სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით ბაგრატიონმა ავიაბილეთი დედის ავადმყოფობის გაგებამდე აიღო - ესპანეთში წასვლამდე ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ვეღარ ნახავდა"
"დავით ბაგრატიონმა ავიაბილეთი დედის ავადმყოფობის გაგებამდე აიღო - ესპანეთში წასვლამდე ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ვეღარ ნახავდა"

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის დედა ხში­რად ავად­მყო­ფობ­და, და­ვით­მა კი მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ გა­და­წყვი­ტა მზრუნ­ვე­ლი შვი­ლის იმი­ჯი მო­ერ­გო, როცა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, - ამის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ში და მე­დი­ას ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა.

"მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის მხრი­დან ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი, ჭო­რა­ო­ბა და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ის­მის, ამი­ტომ ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, მათ ვუ­პა­სუ­ხოთ. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი გა­იქ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­დან, ამ ფორ­მით ის გა­ექ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვი­ნა­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ზღვა­რი ვერ გა­და­ეკ­ვე­თა, ახლა კი მან გა­მო­ძი­ე­ბას გა­ას­წრო. მარ­თლე­ბი არ­სად გარ­ბი­ან, ისი­ნი რჩე­ბი­ან და თა­ვი­ანთ სი­მარ­თლეს ამ­ტკი­ცე­ბენ. ამან კი­დევ ერთხელ დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზით წას­ვლა გა­მო­გო­ნი­ლი სა­ბა­ბია. ეს ქალ­ბა­ტო­ნი 77 წლი­საა და მარ­თლაც, არაა გა­მორ­ცი­ხუ­ლი, ცუ­დად იყოს. ის და­ვი­თის და ანას თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად ავად­მყო­ფობ­და და ბოლო ზამ­თარ­ში, ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში მარ­თლა ცუ­დად იყო. და­ვით­მა ანას უთხრა, რომ დე­და­მი­სი აპა­რატ­ზე იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი - შე­საძ­ლოა, ვერც გა­და­ი­ტა­ნოს ავად­მყო­ფო­ბაო. მაგ­რამ მას რა­ტომ­ღაც მა­შინ დე­და­მის­თან ჩას­ვლის სურ­ვი­ლი არ გას­ჩე­ნია, მა­ინ­ცდა­მა­ინც გა­მო­ძი­ე­ბა რომ და­ი­წყო, მა­შინ გა­და­წყვი­ტა, მზრუნ­ვე­ლი შვი­ლის იმი­ჯი მო­ერ­გო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­გორც და­ვი­თის ად­ვო­კა­ტის, ლე­ვან ჩხე­ი­ძის­გან გახ­და ცნო­ბი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი შუ­ა­ღა­მეს გახ­და ცუ­დად და და­ვი­თიც შუ­ა­ღა­მეს­ვე გაფ­რინ­და. მაგ­რამ შუ­ა­ღა­მემ­დე საკ­მა­ოდ ადრე, შუ­ა­დღეს და­ვი­თი ანას და­უ­კავ­შირ­და, რისი შემ­სწრეც პი­რა­დად ვი­ყა­ვი. ზარი უც­ნა­უ­რი იყო, რად­გან ისი­ნი ზა­რე­ბით არ კონ­ტაქ­ტო­ბენ. სა­უ­ბა­რი პი­რა­დად მო­ვის­მი­ნე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იყო. და­ვი­თი ცრემ­ლე­ბამ­დე აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და მო­ი­თხოვ­და, ანას კარ­გად ეპატ­რო­ნა მათი შვი­ლის­თვის. იგი არ პა­სუ­ხობ­და ანას კი­თხვებს, დე­დის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უხ­სე­ნე­ბია და ანას სა­უბ­რის ბო­ლოს ისე გა­მო­ემ­შვი­დო­ბა, თით­ქოს მე­ო­რედ ამ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში ვე­ღარ ნა­ხავ­და. ამან გვა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ მას ჯერ კი­დევ შუ­ა­დღით ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა. ამას გარ­და, და­ვი­თის მიერ ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უს­წრებს მისი დე­დის ცუ­დად გახ­დო­მის პე­რი­ოდს, რაც კი­დევ ერთხელ გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ დე­დის ცუ­დად გახ­დო­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის სა­ბა­ბია",- გა­ნა­ცხა­და გო­რე­ლაშ­ვილ­მა.

ის შე­ე­ხო ძა­ლა­დო­ბის სა­კი­თხსაც და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს და­ვით­სა და ანას ერთ ჭერ­ქვეშ არ უცხოვ­რი­ათ, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ამის კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს.

"ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ამ­ბობ­და, რომ ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დგომ ცოლ-ქმარს ერთი ღა­მეც არ ჰქონ­დათ ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­გუ­რა­მო­ში არას­დროს დარ­ჩე­ნი­ლან ერ­თად. ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლია ახა­ლი მტკი­ცე­ბი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც ვერ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ, რად­გან დღეს­ვე გა­იგ­ზავ­ნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში. ეს არის ანას ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რი ამო­ნა­წე­რი. ანას ნო­მერ­ზე 2013 წლის შემ­დგომ ზარი სა­გუ­რა­მოს ზო­ნა­ში 700-ზე მეტ­ჯერ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ძა­ლა­დო­ბის დღეს, კერ­ძოდ, 2014 წლის 9 მა­ისს, 21:35 სა­ათ­ზე მის ტე­ლე­ფონ­ზე ზარი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია სა­გუ­რა­მოს ან­ძის მიერ, რაც ადას­ტუ­რებს, რომ იგი ძა­ლა­დო­ბის დროს სა­გუ­რა­მო­ში იყო. მო­ვა­ხერ­ხეთ და მო­ვი­პო­ვეთ - მხო­ლოდ და მხო­ლოდ კა­ნო­ნი­ე­რი გზით, - იგი­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და­ვი­თის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზეც, რო­მელ­ზეც ასე­ვე ფიქ­სირ­დე­ბა ზარი ძა­ლა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ძა­ლა­დო­ბის დროს ანაც და და­ვი­თიც სა­გუ­რა­მო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ერთ სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვა­ზე, სა­ო­ჯა­ხო და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით 3 მოწ­მე იყო გა­მო­კი­თხუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის მიერ. მათ სა­სა­მარ­თლოს ორ­კესტრი­რე­ბი­ლად მის­ცეს ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი და თქვეს, რომ ანას სა­გუ­რა­მო­ში არას­დროს უცხოვ­რია, თვა­ლით არ უნა­ხავთ და ა.შ. ეს ზუს­ტად სა­პი­რის­პი­როა იმი­სა, რაც ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით დგინ­დე­ბა. ორი­ვე ერ­თად - ამო­ნა­წე­რი და მათი ჩვე­ნე­ბა სი­მარ­თლე ვერ იქ­ნე­ბა, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ხოლო თუ ფი­ცის ქვეშ ცრუ ჩვე­ნე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. მოწ­მე­ებს მო­ვუ­წო­დებ, მი­ვიდ­ნენ სა­სა­მარ­თლო­ში და გა­მოკ­ვე­თონ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც და­ა­ვა­ლა, ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი მი­ე­ცათ და თუ ეს ლევნ ჩხე­ი­ძე აღ­მოჩ­ნდა, მე მგო­ნი, ის დროა, ისიც ჯავ­შნი­დეს 1-2 ბი­ლეთს ეს­პა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გო­რე­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კატ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და აღ­ნიშ­ნა, რომ მას მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს და არ იცის, აპი­რებს თუ არა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ბე­გაშ­ვი­ლის და­კი­თხვას, თუმ­ცა ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"დავით ბაგრატიონმა ავიაბილეთი დედის ავადმყოფობის გაგებამდე აიღო - ესპანეთში წასვლამდე ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ვეღარ ნახავდა"

"დავით ბაგრატიონმა ავიაბილეთი დედის ავადმყოფობის გაგებამდე აიღო - ესპანეთში წასვლამდე ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ვეღარ ნახავდა"

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ხშირად ავადმყოფობდა, დავითმა კი მაინცდამაინც მაშინ გადაწყვიტა მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო, როცა გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ახალი დეტალების შესახებ ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეში და მედიას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.

"მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ცრუ ბრალდებები, ჭორაობა და არასწორი ინფორმაციები ისმის, ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ, მათ ვუპასუხოთ. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გაიქცა საქართველოდან, ამ ფორმით ის გაექცა პასუხისმგებლობას, ვინაიდან რამდენიმე დღეში შეიძლებოდა, საზღვარი ვერ გადაეკვეთა, ახლა კი მან გამოძიებას გაასწრო. მართლები არსად გარბიან, ისინი რჩებიან და თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით წასვლა გამოგონილი საბაბია. ეს ქალბატონი 77 წლისაა და მართლაც, არაა გამორციხული, ცუდად იყოს. ის დავითის და ანას თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა და ბოლო ზამთარში, ახალი წლის პერიოდში მართლა ცუდად იყო. დავითმა ანას უთხრა, რომ დედამისი აპარატზე იყო მიერთებული - შესაძლოა, ვერც გადაიტანოს ავადმყოფობაო. მაგრამ მას რატომღაც მაშინ დედამისთან ჩასვლის სურვილი არ გასჩენია, მაინცდამაინც გამოძიება რომ დაიწყო, მაშინ გადაწყვიტა, მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო. საინტერესოა, რომ როგორც დავითის ადვოკატის, ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, ქალბატონი შუაღამეს გახდა ცუდად და დავითიც შუაღამესვე გაფრინდა. მაგრამ შუაღამემდე საკმაოდ ადრე, შუადღეს დავითი ანას დაუკავშირდა, რისი შემსწრეც პირადად ვიყავი. ზარი უცნაური იყო, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ. საუბარი პირადად მოვისმინე, რომელიც ძალიან უცნაური იყო. დავითი ცრემლებამდე აღელვებული იყო და მოითხოვდა, ანას კარგად ეპატრონა მათი შვილისთვის. იგი არ პასუხობდა ანას კითხვებს, დედის შესახებ არაფერი უხსენებია და ანას საუბრის ბოლოს ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან გვაფიქრებინა, რომ მას ჯერ კიდევ შუადღით ჰქონდა განზრახული საქართველოს დატოვება. ამას გარდა, დავითის მიერ ავიაბილეთების შეძენა მნიშვნელოვნად უსწრებს მისი დედის ცუდად გახდომის პერიოდს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დედის ცუდად გახდომა საქართველოს დატოვების საბაბია",- განაცხადა გორელაშვილმა.

ის შეეხო ძალადობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები, თითქოს დავითსა და ანას ერთ ჭერქვეშ არ უცხოვრიათ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კონკრეტული მტკიცებულება არსებობს.

"ბატონი ლევანი ამბობდა, რომ ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდგომ ცოლ-ქმარს ერთი ღამეც არ ჰქონდათ ერთად გატარებული, საგურამოში არასდროს დარჩენილან ერთად. ჩვენ მიერ მოპოვებულია ახალი მტკიცებილებები, რომელთაც ვერ გავასაჯაროებ, რადგან დღესვე გაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში. ეს არის ანას ტელეფონის ნომრის ტელეკომპანიიდან მიღებული დეტალური ამონაწერი. ანას ნომერზე 2013 წლის შემდგომ ზარი საგურამოს ზონაში 700-ზე მეტჯერ არის დაფიქსირებული. ძალადობის დღეს, კერძოდ, 2014 წლის 9 მაისს, 21:35 საათზე მის ტელეფონზე ზარი დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ, რაც ადასტურებს, რომ იგი ძალადობის დროს საგურამოში იყო. მოვახერხეთ და მოვიპოვეთ - მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით, - იგივე მტკიცებულება არსებობს დავითის ტელეფონის ნომერზეც, რომელზეც ასევე ფიქსირდება ზარი ძალადობის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ძალადობის დროს ანაც და დავითიც საგურამოში იმყოფებოდნენ. ერთ სამოქალაქო დავაზე, საოჯახო დავასთან დაკავშირებით 3 მოწმე იყო გამოკითხული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. მათ სასამართლოს ორკესტრირებილად მისცეს ცრუ ჩვენებები და თქვეს, რომ ანას საგურამოში არასდროს უცხოვრია, თვალით არ უნახავთ და ა.შ. ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, რაც ჩვენი მტკიცებულებით დგინდება. ორივე ერთად - ამონაწერი და მათი ჩვენება სიმართლე ვერ იქნება, ეს გამორიცხულია. ხოლო თუ ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენებას ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის დანაშაულია. მოწმეებს მოვუწოდებ, მივიდნენ სასამართლოში და გამოკვეთონ ადამიანები, ვინც დაავალა, ცრუ ჩვენებები მიეცათ და თუ ეს ლევნ ჩხეიძე აღმოჩნდა, მე მგონი, ის დროა, ისიც ჯავშნიდეს 1-2 ბილეთს ესპანეთის მიმართულებით", - განაცხადა გორელაშვილმა.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა შორენა ბეგაშვილის შესაძლო გამოკითხვასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია აქვს და არ იცის, აპირებს თუ არა საგამოძიებო ორგანო ბეგაშვილის დაკითხვას, თუმცა ეს გამორიცხული არ არის.

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

მკვლელობა ასპინძაში - ფერმაში მწყემსი მოკლეს: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თელავში დაკარგული ნიკოლოზ რაზიკაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს