პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს... საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც" - ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
"თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს... საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც" - ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა

თბი­ლის­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი 20 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს.

  • რო­გორც გა­ირ­კვა, იმ დროს როცა ოჯა­ხი ბიჭს ეძებ­და, ის უკვე მოკ­ლუ­ლი ჰყავ­დათ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის სახ­ლში მოხ­და, რის შემ­დეგ ცხე­და­რი ბი­ნა­ში ჩა­კე­ტეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. ეს ფაქ­ტი მას შემ­დეგ გახ­მა­ურ­და, როცა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა სახ­ლში დაბ­რუნ­და და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდა. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი ბი­ნა­ში, შვი­ლი კი სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი იყო.

მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ი­წყეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დიდ­ხანს მი­დი­ო­და, ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლოვ­ნებს უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ებს ამ დრომ­დე ეძებს. და­კა­ვე­ბულ სამ პირს კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. რო­გორც ჩანს, მათ უკვე მის­ცეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩვე­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თვის უც­ნო­ბია რა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ისი­ნი, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად რას ასა­ხე­ლე­ბენ და ამ­ხე­ლენ თუ არა უშუ­ა­ლოდ მკვლელს.

და­კა­ვე­ბულ სამ პირს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალს მალე წა­რუდ­გე­ნენ და მათი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მალე ჩა­ტარ­დე­ბა.

შო­კის­მომ­გვრე­ლია ის დე­ტა­ლე­ბი, რაც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი.

რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი თაზო მთივ­ლიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. თაზო თურ­მე სა­შა­ურ­მე­ში მუ­შა­ობ­და და ამ სა­შა­ურ­მე­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბი ახლა სა­კან­ში არი­ან გა­მო­კე­ტი­ლე­ბი.

ნინო, თა­ზოს მე­გო­ბა­რი, თა­ნამ­შრო­მე­ლი:

- სას­წა­უ­ლი, მარ­თლა სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო თაზო, რამ­დენ­ჯე­რაც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ღა­ცა­ზე ცუდ რა­მეს ვწერ­დი, სულ იმას მპა­სუ­ხობ­და, არა­ვის­მა ცუდ­მა ქცე­ვამ არ გა­გა­ბო­რო­ტო­სო. 23 წლის იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რი. ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დით ხოლ­მე "მე­სი­ჯო­ბა­ში", იმ­დენ რა­მეს მიყ­ვე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ რამე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მა­გა­ზე არას­დროს არა­ფე­რი უხ­სე­ნე­ბია. ნე­ტავ რამე ეთ­ქვა, დღეს ალ­ბათ ისევ გვერ­დით მე­ყო­ლე­ბო­და. გაც­ნო­ბის დღი­დან ისე დავ­მე­გობ­რდით, უკ­ვირ­და ხალ­ხს, ასე მალე რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­თო. იმ­დე­ნი სა­ერ­თო გვქონ­და, ხომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რა იცი, იქ­ნებ რამე და­ა­შა­ვაო, ამა­ზე ადა­მი­ა­ნი ვერ იტყვის მა­გას. არას­დროს არა­ფერს აშა­ვებ­და, ისე­თი იყო. ეს შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ვერ ვი­ჯე­რებ­დი, იმ­დე­ნად უწყი­ნა­რი ადა­მი­ა­ნი იყო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს... საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც" - ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა

"თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს... საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც" - ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა

თბილისში სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. თაზოს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, მოგვიანებით კი ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყვეს.

  • როგორც გაირკვა, იმ დროს როცა ოჯახი ბიჭს ეძებდა, ის უკვე მოკლული ჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ერთ-ერთი დამნაშავის სახლში მოხდა, რის შემდეგ ცხედარი ბინაში ჩაკეტეს და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, როცა მკვლელობაში ბრალდებულის დედა სახლში დაბრუნდა და უმძიმესი სურათი დახვდა. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ბინაში, შვილი კი სახლიდან გაქცეული იყო.

მკვლელობის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დიდხანს მიდიოდა, ახალგაზრდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენი ინფორმაციით, ძალოვნებს უშუალოდ მკვლელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს. დაკავებულ სამ პირს კი სამართალდამცავები დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. როგორც ჩანს, მათ უკვე მისცეს სამართალდამცავებს ჩვენება, მაგრამ ჩვენთვის უცნობია რა დეტალებზე საუბრობენ ისინი, მკვლელობის მოტივად რას ასახელებენ და ამხელენ თუ არა უშუალოდ მკვლელს.

დაკავებულ სამ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალს მალე წარუდგენენ და მათი სასამართლო პროცესი მალე ჩატარდება.

შოკისმომგვრელია ის დეტალები, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი.

როგორც წყარო გვიყვება, დანაშაულში მონაწილე პირები თაზო მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. თაზო თურმე საშაურმეში მუშაობდა და ამ საშაურმეში მომუშავე პირები ახლა საკანში არიან გამოკეტილები.

ნინო, თაზოს მეგობარი, თანამშრომელი:

- სასწაული, მართლა სასწაული ადამიანი იყო თაზო, რამდენჯერაც გაბრაზებული ვიღაცაზე ცუდ რამეს ვწერდი, სულ იმას მპასუხობდა, არავისმა ცუდმა ქცევამ არ გაგაბოროტოსო. 23 წლის იყო, მაგრამ ძალიან ბავშვური. ღამეებს ვათენებდით ხოლმე "მესიჯობაში", იმდენ რამეს მიყვებოდა. სამწუხაროდ, არასოდეს უთქვამს, რომ რამე პრობლემები ჰქონდა. მაგაზე არასდროს არაფერი უხსენებია. ნეტავ რამე ეთქვა, დღეს ალბათ ისევ გვერდით მეყოლებოდა. გაცნობის დღიდან ისე დავმეგობრდით, უკვირდა ხალხს, ასე მალე როგორ მოახერხეთო. იმდენი საერთო გვქონდა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, რა იცი, იქნებ რამე დააშავაო, ამაზე ადამიანი ვერ იტყვის მაგას. არასდროს არაფერს აშავებდა, ისეთი იყო. ეს შოკისმომგვრელი ამბავი რომ გავიგე, ვერ ვიჯერებდი, იმდენად უწყინარი ადამიანი იყო...წაიკითხეთ სრულად