საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაზარალებულს მიუსამძიმრა და თქვა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის - იაგო ნებიერიძის ადვოკატი
დაზარალებულს მიუსამძიმრა და თქვა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის - იაგო ნებიერიძის ადვოკატი

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მინ­და დამ­ნა­შა­ვე გა­მარ­თლდეს. მინ­და, გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო ობი­ექ­ტუ­რი იყოს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვე­ლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ პა­პოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას და ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლას გეგ­მავს.

ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს საქ­მე­ში ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გარ­და, სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს.

„პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის, მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე ამ­ყა­რე­ბენ ბრალს. გა­სულ სხდო­მა­ზე და­კი­თხულ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის თა­ნამ­შრომ­ლებს ისე­თი ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცი­ათ, რაც მას აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ­და. ვწუხ­ვარ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ვუ­თა­ნაგ­რძნობ ოჯახ­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჯერ ისე­თი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ წარ­მო­უდ­გე­ნია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბა­ში ნე­ბი­ე­რი­ძეს და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ­და. ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, მან და­ზა­რა­ლე­ბულ­საც მი­უ­სამ­ძიმ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლო­ში ყვე­ლა­ფერს იტყვის, და­ვე­ლო­დოთ", - აცხა­დებს პა­პოშ­ვი­ლი.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­მო­იკ­ვლე­ვენ. სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას 5 მოწ­მე მის­ცემს, მათ შო­რის არის ორი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის მე­ზობ­ლე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას. ნე­ბი­ე­რი­ძეს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

დაზარალებულს მიუსამძიმრა და თქვა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის - იაგო ნებიერიძის ადვოკატი

დაზარალებულს მიუსამძიმრა და თქვა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის - იაგო ნებიერიძის ადვოკატი

იაგო ნებიერიძის ინტერესებს ვიცავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინდა დამნაშავე გამართლდეს. მინდა, გამოძიება და სასამართლო ობიექტური იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკველელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, იაგო ნებიერიძე სასამართლოში ჩვენების მიცემას და ყველაფრის მოყოლას გეგმავს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს.

„პირდაპირი მტკიცებულებები არ არის, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე ამყარებენ ბრალს. გასულ სხდომაზე დაკითხულ იაგო ნებიერიძის თანამშრომლებს ისეთი ჩვენება არ მიუციათ, რაც მას აღნიშნულ ბრალდებაში დაადანაშაულებდა. ვწუხვარ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვუთანაგრძნობ ოჯახსა და მთელ საქართველოს, მაგრამ ბრალდების მხარეს ჯერ ისეთი პირდაპირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც აღნიშნულ ბრალდებაში ნებიერიძეს დაადანაშაულებდა. ის დუმილის უფლებას იყენებს, მან დაზარალებულსაც მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის, დაველოდოთ", - აცხადებს პაპოშვილი.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლოში ჩვენებას 5 მოწმე მისცემს, მათ შორის არის ორი გამომძიებელი და მოკლული გოგონას ოჯახის მეზობლები.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს