ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი 2019 წლის თებერვალში მარიამ ქვრიშვილმა დაიკავა.
29 წლის ქვრივიშვილი იქამდე კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. მასვე წინა მთავრობის პერიოდში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს და როგორია მარიამ ქვრივიშვილის ფინანსური მდგომარეობა.
2019 წლის 4 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქვრივიშვილი ფლობს 147 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში.
მასვე ეკუთვნის, ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი. ამასთან, ქვრივიშვილის საკუთრებაშია ძვირადღირებული საათები და სამკაულები, რომლებიც ასევე აქვს შეტანილი დეკლარაციაში.
მათ შორის, Rolex-ის ორი საათი, რომელიც 2016 და 2017 წელს, 10 000 და 12 000 დოლარად აქვს შეძენილი, ასევე - Cartier-ის სამაჯური და ბეჭედი, რომლებიც 2017 წელს ჯამში, 10 500 დოლარად აქვს ნაყიდი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 60,090.68 ლარი; 1 974.01 დოლარი და 3 914,29 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა წაიკითხეთ ვრცლად