პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების მტკიცებით, მომაკვდავი ადამიანის ტვინის პირველმა ჩანაწერმა ცხადყო, თუ რა ხდება სიკვდილამდე
მეცნიერების მტკიცებით, მომაკვდავი ადამიანის ტვინის პირველმა ჩანაწერმა ცხადყო, თუ რა ხდება სიკვდილამდე

ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა ადა­მი­ან­სა და ცხო­ვე­ლებ­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ გაზ­რდი­ლი ტვი­ნის აქ­ტი­ვო­ბა აჩ­ვე­ნა, რა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე და სიკ­ვდი­ლის დროს ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა.

ტვი­ნის EEG სკა­ნი­რე­ბით ტვი­ნის რხე­ვი­თი ტალ­ღე­ბის ნი­მუ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ალ­ფას, ბე­ტა­სა და თე­ტას აქ­ტი­ვო­ბა მცირ­დე­ბა, ხოლო გა­მას აქ­ტი­ვო­ბა იზ­რდე­ბა. და თუ მეც­ნი­ე­რებს და­ვუ­ჯე­რებთ, ეს სწო­რედ მა­შინ ხდე­ბა, როცა ტვი­ნი მო­გო­ნე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბას იწყებს.

ამ აღ­მო­ჩე­ნამ­დე 13 ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რის­გან შემ­დგა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დი, რო­მელ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლიც რაულ ვი­სენ­ტე იყო, შემ­თხვე­ვით მი­ვი­და. მეც­ნი­ე­რე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად პა­ცი­ენ­ტში კრუნ­ჩხვე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად და შემ­დგომ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­ფი­ის (EEG) სკა­ნი­რე­ბას ატა­რებ­დნენ. თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა და ამის მი­უ­ხე­და­ვად, EEG მუ­შა­ო­ბას 30 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რძე­ლებ­და.

  • „გუ­ლის მუ­შა­ო­ბის შე­წყვე­ტამ­დე და შემ­დე­გაც, ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ცვლი­ლე­ბე­ბი ნერ­ვუ­ლი რხე­ვე­ბის სპე­ცი­ფი­კურ ზოლ­ში, ეგ­რეთ წო­დე­ბულ გამა რხე­ვებ­ში, მაგ­რამ ასე­ვე სხვებ­ში, რო­გო­რი­ცაა დელ­ტა, თეტა, ალფა და ბეტა რხე­ვე­ბი“, - თქვა დოქ­ტორ­მა ზე­მარ­მა გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტვი­ნის რხე­ვე­ბი, ანუ ტვი­ნის ტალ­ღე­ბი, არის ელექტრუ­ლი იმ­პულ­სე­ბის გან­მე­ო­რე­ბა­დი ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ გვხვდე­ბა ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში. სხვა­დას­ხვა ტი­პის ტალ­ღა ასა­ხავს ტვი­ნის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას და ცნო­ბი­ე­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას: გამა ტალ­ღე­ბი ჩარ­თუ­ლია მა­ღალ შე­მეც­ნე­ბით ფუნ­ქცი­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა მეხ­სი­ე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა.

მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ტვი­ნი შე­იძ­ლე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რად იყოს დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი, რათა მარ­თოს "სიკ­ვდილ­ში გა­დას­ვლა", პო­ტენ­ცი­უ­რად მო­ა­წყოს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სე­რია.

მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ ზო­გი­ერ­თი უაღ­რე­სად ემო­ცი­უ­რი მო­გო­ნე­ბა ინა­ხე­ბა ამიგ­და­ლა­ში - თა­ვის ტვი­ნის ამ რე­გი­ო­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბამ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში გა­მოც­დი­ლე­ბის დროს შე­საძ­ლოა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ეს ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მეცნიერების მტკიცებით, მომაკვდავი ადამიანის ტვინის პირველმა ჩანაწერმა ცხადყო, თუ რა ხდება სიკვდილამდე

მეცნიერების მტკიცებით, მომაკვდავი ადამიანის ტვინის პირველმა ჩანაწერმა ცხადყო, თუ რა ხდება სიკვდილამდე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ადამიანსა და ცხოველებში გულის გაჩერების შემდეგ გაზრდილი ტვინის აქტივობა აჩვენა, რამაც დაადასტურა, რომ სიკვდილამდე და სიკვდილის დროს ადამიანის ტვინში საკმაოდ აქტიური პროცესები ვითარდება.

ტვინის EEG სკანირებით ტვინის რხევითი ტალღების ნიმუში დააფიქსირეს, რომლის მიხედვითაც ალფას, ბეტასა და თეტას აქტივობა მცირდება, ხოლო გამას აქტივობა იზრდება. და თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ეს სწორედ მაშინ ხდება, როცა ტვინი მოგონებების გახსენებას იწყებს.

ამ აღმოჩენამდე 13 ნეირომეცნიერისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი, რომელთა ხელმძღვანელიც რაულ ვისენტე იყო, შემთხვევით მივიდა. მეცნიერები თავდაპირველად პაციენტში კრუნჩხვების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და შემდგომში სამკურნალოდ ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) სკანირებას ატარებდნენ. თუმცა პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა და ამის მიუხედავად, EEG მუშაობას 30 წამის განმავლობაში აგრძელებდა.

  • „გულის მუშაობის შეწყვეტამდე და შემდეგაც, ჩვენ დავინახეთ ცვლილებები ნერვული რხევების სპეციფიკურ ზოლში, ეგრეთ წოდებულ გამა რხევებში, მაგრამ ასევე სხვებში, როგორიცაა დელტა, თეტა, ალფა და ბეტა რხევები“, - თქვა დოქტორმა ზემარმა განცხადებაში.

ტვინის რხევები, ანუ ტვინის ტალღები, არის ელექტრული იმპულსების განმეორებადი ნიმუშები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ცოცხალ ადამიანის ტვინში. სხვადასხვა ტიპის ტალღა ასახავს ტვინის სხვადასხვა ფუნქციას და ცნობიერების მდგომარეობას: გამა ტალღები ჩართულია მაღალ შემეცნებით ფუნქციებში, როგორიცაა მეხსიერების მოძიება.

მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ ტვინი შეიძლება ბიოლოგიურად იყოს დაპროგრამებული, რათა მართოს "სიკვდილში გადასვლა", პოტენციურად მოაწყოს ფიზიოლოგიური და ნევროლოგიური მოვლენების სერია.

მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთი უაღრესად ემოციური მოგონება ინახება ამიგდალაში - თავის ტვინის ამ რეგიონის გააქტიურებამ სიცოცხლისთვის საშიში გამოცდილების დროს შესაძლოა გაათავისუფლოს ეს ნათელი მოგონებები.

წყარო