნით?

- ალ­ბათ, მეც და გიაც ხალ­ხს ძა­ლი­ან ვყვა­რე­ბი­ვართ, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლი­წა­დია, მათი ინ­ტე­რე­სის არე­ა­ლი­დან არ გა­მოვ­სულ­ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რს კე­თი­ლი გან­ზრახ­ვა აქვს, რაც მსი­ა­მოვ­ნებს და დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ. უბ­რა­ლოდ, უკვე ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძნე­ლი იყო.

ჩემ­თვის ოჯა­ხი დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია. სხვი­სი ოჯა­ხის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გებ­დი ხოლ­მე, ამა­საც გან­ვიც­დი­დი. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცე­ბი გა­ღი­ზი­ან­დნენ, რად­გან მომ­ხდა­რის გამო, რამ­დენ­ჯერ­მე გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მოვ­თქვი. ერ­თმა სრუ­ლი­ად უგუ­ნურ­მა ადა­მი­ან­მა გულ­სატ­კე­ნი კი არა, გუ­ლის გა­სა­ხეთ­ქი ფრა­ზა და­წე­რა ინ­ტერ­ნეტ­ში, რო­დე­საც მაია ასა­თი­ა­ნის თავს დამ­ტყდა­რი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­წყო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის დიდი ტალ­ღა წა­მო­ვი­და: შენს თავს მი­ხე­დე, არ შეგ­ვჭა­მე შენი ოჯა­ხის დან­გრე­ვი­თო? ეს რომ ქალს და­ე­წე­რა, რე­აქ­ცია არ მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამას კაცი აკე­თებს (აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უწე­რია), რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ, ყვე­ლაფ­რის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. არც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დე­დის გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. არა­და, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თი ვა­ნუ­გე­შოთ?

დიახ, ინ­ტერ­ვი­უს იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ ხალ­ხის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბას ვერ შე­ე­გუ­ონ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი უნდა სძულ­დეთ. გიას მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­სო­დეს მქო­ნია, რად­გან პირ­ველ რიგ­ში, ის ჩემი შვი­ლე­ბის მამა გახ­ლავთ, მე­ო­რეც - თა­ვის დრო­ზე მას­თან ოჯა­ხი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ქმე­ნი. წარ­სულს არა­ფე­რი შეც­ვლის. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ადა­მი­ა­ნი წარ­სულს სცემ პა­ტივს და სწო­რედ ეს არის, რომ ბო­ლოს არ გან­გრევს.

უბ­რა­ლოდ, მე და გია დღეს ერთ ჭერ­ქვეშ არ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მით უმე­ტეს, რაც დრო გა­ვი­და, კი­დევ უკეთ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რაც გან­გე­ბამ გვარ­გუ­ნა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, "და­შო­რე­ბა" რას ნიშ­ნავს, რად­გან მე და გია ერ­თად ხში­რად ვართ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ერ­თად გა­მოვ­ჩნდით. ჩვენ შე­სა­ხებ ხმე­ბიც ამი­ტომ გავ­რცელ­და...

- დიახ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღე­საც ვკი­თხუ­ლობთ მი­ლოც­ვებს თქვენს შე­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- მეც ვკი­თხუ­ლობ და მო­ლოც­ვე­ბის ავ­ტო­რებს ქედს ვუხ­რი, რომ ასე­თი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან - უხა­რი­ათ, რომ და­შო­რე­ბის შემ­დეგ, მათ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი... ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

"თავის დროზე გიასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი... ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს" - თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

ქალურ თემებზე სასაუბროდ ამჯერად, თამრიკო ჭოხონელიძეს ვესტუმრეთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ქალბატონი თამრიკო გულახდილად გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესოა...

- გახსოვთ პირველი ქათინაური, რომელმაც საკუთარი მომხიბვლელობა გაგაცნობიერებინათ?

- "მზიურელები" ქათინაურებს ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ - სულ გვეფერებოდნენ, მაგრამ მახსოვს, მე-9 კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ერთხელ უფროსი ასაკის კაცი მომიახლოვდა და მკითხა: არ გეუბნებიან, რომ ლამაზი თვალები გაქვსო? ვუპასუხე: არა-მეთქი. - ძალიან ცუდიო, - მითხრა, - მე მინდა, ეს იცოდეო. არადა, ბავშვობაში ცოტათი უფრო "გამირბოდა" თვალი და სულ ამის პრობლემა მქონდა. მერე თვალის ერთ-ერთმა სპეციალისტმა დამამშვიდა: - დიდი გოგო რომ გაიზრდები და ტოლსტოის ნაწარმოებს წაიკითხავ, ნახავ, რომ იქ ავტორს უწერია - ყველა ლამაზი თვალი ცოტათი სიელმისკენ "მიდისო". ჩემთვის ეს დამამშვიდებელი იყო (იღიმის).

- თქვენ შესახებ ყველაზე უცნაური ჭორი რა გაგიგონიათ?

- ერთადერთი, რაზეც ტალახი ვერ მომცხეს, ეს ჩემი ყოფაქცევაა. როგორც ჩანს, ვერ გაბედეს და რაღაცნაირად, ბინძურ ჭორებს ავცდი. საერთოდ, როცა ასეთი ჭორის საბურველში ქალს გახვევენ, სხვის ნაცვლადაც განვიცდი. ამის ატანა რთულია. ქალების იმ კატეგორიის მშურს, რომელსაც ამ ყველაფრის იოლად "გატარება" შეუძლია...

ყველაზე უცნაურ ჭორს რაც შეეხება, ბავშვობაში, როდესაც დედაჩემს კონცერტზე ვყავდი წაყვანილი, რაიონიდან ჩემს ოჯახთან მისასამძიმრებლად ჩამოვიდნენ - თურმე, "წუთისოფელს გამოვესალმე". შემდეგ, მეზობლებთან ერთად ბედნიერებისგან ტიროდნენ, რადგან გაირკვა, რომ ჭორი იყო. მერე მეუბნებოდნენ, დიდხანს იცოცხლებ, რადგან ასეთი ჭორი გავრცელდაო (იცინის). ჩემ შესახებ რაც უნდა მოიგონონ, ჭორი ვერაფერს დამაკლებს, რადგან ხალხი მიცნობს.

- თქვენც და თქვენი ყოფილი მეუღლეც ცნობილი ადამიანები ხართ. თქვენი პირადი ცხოვრების მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?

- ალბათ, მეც და გიაც ხალხს ძალიან ვყვარებივართ, რადგან დაახლოებით 20 წელიწადია, მათი ინტერესის არეალიდან არ გამოვსულვართ. ძალიან ბევრს კეთილი განზრახვა აქვს, რაც მსიამოვნებს და დიდ მადლობას ვუხდი მათ. უბრალოდ, უკვე ბევრი რამ გადავიტანე. ეს ყველაფერი ძნელი იყო.

ჩემთვის ოჯახი დღემდე განსაკუთრებული ფენომენია. სხვისი ოჯახის დანგრევის შესახებ რომ გავიგებდი ხოლმე, ამასაც განვიცდიდი. შეიძლება, ვიღაცები გაღიზიანდნენ, რადგან მომხდარის გამო, რამდენჯერმე გულისტკივილი გამოვთქვი. ერთმა სრულიად უგუნურმა ადამიანმა გულსატკენი კი არა, გულის გასახეთქი ფრაზა დაწერა ინტერნეტში, როდესაც მაია ასათიანის თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ, მის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების ნაწილის დიდი ტალღა წამოვიდა: შენს თავს მიხედე, არ შეგვჭამე შენი ოჯახის დანგრევითო? ეს რომ ქალს დაეწერა, რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამას კაცი აკეთებს (აგრარულ უნივერსიტეტში მუშაობს, როგორც სოციალურ ქსელში უწერია), რომელსაც უბრალოდ, ყველაფრის მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება აქვს. არც გაუბედურებული დედის გულშემატკივარია. არადა, ხომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთი ვანუგეშოთ?

დიახ, ინტერვიუს იმიტომ დავთანხმდი, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა - მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შეიძლება, ადამიანები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ შეეგუონ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი უნდა სძულდეთ. გიას მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მქონია, რადგან პირველ რიგში, ის ჩემი შვილების მამა გახლავთ, მეორეც - თავის დროზე მასთან ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი. წარსულს არაფერი შეცვლის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი წარსულს სცემ პატივს და სწორედ ეს არის, რომ ბოლოს არ განგრევს.

უბრალოდ, მე და გია დღეს ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მით უმეტეს, რაც დრო გავიდა, კიდევ უკეთ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, რაც განგებამ გვარგუნა, ჩვენი შვილები და მათი შთამომავლები არიან. ჩვენი შვილები ვერ ხვდებიან, "დაშორება" რას ნიშნავს, რადგან მე და გია ერთად ხშირად ვართ. საზოგადოებაშიც ერთად გამოვჩნდით. ჩვენ შესახებ ხმებიც ამიტომ გავრცელდა...

- დიახ, სოციალურ ქსელში დღესაც ვკითხულობთ მილოცვებს თქვენს შერიგებასთან დაკავშირებით...

- მეც ვკითხულობ და მოლოცვების ავტორებს ქედს ვუხრი, რომ ასეთი კეთილგანწყობილები არიან - უხარიათ, რომ დაშორების შემდეგ, მათთვის უცხო ადამიანებს ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ. წაიკითხეთ სრულად

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?

ფოტოები საცურაო კოსტიუმში და განტვირთვა "იდუმალ მამაკაცთან" ერთად - როგორ აღნიშნა მაია ასათიანმა დაბადების დღე

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია