პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოსი - რა ხდება რეგიონების ავტოსადგურებში
ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოსი - რა ხდება რეგიონების ავტოსადგურებში

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა 90-იან წლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, სა­დაც ფრა­ზა - „ერთი კა­ციც და გავ­დი­ვართ“, აღა­რა­ვის უკ­ვირს. ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მათი თვით­ნე­ბუ­რი, ქა­ო­სუ­რი გან­რი­გი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­საც­დე­ლე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო ოთა­ხე­ბის არარ­სე­ბო­ბა - იმ პრობ­ლე­მე­ბის მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­ზეც მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­უბ­რობს. თუმ­ცა, აქ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ ყვე­ლა ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ დის­კომ­ფორ­ტს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან მივ­ყა­ვართ, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ჩა­მა­ტე­ბუ­ლი სკა­მით ზუგ­დი­დამ­დე, ან თუნ­დაც, ბა­თუ­მამ­დე მგზავ­რო­ბა არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის, არა­მედ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბი ვი­თა­რე­ბაა. შე­და­რე­ბით მოკ­ლე მან­ძილ­ზე ფეხ­ზე მდგო­მი მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა კი, უკვე კარ­გად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 140-მდე ავ­ტო­სად­გუ­რია, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს სა­ერ­თოდ ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ამის შე­სა­ხებ არა­ერთ კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი შიდა გზე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი და ანტრი­სა­ნი­ტა­რია ავ­ტო­სად­გო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბის უც­ვლე­ლი რე­ა­ლო­ბაა.

მგზავ­რის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მაბ­ნე­ვე­ლი იქ არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სია, რო­მელ­საც ურ­თი­ერ­თკონ­კუ­რენ­ცი­ა­ში მყო­ფი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბი ქმნი­ან. ამას ემა­ტე­ბა ტაქ­სე­ბი­სა და ე.წ მი­ნი­ვე­ნე­ბის მძღო­ლე­ბის მიერ მგზავ­რე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით გა­ჩა­ღე­ბუ­ლი „ბრძო­ლაც“. ისი­ნი მგზავ­რებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ფას­ში წაყ­ვა­ნას სთა­ვა­ზო­ბენ, რაც ერთი შე­ხედ­ვით საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა. ჩა­მა­ტე­ბუ­ლი სკა­მის ნაც­ვლად ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვარ­ძელ­ში, კომ­ფორ­ტულ მგზავ­რო­ბა­ზე უარს, არა­ვინ ამ­ბობს. თუმ­ცა, ვის ჯი­ბე­ში მი­დის მგზავ­რო­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­დახ­დი­ლი თან­ხა და ვინ არის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? - ამ დრომ­დე უპა­სუ­ხო კი­თხვე­ბად რჩე­ბა.

რო­გორც გა­მო­კი­თხუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­ბობს, მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და ძი­რი­თა­დად მძღო­ლებ­თან, ავ­ტო­სად­გუ­რის სა­ლა­როს გვერ­დის ავ­ლით უწევთ. შე­სა­ბა­მი­სად, ტა­რი­ფის თვით­ნე­ბუ­რი ზრდა, რა­საც მძღო­ლე­ბი არ­გუ­მენ­ტით - „საწ­ვა­ვის ფასი გა­ი­ზარ­და“ ამ­ყა­რე­ბენ, არც თუ იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა. ამის გა­მომ­წვევ რე­ა­ლურ მი­ზე­ზებს კი არა­ვინ კი­თხუ­ლობს.

„და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­წევს მგზავ­რო­ბა და ძი­რი­თა­დად ფულს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს ვუხ­დი. არ არის მო­თხოვ­ნა, რომ სა­ლა­რო­ში შე­ვი­ძი­ნო. შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სიც ხში­რად იც­ვლე­ბა, გა­აჩ­ნია რა მან­ძილ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა დი­კომ­ფორ­ტს, საკ­მა­ოდ ძვე­ლი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს, რო­მე­ლიც, რო­გორც ვიცი, მგზავ­რე­ბის გან­კუთ­ვნი­ლი სუ­ლაც არ არის და მას სატ­ვირ­თო ფუნ­ქცია აქვს. სკა­მე­ბი იმ­დე­ნად ვიწ­რო­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, გა­მარ­თუ­ლად ჯდო­მა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის. მძღო­ლე­ბი მარ­შუტ­კა­ში ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას, მეტ-ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა ვერ ვი­ტყო­დი, რომ სი­სუფ­თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ტრან­სპორ­ტის სიძ­ვე­ლის გამო, მტვე­რი და ან­ტი­სა­ნი­ტა­რია მა­ინც გამ­ჯდა­რია. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი რა მო­სა­ტა­ნია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, რო­მელ­საც არა­ვინ იცავს. სა­ში­ნე­ლე­ბაა ჩა­მა­ტე­ბუ­ლი სკა­მით ან ფეხ­ზე დგო­მით მგზავ­რო­ბა. ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს, სა­ერ­თოდ და­უც­ვე­ლი ხარ“,- ამ­ბობს ერთ-ერთი მგზავ­რი, მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე.

სრუ­ლი­ად მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია ბა­თუ­მის ძვე­ლი ავ­ტო­სად­გუ­რიც, სა­დაც გარ­და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ი­სა, საფრ­თხეს შე­ნო­ბის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი გვიყ­ვე­ბა, სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლოა მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რიც, რად­გან „ყვე­ლა მძღოლს სა­კუ­თა­რი ტა­რი­ფი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი“.

"თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მი­წევს ბა­თუ­მი­დან ქე­დას მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა. მარ­შუტ­კა­ში მგზავ­რე­ბი შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვართ სხვა­დახ­ვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ინ­ვენ­ვე­ტა­რით, რომ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც მგზავ­რებ­თან ერ­თად ხდე­ბა. ზოგ­ჯერ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი იმ­დე­ნად ბევ­რი პრო­დუქ­ტი­თა და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლით არის დატ­ვირ­თუ­ლი, რომ ფე­ხის და­სად­გამ ად­გილს ეძებ. ტვირ­თის გამო, მარ­შუტ­კე­ბი და­ნიშ­ნულ დროს არ გა­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მის ძველ ავ­ტო­სად­გურს, გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და სრუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ხუ­რა­ვი და წვი­მი­ან ამინ­დში, რო­გორც გა­რეთ, ისე წვიმს შე­ნო­ბა­შიც. არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მო­საც­დე­ლი. გარ­და ამი­სა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რიც მოგ­ვარ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა მძღოლს სა­კუ­თა­რი ტა­რი­ფი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი. ზოგ­ჯერ რე­ა­ლურ­ზე მეტს ვიხ­დით. მახ­სოვს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ტუ­რის­ტებს შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. შე­იძ­ლე­ბა, ტუ­რის­ტე­ბი ამას ვერ ამ­ჩნე­ვენ, მაგ­რამ ეს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მაა და ამ კუ­თხით თუ გა­ა­კონ­ტრო­ლებს რო­მე­ლი­მე უწყე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა“,- ამ­ბობს ნარ­გიზ ჭა­ღა­ლი­ძე.

კა­ხე­თი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რო­ბის დის­კომ­ფორტზე სა­უბ­რობს ად­გი­ლობ­რი­ვი თა­მი­ლა მა­ი­სუ­რა­ძე. მისი თქმით, არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა თე­ლა­ვის ავ­ტო­სად­გურ­შიც, რაც ძი­რი­თა­დად მოძ­ვე­ლე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა.

„საკ­მა­ოდ ხში­რად მი­წევს თე­ლა­ვი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით (გურ­ჯა­ა­ნის გავ­ლით) მგზავ­რო­ბა. პი­რა­დად ჩემ­თვის დის­კომ­ფორ­ტია, რო­დე­საც მძღოლს მგზავ­რე­ბის ასაყ­ვა­ნად ძა­ლი­ან ხში­რად უწევს გა­ჩე­რე­ბა, რაც დრო­ზე აი­სა­ხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­სად­გურს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­პირ­ფა­რე­შო აქვს, იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე ნამ­დვი­ლად არ არის. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­საც­დე­ლით საგ­რებ­ლო­ბაც, თუმ­ცა აქაც მოძ­ვე­ლე­ბე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა. ვფიქ­რობ, ეს ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია მგზავ­რთა სიმ­ცი­რის გამო, რად­გან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძი­რი­თა­დად გომ­ბო­რის გზას იყე­ნე­ბენ“,-აცხა­დებს თა­მი­ლა მა­ი­სუ­რა­ძე.

არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ ავ­ტო­სად­გურ­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­სად­გუ­რის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ქუ­თა­ი­სის მე­რი­ამ მო­ა­წეს­რი­გა, ობი­ექ­ტმა ფუნ­ქცია შე­იც­ვა­ლა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და.

ავ­ტო­სად­გუ­რის შე­ნო­ბა და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­მა, მცი­რე ზო­მის ჯი­ხუ­რებ­მა და გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებ­მა და­ი­კა­ვეს, შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რე­ბი­სათ­ვის მო­საც­დე­ლი სივ­რცე არ არ­სე­ბობს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბის ნე­ბას მათ მა­ღა­ზი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და მო­ვაჭ­რე­ე­ბი არ აძ­ლე­ვენ.

„თუ გა­გი­მარ­თლა და ტრან­სპორ­ტი დაგ­ვხვდა, კარ­გია, დაჯ­დე­ბი და არა­ვინ შე­გა­წუ­ხებს. თუ არა, იქ გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. გა­მო­ვარ­დე­ბი­ან მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და გვე­ჩხუ­ბე­ბი­ან. ავ­ტო­სად­გურს დარ­ბა­ზი ან მო­საც­დე­ლი არ აქვს", - ამ­ბობს ერთ–ერთი მგზავ­რი თაზო ამ­ყო­ლა­ძე.

ამას­თან რო­გორც მგზავ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­სად­გუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა ბი­ლე­თებს არ გას­ცე­მენ და ამას­თან, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია მიკ­რო­ავ­ტობ­სე­ბის გას­ვლის დროც, რა­საც გა­უ­მარ­თა­ვი ტრან­სპორ­ტიც ემა­ტე­ბა.

რო­გორც ვხე­დავთ, პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რია, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად ტუ­რის­ტებ­საც აწუ­ხებთ, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლაქთა­შო­რის გა­ად­გი­ლე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს იყე­ნებს. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი კი არა­ერ­თი მათ­გა­ნის კრი­ტი­კის სა­გა­ნი გამ­ხდა­რა, რაც შემ­დგომ მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ბლო­გებ­ში ისა­ხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, „ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი 90-ანი წლე­ბი­დან“ ქვეყ­ნის ტუ­რის­ტულ იმიჯ­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოსი - რა ხდება რეგიონების ავტოსადგურებში

ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოსი - რა ხდება რეგიონების ავტოსადგურებში

საქართველოში მოქმედი ავტოსადგურების უმეტესობა 90-იან წლებთან ასოცირდება, სადაც ფრაზა - „ერთი კაციც და გავდივართ“, აღარავის უკვირს. ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი მიკროავტობუსები, მათი თვითნებური, ქაოსური განრიგი, ხშირ შემთხვევაში მოსაცდელებისა და სამედიცინო ოთახების არარსებობა - იმ პრობლემების მცირედი ჩამონათვალია, რაზეც მგზავრების უმეტესობა საუბრობს. თუმცა, აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა ზემოჩამოთვლილ დისკომფორტს, საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების ნორმებთან მივყავართ, რომელიც, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია.

მიკროავტობუსში ჩამატებული სკამით ზუგდიდამდე, ან თუნდაც, ბათუმამდე მგზავრობა არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც საკმაოდ ნაცნობი ვითარებაა. შედარებით მოკლე მანძილზე ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა კი, უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა.

საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 140-მდე ავტოსადგურია, რომელთა უმრავლესობა თანამედროვე სტანდარტებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს და ამის შესახებ არაერთ კვლევაშია აღნიშნული. ამორტიზებული შიდა გზები, მოუწესრიგებელი საპირფარეშოები და ანტრისანიტარია ავტოსადგომების უმეტესობის უცვლელი რეალობაა.

მგზავრისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი იქ არსებული ქაოსია, რომელსაც ურთიერთკონკურენციაში მყოფი მიკროავტობუსების მძღოლები ქმნიან. ამას ემატება ტაქსებისა და ე.წ მინივენების მძღოლების მიერ მგზავრების მოპოვების მიზნით გაჩაღებული „ბრძოლაც“. ისინი მგზავრებს მიკროავტობუსის ფასში წაყვანას სთავაზობენ, რაც ერთი შეხედვით საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა. ჩამატებული სკამის ნაცვლად ავტომობილის სავარძელში, კომფორტულ მგზავრობაზე უარს, არავინ ამბობს. თუმცა, ვის ჯიბეში მიდის მგზავრობის სანაცვლოდ გადახდილი თანხა და ვინ არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი? - ამ დრომდე უპასუხო კითხვებად რჩება.

როგორც გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, მგზავრობის საფასურის გადახდა ძირითადად მძღოლებთან, ავტოსადგურის სალაროს გვერდის ავლით უწევთ. შესაბამისად, ტარიფის თვითნებური ზრდა, რასაც მძღოლები არგუმენტით - „საწვავის ფასი გაიზარდა“ ამყარებენ, არც თუ იშვიათი შემთხვევაა. ამის გამომწვევ რეალურ მიზეზებს კი არავინ კითხულობს.

„დასავლეთის მიმართულებით მიწევს მგზავრობა და ძირითადად ფულს მიკროავტობუსის მძღოლს ვუხდი. არ არის მოთხოვნა, რომ სალაროში შევიძინო. შესაბამისად, ფასიც ხშირად იცვლება, გააჩნია რა მანძილზე გადაადგილდები. რაც შეეხება დიკომფორტს, საკმაოდ ძველი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც, როგორც ვიცი, მგზავრების განკუთვნილი სულაც არ არის და მას სატვირთო ფუნქცია აქვს. სკამები იმდენად ვიწროდაა განლაგებული, გამართულად ჯდომა თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით ჭარბწონიანი ადამიანისთვის. მძღოლები მარშუტკაში ჰიგიენის დაცვას, მეტ-ნაკლებად ცდილობენ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ სისუფთავით კმაყოფილი ვარ. ტრანსპორტის სიძველის გამო, მტვერი და ანტისანიტარია მაინც გამჯდარია. თუმცა ეს ყველაფერი რა მოსატანია უსაფრთხოებასთან, რომელსაც არავინ იცავს. საშინელებაა ჩამატებული სკამით ან ფეხზე დგომით მგზავრობა. ავარიული სიტუაციის დროს, საერთოდ დაუცველი ხარ“,- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, მარიამ კაპანაძე.

სრულიად მოუწესრიგებელია ბათუმის ძველი ავტოსადგურიც, სადაც გარდა ანტისანიტარიისა, საფრთხეს შენობის ამორტიზებული მდგომარეობა წარმოადგენს. ამასთან, როგორც ადგილობრივი მცხოვრები გვიყვება, სრულიად უკონტროლოა მგზავრობის საფასურიც, რადგან „ყველა მძღოლს საკუთარი ტარიფი აქვს დაწესებული“.

"თითქმის ყოველდღიურად მიკროავტობუსით მიწევს ბათუმიდან ქედას მიმართულებით გადაადგილება. მარშუტკაში მგზავრები შეწუხებული ვართ სხვადახვა საყოფაცხოვრებო ინვენვეტარით, რომლის ტრანსპორტირებაც მგზავრებთან ერთად ხდება. ზოგჯერ მიკროავტობუსი იმდენად ბევრი პროდუქტითა და სამშენებლო მასალით არის დატვირთული, რომ ფეხის დასადგამ ადგილს ეძებ. ტვირთის გამო, მარშუტკები დანიშნულ დროს არ გადის. რაც შეეხება ბათუმის ძველ ავტოსადგურს, გაუსაძლისი მდგომარეობა და სრული ანტისანიტარიაა. დაზიანებულია სახურავი და წვიმიან ამინდში, როგორც გარეთ, ისე წვიმს შენობაშიც. არ არის მოწესრიგებული მოსაცდელი. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მგზავრობის საფასურიც მოგვარდება, რადგან ყველა მძღოლს საკუთარი ტარიფი აქვს დაწესებული. ზოგჯერ რეალურზე მეტს ვიხდით. მახსოვს შემთხვევები, როდესაც ტურისტებს შიდა გადაადგილებისას ადგილობრივ მოქალაქეებთან შედარებით, გაცილებით ძვირი გადაახდევინეს. შეიძლება, ტურისტები ამას ვერ ამჩნევენ, მაგრამ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა და ამ კუთხით თუ გააკონტროლებს რომელიმე უწყება, კარგი იქნება“,- ამბობს ნარგიზ ჭაღალიძე.

კახეთიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის დისკომფორტზე საუბრობს ადგილობრივი თამილა მაისურაძე. მისი თქმით, არაერთი პრობლემაა თელავის ავტოსადგურშიც, რაც ძირითადად მოძველებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება.

„საკმაოდ ხშირად მიწევს თელავიდან თბილისის მიმართულებით (გურჯაანის გავლით) მგზავრობა. პირადად ჩემთვის დისკომფორტია, როდესაც მძღოლს მგზავრების ასაყვანად ძალიან ხშირად უწევს გაჩერება, რაც დროზე აისახება. რაც შეეხება ავტოსადგურს, მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშო აქვს, იდეალური სისუფთავე ნამდვილად არ არის. ასევე შესაძლებელია მოსაცდელით საგრებლობაც, თუმცა აქაც მოძველებეული ინფრასტრუქტურაა. ვფიქრობ, ეს ხარვეზები გამოწვეულია მგზავრთა სიმცირის გამო, რადგან თბილისის მიმართულებით ძირითადად გომბორის გზას იყენებენ“,-აცხადებს თამილა მაისურაძე.

არაერთი პრობლემაა ქუთაისის ცენტრალურ ავტოსადგურშიც. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსადგურის სავალი ნაწილი ქუთაისის მერიამ მოაწესრიგა, ობიექტმა ფუნქცია შეიცვალა და სხვა მიმართულებით განვითარდა.

ავტოსადგურის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები სავაჭრო ცენტრებმა, მცირე ზომის ჯიხურებმა და გარემოვაჭრეებმა დაიკავეს, შესაბამისად, მგზავრებისათვის მოსაცდელი სივრცე არ არსებობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერების ნებას მათ მაღაზიების მფლობელები და მოვაჭრეები არ აძლევენ.

„თუ გაგიმართლა და ტრანსპორტი დაგვხვდა, კარგია, დაჯდები და არავინ შეგაწუხებს. თუ არა, იქ გაჩერება არ შეიძლება. გამოვარდებიან მაღაზიის მეპატრონეები და გვეჩხუბებიან. ავტოსადგურს დარბაზი ან მოსაცდელი არ აქვს", - ამბობს ერთ–ერთი მგზავრი თაზო ამყოლაძე.

ამასთან როგორც მგზავრები აღნიშნავენ, ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ავტოსადგური ფუნქციონირებს, თუმცა ბილეთებს არ გასცემენ და ამასთან, მოუწესრიგებელია მიკროავტობსების გასვლის დროც, რასაც გაუმართავი ტრანსპორტიც ემატება.

როგორც ვხედავთ, პრობლემები ბევრია, რომელიც ადგილობრივებთან ერთად ტურისტებსაც აწუხებთ, რომელთა უმრავლესობა ქალაქთაშორის გაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები კი არაერთი მათგანის კრიტიკის საგანი გამხდარა, რაც შემდგომ მათ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგებში ისახება. შესაბამისად, „ავტოსადგურები 90-ანი წლებიდან“ ქვეყნის ტურისტულ იმიჯსაც მნიშვნელოვნად აზიანებს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის